ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პროზა
27 იანვარი, 2025


რედკოლეგია და ცენზურა

#დილაუზმოს_ფიქრებიდან
#მემორია

ნდს
რედკოლეგია და ცენზურა

ცენზურაო?!
რაღაც მსგავსი საბჭოთა კავშირის დანგრევის მერეც კი მოქმედებდა. მახსოვს, მაშინ გამომცემლობა “მეცნიერების “ მთავარი რედაქტორი ვიყავი, ოთხმოცდაათიანების დასაწყისია,  აი, შუქს და ქაღალდს დახარბებულები რომ ვართ და ილია ჭავჭავაძის, მგონი,  მეცხრე ტომი იყო, გამოსაცემად მზადაა.
წლის ბოლოა, დოტაციურები ვართ და წლის ბოლომდე აუთვისებელი თანხა გვეკარგება,  მეცნიერებათა აჯადემიას უბრუნდება…
ნოემბერია, ქვეყანაში - არეულობა.  უტრანსპორტობა, დენთის სუნი ტრიალებს. აკადემია კი წიგნის  ტირაჟირების ნებას არა და არ იძლევა…
აღარ ვიცი, რა ვქნა!
რატომ, არ იკითხავთ?!
ზვიად გამსახურდიაა რედკოლეგიის წევრი და არ იციან, თავად პუტჩისტებისადმი ლოიალურად განწყობილებმა, დატოვონ თუ არა მისი სახელი რედკოლეგიის შემადგენლობაში.
მოვლენები ზუსტად როგორ განვითარდება.
    ეგ სია კი წიგნის  ტიტულის ვერსო იყო, როგორც მახსოვს.
  ოქროს ქაღალდიც დაიკარგება…
  ბოლოს იმას მივაღწიე, რომ დავითანხმე, ჩამოვბეჭდოთ მთელი  ტირაჟი, პირველი ფორმის გარდა,  და რედკოლეგიის სია რომ გაირკვევა, ის ერთი-ღა გვექნება ჩამოსაბეჭდი-მეთქი.
ცოდვა როგორ ვთქვა, როინ მეტრეველი პრეზიდიუმში აღარ მუშაობდა, უნივერსიტეტის რექტორი იყო უკვე, მაგრამ მისი მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამომივიდოდა.  კარგი საქმეების კეთებისას მხარში მედგა იმ ძნელ დროს. ვერ დავუვიწყებ და მომკალით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები