ეს დღე დიდი,სახილავად მკრთალი, ეს დღე მშვიდი არასოდეს იყო, შემეფეთა მე მოძღვარი მთვრალი, მისთვის ლოცვა,არა იყო თითქოს, ეს ცა მშვიდი ,საყვედურად ქარი, რომ ქართველის სააღდგომო ლოცვა არა იყოს მოჭრიალე კარი, იყოს ღმერთის ეშმაკისთვის მოცლა, შევხედე ჯვარს,ჩავეფსკვენი ბერებს, მეც მთვრალი და მთვრალი იყო ლოცვაც, დავაცხობდი ალბათ სეფის კვერებს, რომ შემეძლოს აღდგომამდე მოცდა, რატომ ვიცი ,დასალევად სასმისს, რომ დაყვება ვაზის ძირის გემო, ღვინის ჭიქას ვინც აღდგომას დაცლის, გაუხარე მოსავალი რთველო, სისხამ დილით, ნამთვრალევი თვალით, დავინახე ცის ჭექა და გმინვა, ალბათ ამბავს მიყვებოდა ხვალის, თაფლის გემო დამავიწყა ხილმა, ახლა ასე გულის კარებს ვანდობ, მე აღდგომის ნაფეხურებს ვხედავ, ვაი ღმერთო ნეტა რატომ ვდარდობ, ან ამდენსაც ნეტავ რატომ ვბედავ, ჩემი ეზო მთვრალს მიპოვის ალბათ, ალბათ ლოცვით დაიცლება ზეცა, სანთლის სხივი იყოს შუქის ამბად, ლოცვა მთელად ,არასოდეს კვეცად.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარე! გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღეასასწაულს გაიხარე! გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღეასასწაულს
1. ძალიან მომეწონა . გაიხარე ძალიან მომეწონა . გაიხარე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|