- საბოლოოდ მხოლოდ შენი სახელი და გვარი შემორჩება კაცობრიობას, თუმცა საამისოდ ბევრი უნდა იშრომო. ისიც კი მიფიქრია იქნებ სადმე დავწერო თქო, ამბად მოვყვე და სამუდამოდ გავთავისუფლდე შინაგანი განცდებისგან, მაგრამ რის თქმასაც ვცდილობ ეს ფურცლები ვერ იტევენ, ამ სიმძიმეს ვერ უძლებენ. ქაღალდია და სუსტია! - ისეთი ადამიანი ხარ მინდა მთელი ცხოვრება გიკითხო. ვფურცლო და ვფურცლო გვერდები. - ჩემში საინტერესო არაფერია, ადამიანი ჩემგან ვერაფერს ისწავლის, რადგან ასეთი ცხოვრება მე არ ამირჩევია... - რას მიმალავ ასეთს შეგიძლია რომ მითხრა? - მე შენთან დასამალი არაფერი მაქვს უბრალოდ ყველაფერს შესაბამისი დრო აქვს. ერთის მხრივ მოსაწყენიც კია მუდმივი კითხვები და პასუხები. ხანდახან სიჩუმზე დიდი ნეტარება არ არსებობს, რადგან ამდენ სიტყვა-პასუხში ყოველ წამიერ მშვენიერებებს ვკარგავთ. მერწმუნე ანა, რაც დასაკარგი მქონდა ყველაფერი დავკარგე, ამიტომ ჩემზე უკეთესად არავინ იცის თუ რას უნდა ველოდოთ. - ამ სასახლეში არასდროს ვყოფილივარ. - მიმოიხედა ანამ. - შორიდან ისეთი მისტიური და მდუმარე ჩანდა, რომ სურვილი არასდროს გამჩენია აქ მოსვლი, თუმცა ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს, სადაცაა ხალხით აივსება აქაურობა. ამ ოთახის შესახებ რა იცოდი? ან წიგნების? ანდაც ყვავილების? - ქრიზანთემები დილით მოვიტანე. - თავისთვის გაეღიმა. - აქაურობა ხუთი თითივით ვიცით. - სასახლეს გულისხმობ? - არა. ლიტონს ვგულისხმობ. მისი თითოეული გოჯი ზეპირად ვიცი. - მგონი აცივდა. - მოულოდნელად ფეხზე წამოდგა. - არ გამაცილებ? - იმედია არ გწყინს რომ... - არაფერი მწყენია, უბრალოდ გვიანია და ნათანაელი ინერვიულებს.
- რა გაეწყობა?! ქალაქში დავბრუნდეთ! - ფეხზე წამოდგა, რაზეც ანა სწრაფად მობრუნდა თადეოზისკენ და მის თბილ ბაგეებს ღვინოსავით დაეწაფა. მოულოდნელობისგან გაკვირვებულმა თადეოზმა ხელები წელზე შემოხვია და კიდევ რომ ძლიერად მიიკრო მკერდზე. ანას სხეული ნელ-ნელა მოდუნდა. მათი სველი ტუჩები ერთმანეთში ნაზად დაცურავდნენ, თმაზე კი ისეთი საამო სურნელი სდიოდა რომ თადეოზს ვნების ჟრუანტელმა ერთიანად დაურა. ანას თხელი თითები შეუმჩნევლად ეხებოდნენ მის ბეჭებს. ასე ნელ-ნელა მშვიდი ნაბიჯებით ნაცნობი ოთახისკენ დაიძრნენ, სადაც თადეოზმა პირველივე შემხვედრ მაგიდასთან ფრთხილად შეაჩერა. ზედა სწრაფად გაიხადა და სიტკბოობით აავსო. ანა თავს ვეღარ ერეოდა. ზედ მდგარი ნივთები ხელით სწრაფად გადაყარა და ამჯერად თვითონ მიიზიდა თავისკენ. თითების ფაქიზი მოძრაობით კაბის ზურგი ნელა გაუხსნა, თმა გაუშალა და სახე მის გულ-მკერდში ჩარგო. სიამოვნებისგან ათრთოლებული ხელი კისერზე მოხვია და ოდნავ ზევით წამოიწია. მათი შიშველი სხეულები ერთმანეთს ნაზად ეკვროდნენ, ხოლო ზურგი დილის ნამივით აბრჭყვიალებოდათ. ანას, თადეოზის ძლიერი მკლავებისგან თავის დაღწევა არ უცდია. თითქოს ტუჩები სულ უფრო მეტ და მეტ სითბოს ითხოვდნენ მისგან. შუაღამისას, ვეება მთვარე ამაყად მოექცეულიყო სასახლის ყველაზე მაღალ კოშკურაზე, სადაც მონოტონურად მილივლივებდა ნაცრისფერ ღრუბლებში. მოგვიანებით ცოტათი აცივდა კიდეც.
