ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
28 იანვარი, 2025


Марина Цветаева - Над черною пучиной водною

მარინა ცვეტაევა - მოჩანს მორევი შავი

მოჩანს მორევი შავი -
ბოლოჯერ რეკავს ზარი.
უბრალო ხალხის ზვავით
დაემხო ალკაზარი.

დატოვა სისხლის კვალი
მეფეთა ტალავარმა,
იგრგვინე ზარო რვალის,
რუსულ ტაძრების მძლავრად!

მანგის ცრემლებით მორწყეთ
ტახტი, სამსხვერპლო საღმრთო,
მედგრად დაუხვდით მორევს
ხელმწიფევ, უფლის სამწყსოვ!

ჟამია ტახტთა ნგრევის,
იყავნ სუფევა ღმერთის!
ზანზარებს ზარის რეკვით
ქალაქიცა და მკერდიც.

27 იანვარი, ნინოობა, 2025 წ.

ალკაზარი - სამეფო სასახლე
ტალავარი - სამოსელი

Марина Цветаева - Над черною пучиной водною

Над черною пучиной водною —
Последний звон.
Лавиною простонародною
Низринут трон.

Воло́чится кровавым во́локом
Пурпур царей.
Греми, греми, последний колокол
Русских церквей!

Кропите, сле́зные жемчужинки,
Трон и алтарь.
Крепитесь, верные содружники:
Церковь и царь!

Цари земные низвергаются.
— Царствие! — Будь!
От колокола содрогаются
Город и грудь.

1918 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები