ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2025


კრედო კრიტიკოსისა (ციკლიდან - გამოცანები და ეპიგრამები)

#ლექსები
ნინო დარბაისელი

კრედო კრიტიკოსისა

მე - პოეტებზე - ვერიდები სიტყვებს აუგებს.
ლექსის კვლევაში  მითენდება და მიბინდდება.
არის ლექსები, ერთი წაკითხვით რომ ვერ  გაუგებ,
მაგრამ მეორედ წაკითხვაც რომ არ მოგინდება!

***
კარგ რითმაზე - ბრაზი მოსდის,
შედევრს ვქმნიო გაუდის!
რითმა ვისაც არ გამოსდის,
ურითმობა - გაუდის!

- - -
*ა. გაუდი - გენიალური ესპანელი არქიტექტორი

**
გამოგიცია ტომებად, ლექსებს აქა-იქ ჩავხედე.
ეგეთს ხო დღეში ასს დავწერ, თავი თუ გავითავხედე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები