შუქი,განთიადი, ისევ აირია, წლები გათენების ჩუმი ბინადარი, გრძნობა ადუღდება,ლექსი შაირია, მგონი დავივიწყეთ ყველა წინაპარი, ახლა გელოდები სიტყვით მთვარეული, სუსხი იასამანს ისე შეერია, ასე,ამ ფიქრებით სულ მთლად არეული, ფონად მიმოფინეს,მწვანე ხეებია, დაწვა შემოდგომა დაწყდა ზამთარივით, თითქმის უებარი, აზრებს მიატოვებს, დაჭკნა გაღიმება ჩემი დავთარივით, დნება სანთელი და სულ მთლად მიმარტოვებს, ფერებს გაღიმება ისე მოენატრა, როგორც შეღებული კარი,აივანი, დარდობს, სუსხი არის,ჩვენი კლეოპატრა, დაქრის ,სადღაც გარეთ,რაცა კაი არის, ისე მომენატრე როგორც გაღიმება, როგორც შეცოდების ჩუმი ქარიშხალი, ვიცი შემოდგომა ჩემი არ იქნება, დაგვრჩეს ერი მინდა ისევ საფიცარი, ასე დაღლილი და მკვეთრად დაღალული, სულში ,სისხლის ფერი შხამად დაიქცევა, ვარ მე ოცნებების ფიქრით დაღალული, ვინც თავს აქ უშველის, სადღაც გაიქცევა.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარე მუხა,ჩემი კაპამი მკითხველის თეთრი ალამი და ნუგეში წინაპართა სულებს. გაიხარე მუხა,ჩემი კაპამი მკითხველის თეთრი ალამი და ნუგეში წინაპართა სულებს.
1. ძალიან კარგია.შეგრძნებადი სიღრმისეული. ძალიან კარგია.შეგრძნებადი სიღრმისეული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|