ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2025


ისეთი იყო ის კუპიდონი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ისეთი იყო ის კუპიდონი

(აფროდიტემ  ამური  გაგზავნა ფსიქეას - სულის მოსაკლავად,  მაგრამ ამურის ნასროლი ქალღმერთს გულში მოხვდა . შედეგად ფსიქეა ამურს (ეროტს, კუპიდონს) გაუმიჯნურდა, მაგრამ  მისი სახე არ ჰქონდა ნანახი, დების შეგონებით, იქნებ ურჩხულიაო, ქალმა  მძინარეს სახე დაუნახა, ამ დროს სანთლის წვეთი დაეცა ჭაბუკს, გაეღვიძა და გაბრაზებულმა მიატოვა ფსიქეა, ისევ აფროდიტესთან- ვენერასთან დაბრუნდა)

ისეთი იყო თქვენი ნასროლი,
პირდაპირ გულში დამიზნებული,
სხვა მიენიჭა ჩემთვის მას როლი,
გადავრჩი, მხოლოდ დამიზრო გული.

და სასაცილო რა არის, იცით?
თქვენ - გაისროლეთ უმისამართოდ,
მე  - მომხვდა, შეკრულს უაზრო ფიცით
და ახლა ცდილობთ, შორით გამართოთ…

ვეღარაფერი  ვერ მომერევა,
ვერც აღტაცება, ვერც გადარევა!
რადგან რაც არ გვკლავს, ნაწიბურ-ნარჩენს
გვიტოვებს, რამე თუ გადაგვარჩენს!

არ დამრჩენია თქვენგან  ოქრო-სიასამური,
ჰა, მოგონება ერთი-ორი, რამ საამური,
სხვა დანარჩენი  - ნამწვავები - ფიქრთა სამური.
იყავით ჩემი კუპიდონი, გულის ამური!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები