ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ვარამაშვილი
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2025


მხატვარი

    სასტუმრო ოთახში სუდარა გადაფარებული კუბო იდგა. კუბოში ავთანდილ ქემაშვილი იწვა, რომელიც წლების განმავლობაში საბავშვო ბაღში დარაჯად მუშაობდა და ოთხმოცდაცამეტი წლის ასაკში ღრმა სიბერით გარდაიცვალა.  კუბოს ირგვლივ შავებში ჩაცმული შვილები, შვილიშვილები,  ნათესავები იყვნენ და ტიროდნენ. ამ სახლის ყველა კედელზე  ნახატები ეკიდა. ამ ნახატებიდან უტყვი მომღიმარი და მხიარული გაქვავებული ადამიანები დასცქეროდნენ  მოტირალ ხალხს, თითქოს სურდათ რომ ირგვლივ მყოფ ადამიანის გულები სიხარულით ავსებულიყო, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგან ოთახში მკვდარი იწვა.
    ორის ნახევარზე სატირალში  რამდენიმე  ადამიანი მივიდა, მკვდარს შემოუარეს  და ავთანდილ ქემაშვილის ცოლის გვერდზე დაჯდნენ. ესენი ავთანდილ ქემაშვილის თანამშრომლები იყვნენ. ცოტახანი ჩუმად იჯდნენ, რაღაცაზე ფიქრობდნენ, თითქოს გარდაცვლილის ცოლისთვის რაღაცის თქმას ცდილობდნენ, მაგრამ საჭირო სიტყვებს ეძებდნენ.  უცბად მათ შორის არსებული სიჩუმე ერთ-ერთმა მათგანმა დაარღვია:
  -ქალბატონო ქეთევან, თქვენი ქმარი ჩვენ დიდხანს ძალიან ერთგულად და გაუაზარებლად მუშაობდა ჩვენთან. ჩვენ ვიცით რომ ის ხატავდა, მისი გაწეული შრომის გამო მადლიერების ნიშნად გვინდა გამოფენა მოვუწყოთ.
    ქეთევან ნაკაშიძემ ტირილი შეწყვიტა და  ხმადაბალი ხმით გაიმეორა თავისთვის: „გამოფენა“.
  -დიახ.
  -რომელ გალერეაში გსურთ გამოფინოთ?
  -არცერთ, ჩვენ გვსურს, ჩვენთან საბავშვო ბაღში გამოვფინოთ.
  -კარგით. მაგრამ ნახატების მოტანის და დაკიდების თავი ეხლა არავის გვაქვს. თქვენი ნომერი დამიტოვეთ და  მომავალში როცა ამის განწყობა და დრო გვექნება შეგეხმიანებით.
  -კეთილი. ჩემი ნომერი არის 566123456
  ქეთევან ნაკაშიძემ ნომერი ჩაიწერა.
                       
                                                                        * * *
  დრო დროს მისდევდა. ავთანდილ ქემაშვილის გარდაცვალებიდან ორმოცდათმეხუთე დღეს საბავშვო ბაღში,  სადაც ის მუშაობდა, ერთი კვირით მისი ნახატები გამოიფინა. გამოფენას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. კედელზე დაკიდებულ ნახატებზე გაქვავებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები თითქოს ამოძრავდნენ და  სახლიდან საბავშვო ბაღში გადაინაცვლეს.  ეს მათი პირველი ცვლილება იყო ექსპონატებად, რადგან მხატვარი სულ არ ფიქრობდა გამოფენებზე, თავისთვის ხატავდა, რადგან ხატვა მისთვის მხოლოდ საკუთარი ჭიის გახარება გახლდათ და კომერციულ მხარეზე არ ჰფიქრობდა. მისი შვილიშვილები ფეისბუკზე რომ დებდნენ მის ნახატებს, სამი ადამიანი უკეთებდა რეაქციას და არცერთი მათგანი არ აზიარებდა, თუმცა ამას არავინ არ აქცევდა ყურადღებას. მთავარი ის იყო რომ მხატვარი ავთანდილ ქემაშვილი ხატავდა და არ სურდა გაჩერება, უამრავი ნამუშევარი ჰქონდა შექმნილი.... სანამ გამოფენა დაიგეგმებოდა, გარდაცვლილი, როგორც მხატვარი ჩრდილიდან რომ გამოეყვანათ, ბაღის თანამშრომლებმა ეს ნახატები ჯერ ცნობილ ხელოვნებათმცოდნეებს ანახეს და  გამოფენა შემდეგ დაგეგმეს. ამ ხელოვნებათმცოდნეების დაწერილმა შეფასებებმა უამრავი ადამიანის ინტერესი გამოიწვია ავთანდილ ქემაშვილის შემოქმედებისადმი. ადრე თუ სამი რეაქცია იწერებოდა, ეხლა ასორმოცდაათი და ხუთი ადამიანზე ნაკლები, არასდროს არ იზიარებდა. გამოფენაზე  თითქმის ყველა დამსწრე ნახატებთან ფოტოებს მარტო, ან მეგობრებთან ერთად იღებდა. ეს შეიძლება  აღფრთოვანების გამოხატულება იყო, მაგრამ გარდაცვლილის ცოლს  რომელიმეს რამე რომ ეთქვა, არავის არ სურდა.  დროის სრბოლასთან ერთად გალერეაში ხალხის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. ქალბატონ ქეთევან ნაკაშიძეს უხაროდა, რომ უამრავი ადამიანმა დააფასა მისი ქმარი გარდაცვალების შემდეგ. ის ჰფიქრობდა, რომ სიცოცხლეში დაეფასებინათ, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ ნათქვამია.
უცბად რამდენიმე წუთის წინ მოსულმა ქალბატონმა იკითხა:
  -ეს რა მიმდინარეობა?
-პრიმიტივიზმი1. პასუხი გასცა  მარჯვენა კუთხეში მდგარმა მამაკაცმა.
-ესეიგი პრიმიტიული ნახატები, გასაგებია ასეთ მარტივ და პრიმიტიულ ნახატებს მეც დავხატავ.
  -ცადეთ! თქვა მამაკაცმა ისე რომ ქალბატონისთვის საკუთარი ჯავრი არ ეგრძნობებინა.
-ვცდი!
ახალმოსული ქალბატონი ისტორიის მასწავლებელი იყო. მეგობრებისგან გაეგო რომ რომელიღაც საბავშვო ბაღში გამოფენაზე მიდიოდნენ და დიდიხნის უნახავი მეგობრები რომ ენახა, გადაწყვიტა, ისიც მისულიყო. ეს ქალბატონი, როდესაც სტუდენტი იყო, სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ რომ მიხვდა მისგან მხატვარი ვერ გამოვიდოდა, სამხატვროს თავი დაანება და ლიტერატურათმცოდნეობას დაეუფლა. ეხლა  სხვადასხვა ადგილებზე, სადაც დაუძახებდნენ, სალონურ საუბრებს მართავდა.  ის კაცი მხატვარ ავთანდილ კემულარიას შვილის მეგობარი და  ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ლექტორი იყო.  ბევრი მისი კოლეგა ტრიალებდა, რომლებიც მას მშვიდა და თავდაჭერილ ადამიანად იცნობდა, ირგვლივ და მიხვდა ამ სიტუაციაში თავშეკავება უმნიშვნელოვანესი რამ იყო,  თორემ იმ ქალს მწარე-მწარე პასუხს გასცემდა, უაზრო რეპლიკის გამო, რომელიც მან ისროლა რამდენიმე წუთის წინ. საკუთარ იმიჯს ვიღაც შურიანი და ბოღმა ქალის გამო არ საკუთარ იმიჯს არ ჩამოიშლიდა.
  ამ ქალბატონის მერე ერთი კაცი, მივიდა ქალბატონ ქეთევანთან, მიუსამძიმრა ქმრის გარდაცვალების გამო და ბაღის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ავთანდილ ქემაშვილის ნამუშევრები რომ გამოფინეს.
  -ეს კაცი ვინ არის? ქეთევანს გვერდზე მდგომმა ქალიშვილმა ჰკითხა.
  -ვახტანგ ლეკვეიშვილი. გაჯავრებით თქვა ქეთევან ნაკაშიძემ.
  -პირველად მესმის ეს სახელი და გვარი.
  -ძალიან კარგი.
  -დედა რა მოხდა? ისე საუბრობ თითქოს გაგაბრაზდა მისმა მოსვლამ.
  -ერთხელ ვცადე მამაშენი, როგორც მხატვართა გაერთიანებაში გამეწევრიანა, ხოდა ეს ბატონი მაშინ ამ გაერთიანების ხელმძღვანელი იყო და ცივი უარი მტკიცა. საბაბად ის მომიყვანა რომ მამაშენს სამხატვრო არ აქვს დამთავრებული და თითქოსდა უნიჭო მხატვარია. ეხლა კი მობრძანდა და  სხვანაირად ალაპარაკდა. საზიზღარი კაცია.
    -ჰო!
    ბატონი საბავშვო ბაღიდან მალე გავიდა.
  საღამოს რვა საათზე გალერეა დამთვალიერებლებისგან მთლიანად დაცარიელდა. ყველა კმაყოფილი იყო, სელფი მხატვართან ვერ, მაგრამ ნახატებთან გადაღებული უამრავი სურათი ჰქონდათ, თან თავის მეგობრების შეხვედრის კიდევ ერთი მიზეზი გამოჩნდა, რაც ძალიან ახარებდათ. მხოლოდ ქეთევან ნაკაშიძეს აჯავრებდა, რომ ვახტანგ ლეკვეიშვილმა გაბედა მისი ქმრის გამოფენაზე მოსვლა, მაგრამ რადგან ჰორიზონტზე აღარ ჩანდა, შედარებით დამშვიდებულიყო და გარშემომყოფებთან აღელვების მაგივრად სიმშვიდეს ასხივებდა.
  დროს დრო მისდევდა. ავთანდილ ქემაშვილის ნახატები არსად აღარ გამოფენილა. საზოგადოებამ დაივიწყეს ერთ დროს დიდებულად მხატვრად აღიარებული, თითქოსდა მეხსიერებიდან ამოიშალა ადამიანების გონებიდან. მეხსიერების ჯურღმულებში მოთავსებული ერთი მხატვრის დიდებულება ჯადოსნურ ლაპარში გამომწყვდეული ჯინივით გარეთ ვეღარ გამოდიოდა. ოჯახის წევრებიდან თუ კი ვინმე დაადებდა მის ნახატებს,  სამი რეაქციაც კი აღარ ჰქონდა, ორზე ჩამოსულიყო, გაზიარებით კვლავ აღარავინ იზიარებდა.
    ______________________________________________________________________________
  1)  პრიმიტივიზმი -  ( ლათ. primitivus — „თავდაპირველი“, „პირველყოფილი“) — მიმდინარეობა XIX–XX საუკუნეების ფერწერაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები