 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 27 იანვარი, 2025 |
ჩემითაც ვიზამ, დახმარება სულ არ მჭირდება, თვითონ გავკვალავ გზას, რომელსაც დავადგამ ნაბიჯს, ვინმეს არც რჩევა არ მინდა და არც მომინდება, ყელში ხართ ყველა... ამ სიტყვებით დავტოვე სახლი! მე იმ მომენტში არ ვფიქრობდი არაფერ სხვაზე გარდა სურვილზე- მიმეღწია მარტოს მწვერვალებს, არ მინანია, არც ვდარდობდი იმ წმინდა ქალზე დედა რომ ერქვა, ვერც ვამჩნევდი მაშინ მის თვალებს. წავედი, ჩემი მომავალი უკვე ხელთ მქონდა, სხვა რა მინდოდა თავისუფალს, ფრთაგაშლილ მოზარდს? ზღვა ოცნებები ყმაწვილური ჟინით დამქონდა და დავფრინავდი მოწყვეტილი მტკიცედ, რუხ ოდას. თავიდან ყველა, ყველაფერი იყო მარტივი, ვიდრე სამოსი ზედ ტანზევე არ გაიცრიცა, ვიდრე საფულე არ დათხელდა, ვიდრე გავცივდი, ვიდრე საწოლად არ გამიხდა ნოტიო მიწა. თუმცა არ გავტყდი, არ შევშინდი, არ დავუძლურდი, ჩემს სიამაყეს სული ვბერე და გავაღვივე, ვაჯობე ყოფას, ძველ სამყაროს არ დავუბრუნდი და ერთ დღეს თვალი სასახლეში გამოვახილე. მე ეს შევძელი, ჩემი მხრებით, გონებით, ძალით, თავად წავუძეხ ცხოვრებას და თან გავიყოლე, ბევრი ვიშრომე, ვამზეურე ყოველი წამი, ვიპოვე სხივი, მზე კი, სადღაც, სხვაგან დავტოვე. ყველა ოცნება ავიხდინე, რაც დავისახე... მაგრამ ვერ ვტკბები ახდენილით, ვერაფრით კარგო, ერთს ვნატრობ ახლა სიზმრად ვნახო ის იერსახე, მე რომ წარსულის ცივ ქარიშხალს მივანდე მარტოდ... ... ვერ ვსუნთქავ დედა, დახმარება მჭირდება გაზრდილს, დედა ოდისკენ მომავალი გზა გამიკვალე, რჩევა მჭირდება შენი, მამის და ჩემი და-ძმის, როგორ ვიცხოვრო უმადურმა დედა მასწავლეთ! ... ჩემს თავს მე თავად გავუძღვები!.. ფუჭი სიტყვები... ჩვენი ოჯახის გარეშე ჩვენ არაფერი ვართ! აქედან წავალ, მარტო უფრო კარგად ვიქნები!.. ტყუილი იმედი, ბოლოს დიდი სასოწარკვეთა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. როგორი დარდიანი, ტკივილიანი ლექსია.
ცხოვრება მოძრაობას მოითხოვს, სხვა გზა არაა. როგორი დარდიანი, ტკივილიანი ლექსია.
ცხოვრება მოძრაობას მოითხოვს, სხვა გზა არაა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|