ნინო დარბაისელი
დახუჭობანა მალაკნების სასაფლაოზე (მ.კ.-ს ხსოვნას)
ჩვენი საერთო გასართობი ასეთი იყო: შენი სახლის წინ, გაუქმებულ მალაკნების სასაფლაოზე, იქ, ორმოებში ვთამაშობდით დახუჭობანას და თამაშისას აქა-იქ ძვლებსაც ვპოულობდით, თავის ქალასაც, ამას ყველაფერს ჩვენ ერთ პატარა ნასაფლავარში ვაგროვებდით აღტაცებულნი. ბევრს კი ვეცადეთ, მაგრამ ნაპოვნი სხვადასხვა ზომის გამოგვდიოდა და ერთი ჩონჩხიც ვერ აგვიწყვია.
ახალგაზრდობამ - მერე ახლიდან, სულ სხვანაირად დაგვამეგობრა. თითქოს ბავშვობა, ის საერთო, ის, ჰიჩკოკური - არცა გვქონია, თითქოს ცხოვრება ან სულ ხსნილია, ანდა მსგეფსია. თითქოს თამაშით გატაცებული გაჭირვებულნი მოფარებულში ერთმანეთისთვის “ატანდაზე” არცა ვდგომილვართ, ეჰ, რას არ იზამ, როცა გეფსია! რას ვიცინოდით! სულ ახალ-ახალ რაღაცეებს გვიგონებდი, თეატრო ერთი აქტიორისა! ო, იუმორი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი გულის საკაზმია?! ბოროტი გულის ნაცადი კი - სულ ცინიზმი და სარკაზმია! . შენ - ხალასი, ჩვენ - სულ ხალისი! შენ - მსახიობი გამოხვედი, მე კი - პოეტი, შენ - შენიანებს ადრიდანვე შეუერთდი, უკეთეს ქვეყნად, მე - შენზე ვფიქრობ ამ შუაღამეს, ამა ქვეყნად, - ამ კოშმარ-სიზმრით გაღვიძებული:
მამუ, ვიყავით მალაკნების სასაფლაოზე და დედაშენი - შავკაბიანი დაგეძებდა, სად წავიდაო, გასაღები ტილოსქვეშ რატომ არა დევსო, მე - დახუჭული ვიყავი და ოცამდე უკვე დათვლილი მქონდა, შენ - დამალული - არ ინძრეოდი. იდგა, იცადა, შეტრიალდა და სულ სხვა მხარეს წავიდა დედა!
ჰო, საფლავებში დამალულები - შეიძლება იპოვო კიდეც, “დაასტუკო”, თავის ნებით კი არასოდეს არ ინძრევიან, რადგანაც კაცი როცა ევნება, ვიდრე მოუწევს გასვენება თუ დასვენება, ნება - ყოველთვის სულს ედევნება. რაა წასულთა მოწადინება, აწ შენმა სულმა სიზმრად მოსვლა- ჩემთან ინება!
გათენებამდე ნეტა აღარც დამეძინება?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! ეს ლექსი ჩემთვის ძალიან ტკივილიანია. გეხსომება, იყო ასეთი უმხიარულესი პიროვნება და მსახიობი - მამუკა კიკალეიშვილი - ჩემი ბავშვობის (მეზობელი და კლასელი) და მერე, რაღაც ინტერვალით (სხვა სკოლაში გადავედი) - ადრეული ახალგაზრდობის მეგობარი, მერე უფრო ჩემს დასთან - ანასთან ახლობლობდა - ბოლო წლებში, შორიდან მოკითხვების ურთიერთობაში ვიყავით. “მამუს” ვეძახდით სკოლაში და მერე დიდობაში - ,,კიკოლიკოს”… ნათელი დაადგეს! ჰიჩკოკობები და ხიჩკოკიზმები მისგან სახსოვრად დამრჩა ეგ სიტყვა. ერთხელ, ბოლოს ძველ კინოსტუდიასთან შხვდა და მაშინ მითხრა, გახსოვს, ჩვენი ხიჩკოკები მალაკნების სასაფლაოზე, სკოლაში ბიოლოგიის ახალგაზრდა მასწავლებელს ნაპოვნი ჩონჩხებით რომ დავდევდით, რომ გვინდოდა, გაგვეხარებინა და ის კიდევ გვემალებოდაო? მადლობა, მუხა! ეს ლექსი ჩემთვის ძალიან ტკივილიანია. გეხსომება, იყო ასეთი უმხიარულესი პიროვნება და მსახიობი - მამუკა კიკალეიშვილი - ჩემი ბავშვობის (მეზობელი და კლასელი) და მერე, რაღაც ინტერვალით (სხვა სკოლაში გადავედი) - ადრეული ახალგაზრდობის მეგობარი, მერე უფრო ჩემს დასთან - ანასთან ახლობლობდა - ბოლო წლებში, შორიდან მოკითხვების ურთიერთობაში ვიყავით. “მამუს” ვეძახდით სკოლაში და მერე დიდობაში - ,,კიკოლიკოს”… ნათელი დაადგეს! ჰიჩკოკობები და ხიჩკოკიზმები მისგან სახსოვრად დამრჩა ეგ სიტყვა. ერთხელ, ბოლოს ძველ კინოსტუდიასთან შხვდა და მაშინ მითხრა, გახსოვს, ჩვენი ხიჩკოკები მალაკნების სასაფლაოზე, სკოლაში ბიოლოგიის ახალგაზრდა მასწავლებელს ნაპოვნი ჩონჩხებით რომ დავდევდით, რომ გვინდოდა, გაგვეხარებინა და ის კიდევ გვემალებოდაო?
1. ძალიანი მომეწონა. თუმცა მე ვერ ვითამაშებდი სასაფლაოზე, მშიშარა ვარ. ძალიანი მომეწონა. თუმცა მე ვერ ვითამაშებდი სასაფლაოზე, მშიშარა ვარ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|