ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2025


გარიყინი გულნარა

გარაყინი გულნარს გრძელი ფეხები აქვს, ოღონდ იმიტომ არა, რომ დაბადებამდელ წყვდიადში მან ეს თავად აირჩია.
    წუხანდელ ღამეში არაფერი იყო განსაკუთრებული, ქოთანში ზეთი მოხარშა და დალია. რვა საათი გამოიძინა ამის მერე და როცა გაიღვიძა; იმ უაზრო სიზმრებიდან როცა გამოძვრა, როგორც ახალშობილი, თითქოსდა თავი კარგად იგრძნო. როგორი უცნაურია, როცა კარგად ხარ...
    ახლა გარიყინი გულნარს რომ კითხოს კაცმა, როგორიაო უკიდეგანო სამყაროო, შეიძლება ისიც კი თქვას ამ წყალწაღებულმა: სამყარო, კარგიაო, შესაძლებლობებით სავსე ყუთიო, ან არ ვიცი, ათასი იდიოტობა... ბუდასავით დაემართოს ბოლო-ბოლო, ცხოვრება ტკბილიაო, რომ ახარა გამოქვაბულიდან ახლად გამოსულ აზიელებს; მაგრამ მაშინ ბუდა დიმეთილტრიპტამინებს გამოყოფდა, სიკვდილი უახლოვდებოდა და მაგიტომაც.
    თუმცა გარაყინი გულნარას ურთიერთ-ბრძოლა იმაშია, რომ ის გუშინწინდელ აწმყოში; ახლადგამოღვიძებულ-ზეთმოუნელებელ-შარდისბუშტამოვსებულ აწმყოში, აბსურდში გაეხვა ასე უმიზეზოდ, როგორც უმიზეზოდ გაიღვიძა მან დღეს აბსურდისგან თავისუფალმა.
      რა თქმა უნდა, გარიყინი მაშინვე ჟურნალ-გაზეთებს ეცა და მიზეზის ძებნა დაიწყო, რატომ ვარ ასე?! იმიტომ ხომ არა, რომ წუხელ ზეთი დავლიე?! და ძილის დროს, გადამამუშავებელმა სისტემამ ბევრი ენერგია წამართვა... მაგრამ არა! მან მიზეზს ჟურნალ-გაზეთებში მალევე მიაგნო: ავშნიანზე ვიღაცა მოკლეს.
    თურმე როგორი საშინელია სამყარო... აი,  რატომ არის გარიყინი ასეთი უბედური... მკვლელებით გადავსებულა დედამიწა.
    ესე იგი, ეს იდიოტი, ვიღაცა გარიყინი გულნარა, შრედინგერისებურად ორ მდგომარეობაშია და არც კი იცის, რომ მისი მიამიტური მიზეზები სამყაროს შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ ცუდი თარგმანია ბიოქიმიური სიგნალებისა.
    როცა ის გუარანას ჩაის სვამს შფოთი ხდება, როცა პასიფლორას,  მშვიდი... და ჩვენც იმას ვჩივით:
ვინ არის, გარაყინი გულნარა - შ ფ ო თ ი, თუ მ შ ვ ი დ ი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს