წუხელ, პაემანი მქონდა ნაზარეველთან და ვისაუბრეთ სიყვარულზე, მეგობრობაზე, მე მას ვუთხარი, რომ შენ მიყვარდი და გამიკვირდა, რომ არ იცოდა. მერე ჩემ ინვალიდ მეზობელზე გავაგრძელეთ ყავარჯნებს რომ ეტლს უთავსებს დროგამოშვებით, შევთანხმდით რომ ცოდო იყო მარტოობისთვის, რომ გაცილებით მეტს იმსახურებდა სიცოცხლეშივე და მივეცით ძალა თანამდგომთან სიარულის.
ბევრი ვიარეთ, კათოლიკურ შობის საღამოს თბილისის აჭრელებულ ქუჩებში, განვიხილეთ სექსი და ომი, ან სექსი ომში, ან ომი სექსში, განვიხილეთ მეგობრობა და ღმერთი და ღმერთის როლი მეგობრობაში, ამაზე შევთანხმდით, რომ არ ჩაერეოდა, რომ მოგვცემდა საშუალებას არჩევანის.
გზაში ჩავუარეთ კატების მაღაზიას, სადაც აღარ ყავდათ თეთრი კატები, არც ვარდისფერი ბაფთები მოსჩანდა სადმე, სამაგიეროდ უხვად იყვნენ ყვითლები, ”შავი ბაბოჩკებით”, ამოვიოხრეთ. (თურმე იესოც ოხრავს ხანდახან)
წუხელ პაემანი მქონდა ნაზარეველთან, და ვისაუბრეთ, ცოდვებზე და აღმაფრენებზე, მითხრა რომ შენც გიყვარდი, ყველაზე მეტად...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ეს ლექსი ნარიყალაზე რომ "ვიპოვეთ", დაკუჭული, გახსოვს? ვინახავ... :) ეს ლექსი ნარიყალაზე რომ "ვიპოვეთ", დაკუჭული, გახსოვს? ვინახავ... :)
31. ეს მიყვარს რაღაც სასწაულად ,ძველი დრო გამახსენა,ხევსურეთის ფორუმი :) კარგი იყო ეს მიყვარს რაღაც სასწაულად ,ძველი დრო გამახსენა,ხევსურეთის ფორუმი :) კარგი იყო
30. ესეც მიყვარს... მაგრამ ნაწარმოებები რომ ერთხელ დადოთ და მერე წაშლა-დადებას მოეშვათ, არა? :) ამოვიდა ყელში, რამდენჯერ გაგახუთიანოთ ვა :P:P ესეც მიყვარს... მაგრამ ნაწარმოებები რომ ერთხელ დადოთ და მერე წაშლა-დადებას მოეშვათ, არა? :) ამოვიდა ყელში, რამდენჯერ გაგახუთიანოთ ვა :P:P
28. ხევსურო რა არის იცი? არ გიხდება ეს პაემანები და რაღაცეები :D ხევსურო რა არის იცი? არ გიხდება ეს პაემანები და რაღაცეები :D
26. რაღაცნაირად, განსხვავებულად მაგარიააა:)
რაღაცნაირად, განსხვავებულად მაგარიააა:)
25. ეს არის ძალიან მაგარი ლექსი, ავტორი თუ ერთ რამეს მომისმენს კარგი იქნება და თუ დამიჯერებს საუკეთესო. შედევრია მეთქი ვიძახი, დანარჩენს პირადში გეტყვი ძმა. ეს არის ძალიან მაგარი ლექსი, ავტორი თუ ერთ რამეს მომისმენს კარგი იქნება და თუ დამიჯერებს საუკეთესო. შედევრია მეთქი ვიძახი, დანარჩენს პირადში გეტყვი ძმა.
24. რაღაც ისეთი სხვაგვარი იყო ასეთი სიახლოვე ნაზარეველთან და თან თითქოს... ,,და გამიკვირდა, რომ არ იცოდა''...:) რაღაც ისეთი სხვაგვარი იყო ასეთი სიახლოვე ნაზარეველთან და თან თითქოს... ,,და გამიკვირდა, რომ არ იცოდა``...:)
23. ეს ლექსი ლიტერატურა.გედან მახსოვს ++ ეს ლექსი ლიტერატურა.გედან მახსოვს ++
22. განვიხილეთ მეგობრობა და ღმერთი და ღმერთის როლი მეგობრობაში,
ასევე უძლიერესი!!!!!!!
განვიხილეთ მეგობრობა და ღმერთი და ღმერთის როლი მეგობრობაში,
ასევე უძლიერესი!!!!!!!
21. ჰანს, ვიცოდი ეს და მაინც შემაჟრჟოლა რაღაცნაირად. ჰანს, ვიცოდი ეს და მაინც შემაჟრჟოლა რაღაცნაირად.
20. ეს ლექსი მიყვარს:) ეს ლექსი მიყვარს:)
19. საინტერესოა, თუმც უზუსტობაა ალაგ-ალაგ. საერთო ჯამშI 5 საინტერესოა, თუმც უზუსტობაა ალაგ-ალაგ. საერთო ჯამშI 5
18. მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა პოულობ
კარგია. მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა პოულობ
კარგია.
17. ნიკას ვეთანხმები, თუმცა... განსხვავებული და საინტერესო... ნიკას ვეთანხმები, თუმცა... განსხვავებული და საინტერესო...
15. მე სხვანაირი სუნთქვა მხიბლავს შენი..
5 მე სხვანაირი სუნთქვა მხიბლავს შენი..
5
13. არაა,ნაღდად მაგარია რაა! არაა,ნაღდად მაგარია რაა!
12. 5!
ძმა ხარ ვეჟო! 5!
ძმა ხარ ვეჟო!
11. წუხელ პაემანი მქონდა ნაზარეველთან, და ვისაუბრეთ, ცოდვებზე და აღმაფრენებზე, მითხრა რომ შენც გიყვარდი, ყველაზე მეტად...
კარგია, მინდი! მეც მახსოვს ეს ლექსი! 5 წუხელ პაემანი მქონდა ნაზარეველთან, და ვისაუბრეთ, ცოდვებზე და აღმაფრენებზე, მითხრა რომ შენც გიყვარდი, ყველაზე მეტად...
კარგია, მინდი! მეც მახსოვს ეს ლექსი! 5
10. მახსოვს ეს. იცი,ნიჭიერი ხარ ძალიან. და კიდევ ძალიან კარგი მენტალობა და აზროვნება გაქვს. კიდევ ის,რომ აქ არიან ნორმალური პოეტები შენი ასაკის და უფროსები. და ნებისმიერის მაქსიმუმი ანუ შესაძლებლობები ძალიან იავნად ჩანს.. აი, დიდი პოეტური პოტენციალი გაქვს..ანუ მაქსიმუმის დიდი დიაპაზონი.. მე კარგი თვალი მაქვს,ყველა მონაცემი გაქვს გამზადებული უკვე რომ ძალიან კარგი ეს სტარტი და პირველი ნაბიჯები სულ წარმატებებით და დიდი გამარჯვებებით დააგვირგვინო.. აქ ასე...მხოლოდ ჰაჰა ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელზე ვფიქრობ ამას:)გინდაც ეწყინოს ბევრს:)
ძალიან გბალეშჩიკობ...შენ და ახალაიას - გამორჩეულად:) მახსოვს ეს. იცი,ნიჭიერი ხარ ძალიან. და კიდევ ძალიან კარგი მენტალობა და აზროვნება გაქვს. კიდევ ის,რომ აქ არიან ნორმალური პოეტები შენი ასაკის და უფროსები. და ნებისმიერის მაქსიმუმი ანუ შესაძლებლობები ძალიან იავნად ჩანს.. აი, დიდი პოეტური პოტენციალი გაქვს..ანუ მაქსიმუმის დიდი დიაპაზონი.. მე კარგი თვალი მაქვს,ყველა მონაცემი გაქვს გამზადებული უკვე რომ ძალიან კარგი ეს სტარტი და პირველი ნაბიჯები სულ წარმატებებით და დიდი გამარჯვებებით დააგვირგვინო.. აქ ასე...მხოლოდ ჰაჰა ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელზე ვფიქრობ ამას:)გინდაც ეწყინოს ბევრს:)
ძალიან გბალეშჩიკობ...შენ და ახალაიას - გამორჩეულად:)
9. ეს მახსოვს :) კარგია. ეს მახსოვს :) კარგია.
7. რომ შენ მიყვარდი და გამიკვირდა, რომ არ იცოდა.
მითხრა რომ შენც გიყვარდი, ყველაზე მეტად... -ეგ იცოდა?... მიყვარს შენები...(ეს კი უფრო კარგად უნდა ყოფილიყო...ქრისტეა შიგ და იმიტომ) რომ შენ მიყვარდი და გამიკვირდა, რომ არ იცოდა.
მითხრა რომ შენც გიყვარდი, ყველაზე მეტად... -ეგ იცოდა?... მიყვარს შენები...(ეს კი უფრო კარგად უნდა ყოფილიყო...ქრისტეა შიგ და იმიტომ)
6. "პოლიტიკუარდ მშვიდი სექსუალურად მხნე " =)) ჩვენი ი. ჩარკვიანი L-) "პოლიტიკუარდ მშვიდი სექსუალურად მხნე " =)) ჩვენი ი. ჩარკვიანი L-)
5. :)) ნატა მთლად ეგრეც არაა :D თორემ ერთ ქალს კი მივწირავდით რუსეთს :P :)) ნატა მთლად ეგრეც არაა :D თორემ ერთ ქალს კი მივწირავდით რუსეთს :P
4. სექსი მიზეზია ომის სექსი მიზეზია ომის
2. წუხელ პაემანი მქონდა ნაზარეველთან, და ვისაუბრეთ, ცოდვებზე და აღმაფრენებზე, მითხრა რომ შენც გიყვარდი, ყველაზე მეტად... წუხელ პაემანი მქონდა ნაზარეველთან, და ვისაუბრეთ, ცოდვებზე და აღმაფრენებზე, მითხრა რომ შენც გიყვარდი, ყველაზე მეტად...
1. ეტყობა ძველი ლექსების განწყობა დაგიბრუნდა...:)
იცისხოლმე..:) ეტყობა ძველი ლექსების განწყობა დაგიბრუნდა...:)
იცისხოლმე..:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|