***
სასახლის ღია დარაბებში, დილის სუსხმა, იოლად შემოაღწია თადეოზის საძინებელში. შიშველ სხეულზე სანახევროდ წამოფარებულ ზედსახურში უმალვე იგრძნო გრილი ნიავი, რაზეც სწრაფად წამოიმართა და იქაურობას თვალი ფრთხილად მოავლო. ანა იქ აღარ დახვდა. ნანახით უკმაყოფილომ სახეზე ხელი უსიამოვნოდ მოისვა და ნაჩქარევად შეუდგა მოწესრიგებას. ზუსტად ახსოვდა რომ ჩაძინებისას ანა ჯერ კიდევ მის გვერდით იყო, ამიტომ გაუგებარია როდისღა მოასწრო მან სასახლის დატოვება, როცა მთელი ღამე ერთად გაატარეს. იქნებ მისი სასახლეში წამოყვანა ცუდი აზრი იყო და ანამ საბოლოოდ გაიგო, რომ ის თადეოზია? რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა და ოსტატურად არწმუნებდა, რომ ერთი რიგითი მამაკაცი იყო, ვისაც არანაირი საერთო არ ჰქონდა „ცოცხალ მიცვალებულთან“. ამ ფიქრებზე თადეოზი კიდევ უფრო მეტად დაითრგუნა. ეს ქალი ხომ ზუსტად ის იყო, ვისაც მთელი თავისი ცხოვრება ელოდა, მისი დაკარგვა კი საუკუნოვანი მარტოობის, დაუსრულებელი მოლოდინისა და ფუჭი იმედების ტოლფასი იქნებოდა. ყოველგვარ აზრს მოკლებული. რაღაც დროის შემდეგ კიბეებზე დაეშვა და სასახლის ეზოში გასვლასას, პირდაპირ საჯინიბოებისკენ გაემართა. ხის ვიწრო შესასვლელთან აგარს მისთვის ცხენი უკვე შეეკაზმა, თუმცა იმ დილით საეჭვოდ უცნაურად იქცეოდა. თითქოს არ ჩქარობდა მეფისთვის ცხენის მიყვანას. დაკვირევებულ თადეოზს მისი წამხდარი ხასიათი არ გამორჩენია. ჯერ დაელოდა სანამ, რამეს ეტყოდა, თუმცა როგორც კი შეატყო რომ აგარს ხმის ამოღების ეშინოდა, თავად სცადა მასთან გამოლაპარაკება.
- რა გაგჭირვებია აგარ? - ჰკითხა თადეოზმა. - შენდობას ვითხოვ თქვენო უდიდებულესობავ. - თავი მორჩილად დაუკრა. - თუმცა გავკადნიერდები და რაღაცას გკითხვათ თუ ნებას მომცემთ?! - გისმენ! - თქვენ ბევრი რამ გითქვამთ ჩემთვის დარას შესახებ. ერთამანეთთან ხშირად ვსაუბრობდით ამაზე... - შემდეგ? - დარას ხსენებზე გუნება მთლად წაუხდა. - გააგრძელე... - დილით სასახლის ეზოში მანდილოსანი დავინახე. ალბათ ქალაქისკენ მიემართებოდა. - მარტო იყო? - დიახ მეფეო! მარტომ დატოვა აქაურობა, თუმცა სხვა რამის თქმას ვცდილობ. - თავი ჯიუტად დაბლა დაეხარა და თვალს ვერაფრით უსწორებდა. - როგორც თქვენი მონაყოლიდან მახსოვს დარას ხვეული თმა, წაბლისფერი თვალები ჰქონდა და... - კი, ანა ძალიან ჰგავს დარას! - ახლაღა მიხვდა თადეოზი თუ რის თქმას ცდილობდა მისთვის აგარი.- შეიძლება ითქვას გაჭრილი ვაშლივით... - ერთხელ მაინც უთქვამს თუ საიდან ჩამოვიდა? ლიტონში ჩამოსვლის ამბავზე რაიმე მოუყოლია? - რას გულისხმობ, აგარ? - მაინტერესებს თუ ახსოვს როგორ მოხვდა ლიტონში! - არ მახსოვს. მგონი მაგაზე არ გვისაუბრია... - ჩაფიქრდა თადეოზი - მაშ საიდან იცით მეფეო, რომ ის ანაა? - ესეიგი? - თუ მას არ ახსოვს აქ როდის ჩამოვიდა ესეიგი... - ხმა მთლად ჩაუწყდა. - ესეიგი ის დარაა. მისი განსხეულებული არსება, მეფეო!
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კი, ანა ძალიან ჰგავს დარას! - ახლაღა მიხვდა თადეოზი თუ რის თქმას ცდილობდა მისთვის აგარი.- შეიძლება ითქვას გაჭრილი ვაშლივით... - ერთხელ მაინც უთქვამს თუ საიდან ჩამოვიდა? ლიტონში ჩამოსვლის ამბავზე რაიმე მოუყოლია? - რას გულისხმობ, აგარ? საინტერესო საუბარია. კი, ანა ძალიან ჰგავს დარას! - ახლაღა მიხვდა თადეოზი თუ რის თქმას ცდილობდა მისთვის აგარი.- შეიძლება ითქვას გაჭრილი ვაშლივით... - ერთხელ მაინც უთქვამს თუ საიდან ჩამოვიდა? ლიტონში ჩამოსვლის ამბავზე რაიმე მოუყოლია? - რას გულისხმობ, აგარ? საინტერესო საუბარია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|