ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2025


ფესვი უმიწო

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფესვი უმიწო

მინახავს ტყეში ხე, როგორც მეხამრიდი,
ოდნავ რომ ურხევს ტოტებს ნიავი მშვიდი,
ხოლო ფესვები მიწაგაცლილნი -  დგანან,
ხეს აცოცხლებენ, კვებას აკლებენ განა.
გადალაჯულა ზედ მდინარეზე ზოგი,
ქვეშ მიწაგაცლილს რა დარჩა დასაზოგი,
ზოგი ისეთი მაღალი არის ფესვი,
შიგ დაიბუდებ, რა გითხრათ უკეთესი!
ფესვქვეშ უმიწო დღესაც შემომხვდა მუხა,
იმაზე დარდმა ფიქრები გამირუხა.
თუ ერი გქვია, უნდა დაბერდე კარგად,
მუმლიც გეხვიოს, ვერ გხდიდეს დასაკარგად,
მთლად ნიადაგიც გამოგეცალოს - იდგე!
უცქირე ვარსკვლავს, კისერი გადაიგდე.
თუ ჩაგთვლემს,  ძილში სამშობლო ჩაიყოლე,
არ დაივიწყო  ლიახვთან მდგარი ოლე!
გლოცავთ შორიდან და სადღეგრძელოც შევსვი.
ცოცხლობს უმიწოდ, თუ ძლიერია ფესვი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები