| ავტორი: პროლეტარი ჟანრი: თარგმანი 2 აპრილი, 2025 |
* * *
მშვიდობით, მეგობარო, მშვიდობით, იცოდე –– გულისგულში მყავხარ. მერმისში შეხვედრის იმედს გვიტოვებს ჩვენი გარდუვალი გაყრა.
მშვიდობით, – ხელსაც არ გართმევ, სიტყვის უთქმელად მივდივარ. ნუ დამწუხრდები, ნუ შეიჭმუხნი წარბებს. ამ ქვეყნად ვერვის გააკვირვებ სიკვდილით, მაგრამ სიცოცხლეც ხომ არ უკვირს არვის.
* * *
До свиданья, друг мой, до свиданья. Милый мой, ты у меня в груди. Предназначенное расставанье Обещает встречу впереди.
До свиданья, друг мой, без руки, без слова, Не грусти и не печаль бровей,- В этой жизни умирать не ново, Но и жить, конечно, не новей.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. წესით, ამ ლინკმა არა მხოლოდ მთარგმნელი, არამედ რუსულად წაკითხვის შემძლებელი, პოეზიის ყველა მოყვარული უნდა დააინტერესოს. თავისთავად როგორი ტრაგიკული ამბავია, არა?!-
პოეტი სიკვდილის წინ საკუთარი სისხლით წერს ბოლო ლექსს!
ვისაც რუსულად კითხვა არ შეუძლია, მათთვის მარტივად დავწერ. რომ მკვლევართა ერთი ნაწილის თანახმად, ეს ტექსტი არა ესენინის, არამედ ულრიხის შეთხზულია და მისტიფიკაციაა. თავისებური კოლაჟი.
https://esenin.ru/o-esenine/gibel-poeta/moskvina-z-v-tekst-kak-svidetel/vse-stranitcy
წესით, ამ ლინკმა არა მხოლოდ მთარგმნელი, არამედ რუსულად წაკითხვის შემძლებელი, პოეზიის ყველა მოყვარული უნდა დააინტერესოს. თავისთავად როგორი ტრაგიკული ამბავია, არა?!-
პოეტი სიკვდილის წინ საკუთარი სისხლით წერს ბოლო ლექსს!
ვისაც რუსულად კითხვა არ შეუძლია, მათთვის მარტივად დავწერ. რომ მკვლევართა ერთი ნაწილის თანახმად, ეს ტექსტი არა ესენინის, არამედ ულრიხის შეთხზულია და მისტიფიკაციაა. თავისებური კოლაჟი.
https://esenin.ru/o-esenine/gibel-poeta/moskvina-z-v-tekst-kak-svidetel/vse-stranitcy
6. საინტერესო თარგმანია. მეც მქონია დადებული ურაკპარაკზე 2014-ში. ინფორმაციულად მდიდარი კომენტარი - განსაკუთრებით მომეწონა
ესენინის ბოლო(?) ლექსი
მთარგმნელისაგან. ეს ლექსი მთლად ბოლო არ არის, თუმცა ერთ- ერთი ბოლო ნამდვილადაა და სრულიად განსაკუთრებულია, უფრო ერთი ამბის გამო. სასტუმროში მყოფ ესენინს არ აღმოაჩნდა ფანქარი ან კალამი და საკუთარი სისხლით დაუწერია ფურცელზე. მეგობარს გადასცა სასტუმროს მესართულე ქალის თანდასწრებით და სთხოვა , ჯიბეში გედოს, მერე წაიკითხეო. ადრესატად - ვის აღარ ასახელებენ. საბოლოოდ დადგენილი მაინც არაა. ერთი ვერსიით, რომლისკენაც მე ვიხრები, სიტყვაში ,, მეგობარო” - კონკრეტული ადრესატი არც იგულისხმება, რაღაც, პოეზიაში მიღებულ განზოგადებასთან უნდა გვქონდეს საქმე. ანუ “ფიქციური ადრესატი” გვყავს. თუ მოგეჩვენოთ, რომ მეორე სტროფის პირველ ტაეპში რიტმს ,, ვწელავ”, გთხოვთ ორიგინალს ჩახედოთ - ,ჩემი ბრალი არაა” ( აქ - გაიღიმეთ) ***
შეხვედრამდე, მეგობარო, შეხვედრამდე! ჩემო კარგო, ამ გულში გაქვს ბუდე. გამიზნული განშორება, მინდა გწამდეს, რომ შეხვედრას მოასწავებს მუდამ.
შეხვედრამდე, მეგობარო! არა- სიტყვა, არა - ხელი, წარბს ნუ ჭმუხნი, დარდებს გაუძელი! ამა ქვეყნად სიკვდილია - არ ახალი, თუმც სიცოცხლეც ამბავია ძველი.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
* * *
До свиданья, друг мой, до свиданья. Милый мой, ты у меня в груди. Предназначенное расставанье Обещает встречу впереди.
До свиданья, друг мой, без руки, без слова, Не грусти и не печаль бровей, — В этой жизни умирать не ново, Но и жить, конечно, не новей. საინტერესო თარგმანია. მეც მქონია დადებული ურაკპარაკზე 2014-ში. ინფორმაციულად მდიდარი კომენტარი - განსაკუთრებით მომეწონა
ესენინის ბოლო(?) ლექსი
მთარგმნელისაგან. ეს ლექსი მთლად ბოლო არ არის, თუმცა ერთ- ერთი ბოლო ნამდვილადაა და სრულიად განსაკუთრებულია, უფრო ერთი ამბის გამო. სასტუმროში მყოფ ესენინს არ აღმოაჩნდა ფანქარი ან კალამი და საკუთარი სისხლით დაუწერია ფურცელზე. მეგობარს გადასცა სასტუმროს მესართულე ქალის თანდასწრებით და სთხოვა , ჯიბეში გედოს, მერე წაიკითხეო. ადრესატად - ვის აღარ ასახელებენ. საბოლოოდ დადგენილი მაინც არაა. ერთი ვერსიით, რომლისკენაც მე ვიხრები, სიტყვაში ,, მეგობარო” - კონკრეტული ადრესატი არც იგულისხმება, რაღაც, პოეზიაში მიღებულ განზოგადებასთან უნდა გვქონდეს საქმე. ანუ “ფიქციური ადრესატი” გვყავს. თუ მოგეჩვენოთ, რომ მეორე სტროფის პირველ ტაეპში რიტმს ,, ვწელავ”, გთხოვთ ორიგინალს ჩახედოთ - ,ჩემი ბრალი არაა” ( აქ - გაიღიმეთ) ***
შეხვედრამდე, მეგობარო, შეხვედრამდე! ჩემო კარგო, ამ გულში გაქვს ბუდე. გამიზნული განშორება, მინდა გწამდეს, რომ შეხვედრას მოასწავებს მუდამ.
შეხვედრამდე, მეგობარო! არა- სიტყვა, არა - ხელი, წარბს ნუ ჭმუხნი, დარდებს გაუძელი! ამა ქვეყნად სიკვდილია - არ ახალი, თუმც სიცოცხლეც ამბავია ძველი.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
* * *
До свиданья, друг мой, до свиданья. Милый мой, ты у меня в груди. Предназначенное расставанье Обещает встречу впереди.
До свиданья, друг мой, без руки, без слова, Не грусти и не печаль бровей, — В этой жизни умирать не ново, Но и жить, конечно, не новей.
5. მადლობა, მუხა, ამ სტრიქონების გახსენებისთვის. მადლობა, მუხა, ამ სტრიქონების გახსენებისთვის.
4. ცნობილია რომ 1924-25 წლებში, სერგეი ესენინმა ექვსი თვე საქართველოში გაატარა, იგი აღმოჩნდა პაოლო იაშვილის, გიორგი ლეონიძის, სერგო კლდიშვილის ,ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძის და სხვათა წრეში.
" ლამაზო ბიჭო,სერგეი ესენინ"!- ასეთი გენიალურად უბრალო სტრიქონით მიმართავს შემდგომ ტიციან ტაბიძე.
" გდიოდა ლექსი, შენ როგორც სისხლი,- მოურჩენელი გულის იარა. თავის სკვდილით თავს ვერ დაიხსნი და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა"...
ესენინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ტიციანი შემაძრწუნებელი წინასწარმეტყველებით იტყვის: "არ გამოცვლილა ხომ პოზია- მუზები ცისკენ კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწვია, ჩვენც ალბათ, სადმე ჩაგვაძაღლებენ".. ცნობილია რომ 1924-25 წლებში, სერგეი ესენინმა ექვსი თვე საქართველოში გაატარა, იგი აღმოჩნდა პაოლო იაშვილის, გიორგი ლეონიძის, სერგო კლდიშვილის ,ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძის და სხვათა წრეში.
" ლამაზო ბიჭო,სერგეი ესენინ"!- ასეთი გენიალურად უბრალო სტრიქონით მიმართავს შემდგომ ტიციან ტაბიძე.
" გდიოდა ლექსი, შენ როგორც სისხლი,- მოურჩენელი გულის იარა. თავის სკვდილით თავს ვერ დაიხსნი და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა"...
ესენინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ტიციანი შემაძრწუნებელი წინასწარმეტყველებით იტყვის: "არ გამოცვლილა ხომ პოზია- მუზები ცისკენ კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწვია, ჩვენც ალბათ, სადმე ჩაგვაძაღლებენ"..
3. პროლეტარი 2. საინტერესო კომენტარისთვის მადლობა, რაც შეეხება ლექსის ადრესატის ვინაობას, მეც თქვენ ვერსიას ვიზიარებ.რომ ლქსისს "სერგეი ესენინი – * * * ("მშვიდობით, მეგობარო, მშვიდობით") რომ ლექსის ადრესატი არა კონკრეტული პიროვნება, არამედ აბსტრაქტული „მეგობარია“ – ხერხი, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია პოეზიაში. პროლეტარი 2. საინტერესო კომენტარისთვის მადლობა, რაც შეეხება ლექსის ადრესატის ვინაობას, მეც თქვენ ვერსიას ვიზიარებ.რომ ლქსისს "სერგეი ესენინი – * * * ("მშვიდობით, მეგობარო, მშვიდობით") რომ ლექსის ადრესატი არა კონკრეტული პიროვნება, არამედ აბსტრაქტული „მეგობარია“ – ხერხი, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია პოეზიაში.
2. გმადლობ, მუხა!
აი, სახელდახელოდ რისი შეკოწიწებაც მოვახერხე.
ამ ლექსს, რომელიც ესენინის ბოლო პოეტური ნაწარმოებია, საკმაოდ საინტერესო და რამდენადმე ჩახლართული ისტორია აქვს. ოფიციალური ვერსიის თანახმად (რომელიც სარწმუნოდ მეჩვენება, რადგან დასტურდება კრიმინალისტური ექსპერტიზითა და თანამედროვეთა მოგონებებით), ლექსი დაიწერა სასტუმრო "ანგლეტერში", 1925 წლის ბოლოს, დაიწერა სისხლით (ნამდვილი სისხლით და არა - მეტაფორულით): პოეტს სასტუმროს ნომერში არ აღმოაჩნდა მელანი, მან ხელი დაისერა და სისხლით დაწერა თავისი გამოსათხოვარი სტრიქონები. "ლაბორატორიაში მიკროსპექტრალური მეთოდის საშუალებით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ლექსი დაწერილია სისხლით", - ასკვნის ექსპერტიზა.
ესენინის ნაცნობი, ელენა უსტინოვა იგონებს:
"27 დეკემბერს ესენინს კიბის ბაქანზე გადავეყარე, არც საყელო ეკეთა, არც ჰალსტუხი, ხელში საპონი და ნეჭა ეკავა. დაბნეული იყო, მომიახლოვდა და მითხრა, შეიძლება, აბაზანა აფეთქდესო: საცეცხლეში მეტისმეტად ძლიერი ცეცხლია, ქვაბში კი წყალი არ არისო. ვუთხარი, რომ, როცა ყველაფერი გამოსწორდება, დაუძახებდნენ.
მასთან ნომერში შევედი. მარცხენი ხელი მაჩვენა: მაჯაზე სამი მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა. დაიჩივლა: ამ "საზიზღარ" სასტუმროში მელანიც კი არ აქვთო და რომ მას, ამ დილით, სისხლით მოუწია წერა. მალე პოეტი ერლიხიც მოვიდა. სერგეი ალექსანდრეს ძე საწერ მაგიდასთან მივიდა, უბის წიგნაკიდან სისხლით დაწერილი ლექსი ამოხია და ერლიხს პიჯაკის გულის ჯიბეში ჩაუდო. ერლიხმა ფურცლის აღება დააპირა, მაგრამ ესენინმა გააჩერა:
—არ გინდა, მერე წაიკითხავ!”
თავად ვოლფ ერლიხიც დაახლოებით იგივენაირად აღწერს ამ ეპიზოდს: „სერგეი მაგიდისკენ იხრება, ბლოკნოტიდან ფურცელს ხევს და შორიდან მაჩვენებს: ლექსია. მერე ფურცელს ოთხად კეცავს, პიჯაკის ჯიბეში მიდებს და მეუბნება: „ეს შენ. შენთვის ხომ ჯერ არაფერი დამიწერია? თუმცა... არც შენ დაგიწერია ჩემთვის რამე!“. უსტინოვას წაკითხვა უნდა. მეც. ხელი ჯიბისკენ მიმაქვს. –– არა, მოიცა! მარტო დარჩები და წაიკითხავ. სად გეჩქარება“.
ერთ-ერთი ვერსიი თანახმად, ლექსი სწორედ პოეტსა და მთარგმნელ ვოლფ ელრიხს ეძღვნება, თუმცა მკვლევარები ამ საკითხზე ვერ შეჯერებულან, რადგან ელრიხი მაინცდამაინც ესენინის ისეთი ახლო მეგობარიც არ ყოფილა, რომ პოეტს მისთვის ბოლო, საკუთარი სისხლით ნაწერი, სტრიქონები მიეძღვნა.
სხვა ვერსიის მიხედვით, ლექსი ესენინის მეგობარ, ლიტერატურათმცოდნე ვიქტორ მანუილოვს ეძღვნება; ზოგი მიიჩნევს, რომ ამ სტრიქონების ადრესატი ნიკოლაი კლიუევი, „გლეხური პოეზიის“ ცნობილი წარმომადგენელი, ესენინის უფროსი მეგობარი და „მასწავლებელია“.
თუმცა, მაგალითად, პოეტი და რუსული „იმაჟინიზმის“ თეორეტიკოსი ვადიმ შერშენევიჩი ფიქრობდა, რომ ლექსის ადრესატი არა კონკრეტული პიროვნება, არამედ აბსტრაქტული „მეგობარია“ – ხერხი, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია პოეზიაში.
მეც რატომღაც ამ ბოლო ვერსიას ვეთანხმები.
სხვათა შორის. მაიაკოვსკიმ თავის ლექსში „სერგეი ესენინს“ სწორედ ესენინის ამ ბოლო ნაწარმოების შესაძლო ზემოქმედების განეიტრალება დაისახა მიზნად, რის შესახებაც წერს კიდეც საპროგრამო ესეიში „როგორ ვაკეთოთ ლექსები“ (Как делать стихи): „ესენინის სიკვდილმა ყველას დაგვწყვიტა გული... ეს დასასრული სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური ჩანდა. ამის შესახებ ღამით შევიტყვე, გულისწყვეტა, ალბათ, გულისწყვეტად დარჩებოდა და, სავარაუდოდ, დილისკენ მინელდებოდა კიდეც, თუმცა უთენია გაზეთებმა სიკვდილამდე დაწერილი სტრიქონები მოიტანეს:
ამ ცხოვრებაში ვერვის გააკვირვებ სიკვდილით, მაგრამ სიცოცხლეც ხომ არ უკვირს არვის.
ამ სტრიქონების მერე ესენინის სიკვდილი ლიტერატურულ ფაქტად იქცა. მაშინვე ცხადი შეიქნა, თუ რამდენი მერყევი ადამიანი დაიხლიდა რევოლვერის ტყვიას და ყულფში გაყოფდა კისერს ამ ძლიერი ლექსის, სწორედაც – ლექსის, გავლენით. და ვერავითარი, ვერავითარი საგაზეთო ანალიზითა თუ სტატიით ამ ლექსის ანულირებას ვერ მოახერხებ. ლექსს შეიძლება და უნდა შეებრძოლო მხოლოდ და მხოლოდ ლექსით“.
ასე დაიწერა მაიაკოვსკის „სერგეი ესენინს“, რომელშიც ავტორმა ესენინის პესიმისტურ პათოსს მებრძოლი ოპტიმიზმით დამუხტული შემდეგი სტრიქონები დაუპირისპირა:
მხიარულებისთვის მოწყობილი არ არის პლანეტა ჩვენი. მერმისის დღეებს უნდა გამოგლიჯო სიხარული ხელიდან. ამ ცხოვრებაში სიკვდილი არ არის ძნელი. ცხოვრების შექმნა გაცილებით უფრო ძნელია. (ექსპრომტად ვთარგმნე, ასე რომ, მკაცრად ნუ განსჯით).
ესენინის სიკვდილს, სათაურით „სერგეი ესენინის ხსოვნას“, ამაღელვებელი წერილი უძღვნა ლევ ტროცკიმ, რომელშიც, ცხადია, ყურადღების მიღმა არ დარჩენია პოეტის უკანასკნელი ლექსიც. „ჩვენ, –– წერდა ტროცკი, –– დავკარგეთ ესენინი –– ასეთი მშვენიერი, ასეთი ცინცხალი ნიჭის, ასეთი ჭეშმარიტი პოეტი. და რაოდენ ტრაგიკულად დავკარგეთ! ის თავისი ნებით წავიდა, სისხლით დაემშვიდობა დაუსახელებელ მეგობარს, –– შესაძლოა, ჩვენ ყველას. წავიდა ამ ცხოვრებიდან ხმამაღალი ჩივილის, პროტესტის „პოზის“ გარეშე, –– კარი კი არ გაიჯახუნა, ნელა გამოიხურა სისხლმდინარე ხელით. ამ ჟესტით ესენინის პოეტური და ადამიანური სახება დაუვიწყარი გამოსათხოვარი შუქით გაბრწყინდა“.
რაც შეეხება ესენინის ლექსს „საქართველოს პოეტებს“. ვეცდები შევეჭიდო! ვნახოთ, რა გამოვა.
გმადლობ, მუხა!

1. კარგი თარგმანია , საინტერესო ლექსის, მაგრამ ლექსის ადრესატი ვინაა, და როდის დაიწერა,მინაწერი, რომ გაგეკეთებინა კარგი იქნებოდა.
სერგეი ესენინის ცნობილი ლექსი" საქართველოს პოეტებს". რომაა გთხოვ გვითარგმნო. კარგი თარგმანია , საინტერესო ლექსის, მაგრამ ლექსის ადრესატი ვინაა, და როდის დაიწერა,მინაწერი, რომ გაგეკეთებინა კარგი იქნებოდა.
სერგეი ესენინის ცნობილი ლექსი" საქართველოს პოეტებს". რომაა გთხოვ გვითარგმნო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|