ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2025


ფეხბურთი. დავითი და გოლიათი

ნინო დარბაისელი

ფეხბურთი. დავითი და გოლიათი
          (ეს პრიმიტივი -  შემთხვევით ვიპოვე.
ფეხბურთის მიმდინარეობისას დამიწერია?!)



ბრძენი იყო სოლომონი.
აღაშენა ტაძარი.
ყველა გულღრძოს, ავად მხედავს
თავს ეყაროს ნაცარი!

სიბრძნე ესე ბიბლიური
ზეცას შენაშენია:
სადაც ვინმეს გაამტყუნებ,
იმის დარდი  - შენია!

სიტყვა ეკლესიასტესი,
ამა ნათქვამს მართ ება.
რასაც  მოყვასს დაუძრახავ,
იგივ დაგემართება.

მრავლით ვაქეთ სხვათა ბრძნობა,
ერთიც - სიტყვა დავითისა:
ტკბილი ენა სადაც გაჭრის,
არ გამოვა დავით ისა!

გულმართალი - ნუ შედრკები,
მაგრად დადექ იმ დროს.
თუკი  ღმერთი შენკენაა,
ვისაც უნდა,  გიმტროს!

ვით  დავითმა ქვით, შურდულით
დაამარცხა გოლიათი,
ღმერთს თუ უნდა, კარში გავა
არა ერთი,  გოლი-  ათი!

ბევრს იშრომებთ?!- გამარჯვებას
ღმერთი მოგვანიჭებს.
ვენაცვალე სათითაოდ
ჩვენს ფეხბურთელ ბიჭებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები