#ლექსები მოკლედ, აღარ ვიცი, როგორ გაგართოთ!
ნინო დარბაისელი
მოჩვენება სასახლის
რას არ მოიგონებენ, რას არ გაგაგონებენ, როგორ გადაღონებენ ერთურთს ეუბნებიან:
- ამ სასახლეს ძველისძველს, ამ სასახლეს დაუცველს, სხვებმა როგორ გაუძლეს. ბნელს და მოჩვენებიანს?
მე - საქმე მაქვს იმდენი, დრო-ჟამს მარტო მივდენი, სხვაფრივ არდამრიდენი აქ - არც შეყოვნდებიან.
ხანდახან მომინდება დარბაზთა დაბინდება, ბნელი - დაიწინდება. ხავერდის ფარდებია.
წინაპრებს აშენებად უღირდათ და მშვენებად! ამათ - რა ეჩვენებათ? შიშსაც მოუცელია!
ქვაზე მიეძინა ხავსს. საიდუმლოს ინახავს? უცხო აქ არ მინახავს მე - ორასი წელია!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|