ავტორი: ლელა მგელაძე ჟანრი: პოეზია 19 სექტემბერი, 2025
***
გაზაფხულის დარდი.
მე მოვიჩქარი სიხარულით თრთოლვამოსილი. მკლავებზე მწყობრად გადაწყობილ სხივებს ვარიგებ... ვწუხვარ, რომ ზოგან სამუდამოდ ჩასახლებული ზამთრის ძილი სხივების წკეპლით ვერ გავაძევე.
დედამიწის დარდი
როგორ მემსგავსე ადამიანო! ორთავეს გვიყვარს საჭიროებით გავამართლოთ ყველა ქმედება: სხეული მთხოვდა გაზმორებას, მხოლოდ მსუბუქად შევიბერტყე მოდუნებული მხრები, ბეჭები. შენთვის მევნო - არც კი მენება.
ვერც შენ შენიშნე - ჭრიჭინების ორკესტრი, მწყობრი როგორ დადუმდა, როცა მოედნის მოსაწყობად გადათხარე დიდი მინდორი.