ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2025


ჩონჩხი

მე ვარ ჩონჩხი,
შენი ჩონხი,
შენი საყვარელი ჩონჩხი.

აქა ვარ და არც ვმალავ
ანდა რა მაქ დასამალი,
ნეკნები და თავის ქალა-
შენი საყვარელი ძვალი.

შენ ხარ ჩონჩხი,
ჩემი ჩონჩხი,
ჩემი საყვარელი ჩონჩხი.

სანამ ფერფლად ვიქცევი
და შენი ცეცხლით დავიწვები,
მინდა გითხრა როგორ მიყვარს
შენი თეძო, ლავიწები...

შენი ჩონჩხი,
ჩემი ჩონჩხი,
ჩვენი სიყვარულის ჩონჩხი.

ყველაფერი ჩამოგვცილდა
დავრჩით ცარიელი ძვლები,
მაინც ერთმანეთისკენ ვიწევთ
და ერთმანეთს ვერ ველევით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები