ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 იანვარი, 2025


  ჩამოტვირთვა

Music addicts

ნეტავ ახლა სად ხარ? როგორ ხარ?
მუსიკას თუ უსმენ მანდ?..

ერთი მეგობარი მყავდა. პირველად როცა მომწერა, მე 'ჩემი მუსიკა' გავუგზავნე.
ასე გახდა ის, 'ჩემს მუსიკებზე' დამოკიდებული.

არ არსებობდა სიმღერა, რომელსაც აღმოვაჩენდი და მას არ ვუგზავნიდი,
ისიც მასე.
უბრალოდ, ჩემი გაკვირვება რთული იყო მისთვის, რადგან ასე ამბობდა:
- შენ შეშლილი ხარ, ყველაფერი მოსმენილი გაქვს 'ავდმყოფო'.
პირველი იყო, ვინც მიხვდა რამდენად ვარ დამოკიდებული მუსიკაზე.

'აბა ნარკომანო, გვაქვს დღიური დოზა? ' - ასე მომწერდა ხოლმე, როდესაც ახალი რაიმეს მოსმენა სურდა.
მე კი სულ მქონდა 'დოზა'.

- შეშლილო, ცუდად ვარ, რამე ჩამიგდე.
- ახლავე სიყვარულო, ვეტყოდი მე და ჩემს ახალ აღმოჩენას ვუზიარებდი.

ვიცოდი, ახალი სიმღერა რომელიც მე ვიპოვნე და რამოდენიმე დღე შეუჩერებლად ვუსმენ, სულის კიდემდე რომ ჩამწვდა და სისხლის მაგივრად, ის მოძრაობს ჩემს ვენებში, მასაც ჰაერივით სჭირდებოდა და ამიტომაც ვუზიარებდი.

მე ზოგჯერ 'ყმაწვილს' ვეძახდი, ზოგჯერ პიტერ პენს, ზოგჯერ უბრალოდ 'სიყვარულო'ს,
რადგან ის მარადიული ბავშვი იყო, ზრდასრულობაში გადაყოლილი ბავშვური სიხარულით.

და არც გაიზარდა. ვერც.
ალბათ ასეც უნდოდა.

გაზრდა მისთვის - სიცოცხლის სიხარულის, უდარდელობის და ბედნიერების დაკარგვასთან ასოცირდებოდა.

ჰოდა, ახლა როცა ახალი აღმოჩენა მაქვს, მოთხოვნილება მაქვს რომ მას გავუგზავნო და მოვასმენინო.
ვიფიქრე ფლეილისტს გავაკეთებთქო და მის სახელს დავარქმევთქო სფოთიფაიზე.
მაგრამ რა აზრი აქვს? ისედაც ვიცი, რომ ყველა სიმღერა მოეწონებოდა რაც მას შემდეგ ვიპოვნე, რაც ის წავიდა.. მტკივნეულია, რომ ეს სასწაულები ვერ მოგასმენინე.

მიყვარხარ-ის მაგივრად ამას მეტყოდა ხოლმე :
- შენ, ყველაზე შეშლილი ადამიანი ხარ მთელს სამყაროში.
- მეც მომენატრე, დებილო. - ვეტყოდი მე.

რა გიყვარს მეთქი ყველაზე მეტად ერთხელ ვკითხე :
- შენ ავადმყოფო,
მუსიკა და სიგარეტი.

https://youtu.be/9i3iqiP61Ns?si=6KP6Q5UDv0Df29Ko ...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები