ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პროლეტარი
ჟანრი: თარგმანი
28 იანვარი, 2025


ლენგსტონ ჰიუზი — ზანგი ლაპარაკობს მდინარეებზე

ზანგი ლაპარაკობს მდინარეებზე

მე შევიცანი მდინარეები:
მე შევიცანი მდინარეები, ძველი, ვითარცა ქვეყნიერება და უფრო ხნიერი, ვიდრე ადამიანთა ძარღვებში მედინი სისხლი.

ამ მდინარეებივით ღრმა შეიქნა ჩემი სული.

მე ვბანაობდი ევფრატის წყალში, ოდეს განთიადი იყო ჯერ კიდევ ნორჩი.
მე ავიგე ქოხი კონგოს სიახლოვეს და მისი ტალღები ძილის წინ მიმღერდნენ ნანას.
მე მოვიხილე ნილოსი და მის სანაპიროზე აღვმართე პირამიდები.
ნიუ ორლეანში რომ ჩავიდა ეიბ ლინკოლნი, მე ჩემესმა სიმღერა მისისიპისა და ვნახე მისი მღვრიე გულ-მკერდი, დაისის სხივებში ოქროსფრად მოელვარე.

მე შევიცანი მდინარეები:
ძველთაძველი, ქუფრი მდინარეები.

ამ მდინარეებივით ღრმა შეიქნა ჩემი სული. 


ორიგინალი: https://www.poetryfoundation.org/poems/44428/the-negro-speaks-of-rivers

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები