 | ავტორი: როკვუდი ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2025 |
ისევ ისეა... არაფერი ნოვატორული, ისევ ვინტაჟი. რეიბანები, მინის მიღმა გაბზარული ქრისტეს თვალები, Lucky strike, Jimmy dawkins, John lee hooker, ნინო ჩხეიძე (ეს ხუმრობით). არასოდეს მიყვარდა ბითლზი, არც ჯონ ლენონის მკვლელი ჩეპმენი. არასოდეს მქონია ფრთები, მხოლოდ რქები, მხოლოდ ეშვები და ისიც მივამტვრიე თუ მიემსხვრა ამ ჟანგიან, ბინძურ ცხოვრებას.
სად წვანან ჩემი მკვდარი ოცნებები, სად მარხია ჩემი ბავშვობა? მე აღარ ვიცი... გესმის?! არ ვიცი მიყვარხარ თუ არა ისევ, რადგან წლებია უკვე აღარ ითელება ჩემი ზმანების ოაზისები შენი ბერბერული ნაფეხურებით. მე არც ის ვიცი, მძულხარ თუ არა: შენ არც ღიმილში და არც ტკივილში არ იკვეთები ლაიტმოტივად.
ისევ ისეა... დაბზარულ თვალებს, დაფერფლილ ფრთებს, დაცხრილულ სულებს, გახვრეტილ ვენებს რას უშველი ჩემო ქალაქო, რითი უშველი: სამებით და მამა დავითით, პარლამენტით, იზოლატორით, ბიბლიოთეკით, რესტორნებით, საროსკიპოთი?! რამდენი გვამი წაიღოს მტკვარმა, რამდენი ლულა შეტრიალდეს საფეთქლისაკენ?
მე აღარ მინდა, ხელებს ვიბან. ჯვარცმულ თბილისში ვიხეტიალებ, ისევ ისე, ძველებურად ვიხეტიალებ. და თუ მოგძებნი, ჩამოცვენილ ფოთლებში მოგძებნი ისევ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მიკვირს არავის მოეწონა მე მომწონს და 5-ით ვაფასებ
წარმატებები პ.ს. ბითლზების არ სიყვარულს ვერ მოგიწონებ :) მიკვირს არავის მოეწონა მე მომწონს და 5-ით ვაფასებ
წარმატებები პ.ს. ბითლზების არ სიყვარულს ვერ მოგიწონებ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|