ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 აპრილი, 2025


Марина Цветаева - Когда гляжу на летящие листья...

მარინა ცვეტაევა - როცა შევყურებ მომფრინავ ფოთლებს...

როცა შევყურებ მომფრინავ ფოთლებს,
ეფინებიან მოკირწყლულ ქუჩებს,
თითქოს სურათზე მხატვარი მოლევს
ფუნჯის მონასმით და მოაქუჩებს,

ვფიქრობ (არ მოსწონთ არც ჩემი ტანი,
არც ფიქრიანი იერი ერთობ),
ცხადად ყვითელი და ჟანგიანი
შემორჩენია ფოთოლი წვეროს.

20 აპრილი, აღდგომა, 2025 წ.



Марина Цветаева - Когда гляжу на летящие листья...

Когда я гляжу на летящие листья,
Слетающие на булыжный торец,
Сметаемые — как художника кистью,
Картину кончающего наконец,

Я думаю (уж никому не по нраву
Ни стан мой, ни весь мой задумчивый вид),
Что явственно жёлтый, решительно ржавый
Один такой лист на вершине — забыт.

1936 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები