ყველა შვილი რომ დაიძინებს, (ან მთაზე ავა, საიდანაც ბრუნდებიან მხოლოდ მამები), ცხელი სიმართლით ამოგივსებ გუგებს, რომლებშიც ერთ დროს პეშვით ნაცარს გაყრიდი. ხშირად იხსენებ - მქონდა თევზის თვალის ჭრილი და ნაიარევ სახეს გიშვერდი, რომ დაგენახა, როგორ ვხდებოდი მეტაფორა - ქალის, რომელიც შვილი იყო და არ ეძინა, დღის სინათლეზე დნებოდა ხოლმე. საათობით გაშრებოდა თითებზე ცვილი და გზად, სადაც კი ხელს ჩასჭიდებდი ბოძს - (ფეხზე მყარად ასე იდექი) ანაბეჭდივით გადაგყავდა ქალი თითებით მეტროს ვაგონში, ბარათებზე, წიგნებზე - ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებოდა. ხვდებოდნენ ქალის გამომშრალ კანს ტროტუარებზე, სამსახურში, შენი ლექსის ყველა აბზაცზე. ხანდახან ქალი შრებოდა მარტო, სინესტისგან ვადაგასულ კედელზე, როგორც ჯვრის ერთადერთი ალტერნატივა. როცა ქრებოდა, უხილავი თევზის თვალები წარმოთქვამდენ ლოცვას და შუბლზე ძველი ნაიარევი დნობას იწყებდა, სახეზე ისე იღვენთებოდა, ახსენებდა: „ახალი ქრისტე უეჭველად ქალი იქნება, იქნება ყველგან : ტროტუარებზე, სამსახურში, მეტროს ვაგონში და გახუნებულ ფურცლებშიც ისე დაუწყებ ძებნას, როგორც ობობებს უთვალთვალებ ჭერზე, ყოველთვის“. თუ ლოცვაა სამჯერ ყველა სისულელის გამეორება: ქალი მუდამ ცვილად დნებოდეს და არ შეგეძლოს მისი ჯვარცმის ზურგით ტარება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან ნიჭიერია ეს ურაკპარაკელი მგონია, რომ შორს წავა და წარმატებულად დაე
5 ჩემგან ძალიან ნიჭიერია ეს ურაკპარაკელი მგონია, რომ შორს წავა და წარმატებულად დაე
5 ჩემგან
|
|
მონაცემები არ არის |
|
|