# ლექსები ნინო დარბაისელი
განძეულის გატაცება ბათუმიდან
მე არ მიყვარს ჟორდანია, აქ - სიმართლე და იქ - ცა! ჯერ ხომ ხალხი გამოიხმო, წაგებულზე - გაიქცა!
ბოლშევიკებს ზავზე მელნით ხელს უწერდა (არ ენდნენ?) მოზეიმე სისხლისმსმელნი ვინმეს შეიბრალებდნენ?
იქნებ უნდა ვათარიღო? მოკირკიტე რატომ ვარ? განძეული - თან წაიღო, ხალხი - მტერს შეატოვა.
ხალხს ჰგონია თავის ნება, ხმა თუ ესმის ლიდერის, ფარასავით ედევნება, საითაც კი მიდენის.
ამოწყვიტეს სრულად ერი, მაღალი თუ დაბალი, გაწყდა ნორჩი თუ ბებერი, სისხლმა ფარა მთა-ბარი.
მთავრობამ კი ოჯახი და ტყავი დაგაირჩინა. ლევილს დადგნენ. იქ ჯახითა შურმაც თავი იჩინა. (ზოგს ხომ ცოლმა უჩიჩინა, ზოგსაც - ჰქონდა ,,პრიჩინა”)
მთავარია, თურმე ძნელ დროს განძი რომ გაიტანო? ხალხს - უტოვებ დღეს საავდროს, აზროვნების ტიტანო?!
მომრიდენი იყვნენ რისკის, ზრახვასაპატიონი?! აქ დატოვა მდივანიც კი, თავად გალაკტიონი!
გული წარსულ დარდებს მიაქვს, ისრად ეს გარჭობია - - დასკვნა - ცოცხალ ადამიანს - ოქროული სჯობია?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა საინტერესო კომენტარისთვის. ძირითად ნაწილში გეთანხმებით.
ლექსში გალაკტიონის ხსენება უადგილო არ მგონია. გამოყენებულია მხატვრული ხერხი ანტითესისი. ანუ ერთ მხარეს არის განძეული, რომელსაც მატერიალური სახე აქვს, მას უპირისპირდება გენიოსი გალაკტიონის ფენომენი. (შეგახსენებთ: პოეზია არამატერიალური რამაა, მისი მატერიალური, ხილვადი, ხელშესახები პლანი- დაწერილი ტექსტი - ჯერ კიდევ არაა პოეზია, ჯერ კიდევ არაა მეტი, ვიდრე პარტიტურა - მუსიკისათვის. იმ დროს გალაკტიონს უკვე გამოცემული აქვს თავისი შედევრი - კრებული ,, არტისტული ყვავილები ( 1919). ჟორდანია კარგად, პირადად იცნობს მას. “რომ სდომებოდა ემიგრაციაში ისიც წავიდოდაო” და ასეთი რაღაცეები - ვარაუდთა სფეროს კუთვნილებაა. მე კი ფაქტებს უფრო ვენდობი, ვიდრე ვარაუდებს. გალაკტიონი ემიგრაციაში არ წასულა. სხვა წყაროებიდან ( მემუარული ლიტერატურიდან, მაგ . ლიდია მეგრელიძის მოგონებებიდან) ვიცით, რომ ძალიან მძიმე ფინანსურ ვითარებაში ჩავარდა. მას ლუკმა პურის, ხელის გამწვდენი არავინ ჰყავდა. ძმას და დედას, რომელმაც დიდი გაჭირვებით, ობლად დაზარდა ორი ვაჟი, სოფელში თავი გასჭირვებოდათ. უსახლკაროს სადღაც, ჯიხურებში ეძინა. ოლიას ოფიციალურ ცოლად შერთვის მერე (1921) მან გადაიტანა ყველა ის სიმძიმე, გაიარა ჯოჯოხეთოს ყველა ის გარსი, რომელიც ტოტალიტარიზმის პირობებში ელის შემოქმედს. ერთი განსხვავებით - ცისფერყანწელებისგან, რომ სიცოცხლე გადაირჩინა. გალაკტიონს თვითგადასარჩენად მოუხდა საკუთარი “ არაბოლშევიკური” წარსულის ,, გადაწერა”. ფაქტების გაქრობა. თუმცა არქივებმა მაინც შემოინახა ფაქტები. თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. მადლობა საინტერესო კომენტარისთვის. ძირითად ნაწილში გეთანხმებით.
ლექსში გალაკტიონის ხსენება უადგილო არ მგონია. გამოყენებულია მხატვრული ხერხი ანტითესისი. ანუ ერთ მხარეს არის განძეული, რომელსაც მატერიალური სახე აქვს, მას უპირისპირდება გენიოსი გალაკტიონის ფენომენი. (შეგახსენებთ: პოეზია არამატერიალური რამაა, მისი მატერიალური, ხილვადი, ხელშესახები პლანი- დაწერილი ტექსტი - ჯერ კიდევ არაა პოეზია, ჯერ კიდევ არაა მეტი, ვიდრე პარტიტურა - მუსიკისათვის. იმ დროს გალაკტიონს უკვე გამოცემული აქვს თავისი შედევრი - კრებული ,, არტისტული ყვავილები ( 1919). ჟორდანია კარგად, პირადად იცნობს მას. “რომ სდომებოდა ემიგრაციაში ისიც წავიდოდაო” და ასეთი რაღაცეები - ვარაუდთა სფეროს კუთვნილებაა. მე კი ფაქტებს უფრო ვენდობი, ვიდრე ვარაუდებს. გალაკტიონი ემიგრაციაში არ წასულა. სხვა წყაროებიდან ( მემუარული ლიტერატურიდან, მაგ . ლიდია მეგრელიძის მოგონებებიდან) ვიცით, რომ ძალიან მძიმე ფინანსურ ვითარებაში ჩავარდა. მას ლუკმა პურის, ხელის გამწვდენი არავინ ჰყავდა. ძმას და დედას, რომელმაც დიდი გაჭირვებით, ობლად დაზარდა ორი ვაჟი, სოფელში თავი გასჭირვებოდათ. უსახლკაროს სადღაც, ჯიხურებში ეძინა. ოლიას ოფიციალურ ცოლად შერთვის მერე (1921) მან გადაიტანა ყველა ის სიმძიმე, გაიარა ჯოჯოხეთოს ყველა ის გარსი, რომელიც ტოტალიტარიზმის პირობებში ელის შემოქმედს. ერთი განსხვავებით - ცისფერყანწელებისგან, რომ სიცოცხლე გადაირჩინა. გალაკტიონს თვითგადასარჩენად მოუხდა საკუთარი “ არაბოლშევიკური” წარსულის ,, გადაწერა”. ფაქტების გაქრობა. თუმცა არქივებმა მაინც შემოინახა ფაქტები. თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
6. ამ ლექსის კონტექსტში გალაკტიონის სახელის ხსენება უადგილო მგონია. ზოგადად, საბჭოთა ხელისუფლების და გალაკტიონ ტაბიძის ურთიერთობა სხვადასხვა სპეკულაციის საგნად არის ქცეული კარგა ხანია და ეს სპეკულაციები ვარირებს იმისდა მიხედვით, თუ რა იდეოლოგიურ პოზიციებზე დგას ადამიანი. რეალობა კი გაცილებით რთული და კომპლექსურია. ემიგრაციაში წასვლა რომ ნდომებოდა გალას, წავიდოდა, მოახერხებდა როგორმე, მაგრამ დარჩა, რადგან მიიღო ის სინამდვილე, "უმღერა" "ნგრევას ძველისას" და "რევოლუციონურ საქართველოს" (ოღონდ ის არ თქვათ, რომ იდეოლოგიური დიქტატის და პარტიული ზეწოლის პირობებში აკეთებდა მაგას - ასეთი დიქტატი იმხანად ჯერ არ არსებობდა, შემდეგ შემოვიდა - 20-იანების მიწურულს - 30-იანების დასაწყისში). მერე მეორე, გალაკტიონის ცოლი ვინც იყო, ყველასთვის ცნობილია: ოლია, გულმხურვალე რევოლუციონერი, ქართველი ბოლშევიკების ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ოკუჯავას და. ახლა, ლოგიკურად და რაციონალურად ვიმსჯელოთ, ვინ იყო გალაკტიონისთვის უფრო ახლობელი, გინდ ადამიანური თვალსაზრისით და გინდ იდეურ-პოლიტიკურით - საბჭოთა ხელისუფლება (მაშინ ყველა როდი აღიქვამდა "გასაბჭოებას" "ოკუპაციად" და "ანექსიად" და ქართველი პოეტების მნიშვნელოვანი ნაწილი ენთუაზიაზმით შეეგება კიდეც მენშევიკების დამხობას და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას) თუ ემიგრაციაში წასული მთავრობა? პასუხი - ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის - აშკარაა. გალაკტიონის პოზიციაზე მეტყველებს გალაქტიონის ნაწარმოებები, მისი ლექსები და პოემები, წერილები და სტატიები (გალაკტიონმა დაწერა პოემა "მოგონებები იმ დღეებისა...", რომელიც შეგვიძლია ანტისაბჭოთა ანგაჟირებულ პოეზიად გამოვაცხადოთ, მაგრამ პოეტის მიმართება რეალობასთან უფრო რთული ფენომენია, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებულ (პროსაბჭოელებსა და ანტისაბჭოელებს) მკვლევარებს ჰგონიათ). ამიტომ, მითოლოგიზირების ნაცვლად, აჯობებს, ფხიზლად დავინახოთ ისტორიული რეალობა და აღვწეროთ - სულერთია, მეცნიერული თუ პოეტური საშუალებებით. ამ ლექსის კონტექსტში გალაკტიონის სახელის ხსენება უადგილო მგონია. ზოგადად, საბჭოთა ხელისუფლების და გალაკტიონ ტაბიძის ურთიერთობა სხვადასხვა სპეკულაციის საგნად არის ქცეული კარგა ხანია და ეს სპეკულაციები ვარირებს იმისდა მიხედვით, თუ რა იდეოლოგიურ პოზიციებზე დგას ადამიანი. რეალობა კი გაცილებით რთული და კომპლექსურია. ემიგრაციაში წასვლა რომ ნდომებოდა გალას, წავიდოდა, მოახერხებდა როგორმე, მაგრამ დარჩა, რადგან მიიღო ის სინამდვილე, "უმღერა" "ნგრევას ძველისას" და "რევოლუციონურ საქართველოს" (ოღონდ ის არ თქვათ, რომ იდეოლოგიური დიქტატის და პარტიული ზეწოლის პირობებში აკეთებდა მაგას - ასეთი დიქტატი იმხანად ჯერ არ არსებობდა, შემდეგ შემოვიდა - 20-იანების მიწურულს - 30-იანების დასაწყისში). მერე მეორე, გალაკტიონის ცოლი ვინც იყო, ყველასთვის ცნობილია: ოლია, გულმხურვალე რევოლუციონერი, ქართველი ბოლშევიკების ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ოკუჯავას და. ახლა, ლოგიკურად და რაციონალურად ვიმსჯელოთ, ვინ იყო გალაკტიონისთვის უფრო ახლობელი, გინდ ადამიანური თვალსაზრისით და გინდ იდეურ-პოლიტიკურით - საბჭოთა ხელისუფლება (მაშინ ყველა როდი აღიქვამდა "გასაბჭოებას" "ოკუპაციად" და "ანექსიად" და ქართველი პოეტების მნიშვნელოვანი ნაწილი ენთუაზიაზმით შეეგება კიდეც მენშევიკების დამხობას და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას) თუ ემიგრაციაში წასული მთავრობა? პასუხი - ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის - აშკარაა. გალაკტიონის პოზიციაზე მეტყველებს გალაქტიონის ნაწარმოებები, მისი ლექსები და პოემები, წერილები და სტატიები (გალაკტიონმა დაწერა პოემა "მოგონებები იმ დღეებისა...", რომელიც შეგვიძლია ანტისაბჭოთა ანგაჟირებულ პოეზიად გამოვაცხადოთ, მაგრამ პოეტის მიმართება რეალობასთან უფრო რთული ფენომენია, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებულ (პროსაბჭოელებსა და ანტისაბჭოელებს) მკვლევარებს ჰგონიათ). ამიტომ, მითოლოგიზირების ნაცვლად, აჯობებს, ფხიზლად დავინახოთ ისტორიული რეალობა და აღვწეროთ - სულერთია, მეცნიერული თუ პოეტური საშუალებებით.
5. მადლობა, რომ ყურადღება მიმაქცევინეთ, მართალი გითხრათ, არც შემინიშნავს. სიტყვა ,, მთავრობა” სულ ერთადერთხელ (!) მქონია ნახსენები ლექსში. აქ:
“მთავრობამ კი ოჯახი და ტყავი გადაირჩინა” ყოჩაღ მე! არარა, ძმაო, ეს პროფესიონალიზმი ისეთი რამეა, დაუფლებაა ძნელი, თორემ მერე საქმეს უშენოდაც, გაუაზრებლადაც კარგად აკეთებს! აქ გაიცინეთ! მადლობა, რომ ყურადღება მიმაქცევინეთ, მართალი გითხრათ, არც შემინიშნავს. სიტყვა ,, მთავრობა” სულ ერთადერთხელ (!) მქონია ნახსენები ლექსში. აქ:
“მთავრობამ კი ოჯახი და ტყავი გადაირჩინა” ყოჩაღ მე! არარა, ძმაო, ეს პროფესიონალიზმი ისეთი რამეა, დაუფლებაა ძნელი, თორემ მერე საქმეს უშენოდაც, გაუაზრებლადაც კარგად აკეთებს! აქ გაიცინეთ!
4. აუცილებლად დაწერეთ! კარგი იდეაა. სათქმელი, ვატყობ რომ გაქვთ, ფორმასაც დასძლევთ, დაამუშავებთ. ველი! აუცილებლად დაწერეთ! კარგი იდეაა. სათქმელი, ვატყობ რომ გაქვთ, ფორმასაც დასძლევთ, დაამუშავებთ. ველი!
3. რამდენს წერთ ამ მთავრობაზე , შემაწუხა სიამრთლემ,შეიძლება მეც დავწერო ამ მთავრობაზე ისე როგორც მინდა?კი რათქმაუნდაო თუ მიპასუხებთ მერე ვნახავთ თუარ შეგაყვარებთ სააკაშვილს :D რამდენს წერთ ამ მთავრობაზე , შემაწუხა სიამრთლემ,შეიძლება მეც დავწერო ამ მთავრობაზე ისე როგორც მინდა?კი რათქმაუნდაო თუ მიპასუხებთ მერე ვნახავთ თუარ შეგაყვარებთ სააკაშვილს :D
2. მადლობა მუხა! ეს ლექსი ერთი პოლემიკის შედეგად დაიბადა. დღემდე არასოდეს ჩავღრმავებივარ 1918-1921 წლის ამბებს. ვიცოდი, ყველა ქართველი ინტელიგენტივით, რომ სწორედ დროის მაგ მონაკვეთში ქართულმა კულტურამ არაერთ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა სფეროში. ბოლოს და ბოლოს ქართული პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი კრებული, აუღებელი სიმაღლე, გალაკტიონ ტაბიძის ,, არტისტული ყვავილები” გამოიცა 1919 წელს. ვიცოდი, რომ მაგ დროს შეიქმნა ჩვენი კონსტიტუცია და გვყავდა პირველი პრეზიდენტი, ნოე ჟორდანია და ეს სავსებით მყოფნიდა. ახლა მეტ მასალებს რომ გავეცანი თანდათანობით, დილემის წინაშე აღმოვჩნდი! საქართველოს იმ დროს კარგი გენერლები ჰყავდა, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები თავს სწირავდნენ მისთვის, მაგრამ თავს ზევით ძალა აღარ იყო, დავმარცხდით ბოლშევიკებთან … ბოლშევიკები რომ ამის მერე დაუნდობელ სადამსჯელო ეტაპზე გადავიდოდნენ, ეს ყველასთვის ცხადზე უცხადესი იყო. მთავრობა ძირითადად ბათუმით გაიქცა ( ნათები საზოგადოების ნაწილი თურქეთიდანაც გავიდა ევროპაში,( მაგ გიგუშა ერისთავისა და სხვათა ოჯახები) მთავრობამ თან გაიტანა საქართველოს განძეული. გადარჩენა უნდოდა და გადაარჩინაო, ჩემთან მოკამათე მხარემ თქვა. კი ბატონო, დავუშვათ გადარჩენა უნდოდა, იმ ხალხზე რა ვთქვათ? თუნდაც ჟორდანიას პირად მდივან გალაკტიონ ტაბიძეზე? ის ხალხი ხომ შეატოვეს მძვინვარე ბოლშევიკებს, გადარჩენა არ იყო საჭირო? რა უნდა ექნათო? ბოლშევიკები ოჯახიანად ამოწყვეტდნენ და განძსაც დაეპატრონებოდნენო- ამაზე მიპასუხეს. რა და საკუთარი თავისა და ოჯახის, ასევე განძის გადარჩენაზე კი არ უნდა ეზრუნათ, … კარგი, მარტო ოჯახები გაეხიზნათ… ბოლომდე უნდა მდგარიყვნენ ფიზიკურად იმ ხალხთან, ვინც მაშინდელ , ბოლშევიკურ რეპრესიებს შეეწირა, მაგრამ რეალური განსაცდელისას საკუთარი ტყავი უფრო ახლოა, არა? ამან დამაწერინა ეს ლექსი!
მადლობა მუხა! ეს ლექსი ერთი პოლემიკის შედეგად დაიბადა. დღემდე არასოდეს ჩავღრმავებივარ 1918-1921 წლის ამბებს. ვიცოდი, ყველა ქართველი ინტელიგენტივით, რომ სწორედ დროის მაგ მონაკვეთში ქართულმა კულტურამ არაერთ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა სფეროში. ბოლოს და ბოლოს ქართული პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი კრებული, აუღებელი სიმაღლე, გალაკტიონ ტაბიძის ,, არტისტული ყვავილები” გამოიცა 1919 წელს. ვიცოდი, რომ მაგ დროს შეიქმნა ჩვენი კონსტიტუცია და გვყავდა პირველი პრეზიდენტი, ნოე ჟორდანია და ეს სავსებით მყოფნიდა. ახლა მეტ მასალებს რომ გავეცანი თანდათანობით, დილემის წინაშე აღმოვჩნდი! საქართველოს იმ დროს კარგი გენერლები ჰყავდა, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები თავს სწირავდნენ მისთვის, მაგრამ თავს ზევით ძალა აღარ იყო, დავმარცხდით ბოლშევიკებთან … ბოლშევიკები რომ ამის მერე დაუნდობელ სადამსჯელო ეტაპზე გადავიდოდნენ, ეს ყველასთვის ცხადზე უცხადესი იყო. მთავრობა ძირითადად ბათუმით გაიქცა ( ნათები საზოგადოების ნაწილი თურქეთიდანაც გავიდა ევროპაში,( მაგ გიგუშა ერისთავისა და სხვათა ოჯახები) მთავრობამ თან გაიტანა საქართველოს განძეული. გადარჩენა უნდოდა და გადაარჩინაო, ჩემთან მოკამათე მხარემ თქვა. კი ბატონო, დავუშვათ გადარჩენა უნდოდა, იმ ხალხზე რა ვთქვათ? თუნდაც ჟორდანიას პირად მდივან გალაკტიონ ტაბიძეზე? ის ხალხი ხომ შეატოვეს მძვინვარე ბოლშევიკებს, გადარჩენა არ იყო საჭირო? რა უნდა ექნათო? ბოლშევიკები ოჯახიანად ამოწყვეტდნენ და განძსაც დაეპატრონებოდნენო- ამაზე მიპასუხეს. რა და საკუთარი თავისა და ოჯახის, ასევე განძის გადარჩენაზე კი არ უნდა ეზრუნათ, … კარგი, მარტო ოჯახები გაეხიზნათ… ბოლომდე უნდა მდგარიყვნენ ფიზიკურად იმ ხალხთან, ვინც მაშინდელ , ბოლშევიკურ რეპრესიებს შეეწირა, მაგრამ რეალური განსაცდელისას საკუთარი ტყავი უფრო ახლოა, არა? ამან დამაწერინა ეს ლექსი!
1. ძალიან მძიმე თემაა, რთულია აქ კომენტარის დაწერა.
"ია ბუდუ ნე ბუდუ ესლი ტბილისი ნე ბუდუ" ვინ თქვა და როდის?
ძალიან მძიმე თემაა, რთულია აქ კომენტარის დაწერა.
"ია ბუდუ ნე ბუდუ ესლი ტბილისი ნე ბუდუ" ვინ თქვა და როდის?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|