ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2025


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XXXXVI )

- რას გულისხმობ, ეზრა?
- მაინტერესებს თუ ახსოვს როგორ მოხვდა ლიტონში!
- არ მახსოვს. მგონი მაგაზე არ გვისაუბრია... - ჩაფიქრდა თადეოზი
- მაშ საიდან იცით მეფეო, რომ ის ანაა?
- ესეიგი?
- თუ მას არ ახსოვს აქ როდის ჩამოვიდა ესეიგი... - ხმა გაუკრთა. - ესეიგი ის დარაა. მისი განსხეულებული არსება, მეფეო!

   


    თადეოზს მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ზედმეტად დარწმუნებული იყო, რომ ანას არანაირი კავშირი არ შეიძლებოდა ჰქონოდა დარასთან. უსიამოვნო პაუზის შემდგომ უბრალოდ აღვირი თავისკენ მომართა და ქალაქისკენ გასწია. მისთვის ის კი არ იყო მნიშვნელოვანი თუ რა მოხდებოდა შემდეგ, არამედ ის რომ ქალაქს ერთხელ და სამუდამოდ ეგრძნო თავისუფლება. ეს კი წიგნის დროული პოვნით იყო განპირობებული. მხოლოდ მას შეეძლო ყველა ცოდვისგან ეხსნა, რითაც ასობით ათას სულს ზეციურ სამეფოში დაუმკვიდრებდა სამუდამო სამყოფელს. ამით დიდი ლოდი მასაც მოეხსნებოდა და ქალაქსაც. საუბარი კი თითოეულ იმ ადამიანის სახელსა და გვარზეა, ვისი აღსასრულიც „ბედის წიგნში“ იყო ნახსენები. ქაღალდზე ჩამოწერილი ადამიანები, რომლებიც საუკუნოდ ეკუთვნოდნენ ამ ქაღალდის თითოეულ გვერდს. ღმერთის რჩეული საუკეთესო ადამიანები, სადაც თადეოზი ვერასდროს მოხვდებოდა, რადგან უზენაეს თავისთვის მხოლოდ ისინი უნდა? წყაროსავით ანკარა, ფოთლებივით მრავალფეროვანი და ჰაერივით უფორმო ქაღალდის ადამიანები. ისინი, ვისაც კაცობრიობის წინაშე არანაირი ცოდვა არ მიუძღვით, მაგრამ ნაადრევად მიდიან ამა ქვეყნიდან. ამაზე სულ ის სიტყვები მახსენდება, რომელიც ადრეულ წლებში ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე: „ სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა“. შემაძრწუნებლად სევდიანი და ტკივილამდე დამანგრეველია იმაზე ფიქრიც, რომ ადამიანები ნაადრევად მიდიან. ნეტავ რატომ მიდიან? ან საერთოდ სად მიჰყავს ღმერთს? ალბათ ცალკე სამოთხე უნდა არსებობდეს, საიდანაც ისინი ვერასდროს დაინახავდნენ თუ რამდენიმე რამე დაკარგეს, რამდენს გამორჩნენ და ვერ ჩაიდინეს. რამდენი გატეხეს და რამდენი ცოცხალ-მკვდრად აქციეს. განა სამყარო ერთხელ მაინც ყოფილა სამართლიანი ადამიანების მიმართ? ან იქნებ თავად ადამიანები არ ვართ უსამართლოები ერთმანეთის მიმართ? ძალაუფლება, სიმდიდრე, ამპარტავნობა, ომები, სისხლი და უდანაშაულო გარემო, სადაც სიკეთე საკვირველია! განათლება შეუმჩნეველი, შრომა დაუფასებელი, გულწრფელობა სისუსტე ხოლო სიყვარული უგუნურობა. არც ერთი ადამიანის გული ტკენა არ შერჩება მეორე ადამიანს.



        სხვა მხრივ კი ყველანი თადეოზის მაგალითები ვართ, ვისაც გულწრფელად ეჯერა რომ ასეთი სისასტიკის ფონზე სიყვარულს იმსახურებდა. წყალობა საჩუქარივით კი არ გეცემა თავზე, არამედ თავად უნდა მოიპოვო. ზუსტად იმედენი, რამდენის ზიდვასაც შეძლებ. სწორედ ასეთი ფიქრები ტანჯავდა თადეოზს, როცა საუკუნეების მანძილზე დარაბებიდან გაჰყურებდა ლიტონის ჟამთასვლას. აკვირდებოდა და ხვდებოდა, რომ ის რისკენაც გამუდმებით ილტვოდა თურმე ჩალის ფასიც კი არ ღირდა. მტრობასა და გაუმაძღრობას შეწირული ახალგაზრდობა. ახლა სწორედ მის ხელში იყო ქაღალდის ადამიანების ბედი, რაც საბოლოო წერტილს დაუსვამდა მის ამბავს, თუმცა არსაიდან გამოჩენილმა ანამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. უყვარდებოდა, მაგრამ არ იცოდა სადამდე მიიყვანდა ეს სიყვარული. რას მისცემდა ან წაართმევდა მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილ თადეოზს? დასაკარგიც კი არაფერი ჰქონდა რომ დაეკარგა, რადგან ერთხელ უკვე ყველაფერი დააკარგვინა მისმა სიყვარულმა. ახლა კი იგივე გზას ხელახლა ადგებოდა და ისიც ღმერთმა უწყის რაღატომ?! ცხადია მისთვის ვინაობის გამჟღავნებასაც არ ჩქარობდა. ასე იყო თუ ისე მალე ქალაქსაც მიადგა. ცხენი ტყეში დატოვა და გზა ფეხით გააგრძელა. ბიბლიოთეკასთან მისულს ისევ ბევრი ხალხი დახვდა. ორანჟერიიდან მხოლოდ ნათანაელი და დამიანე ჩანდნენ. სახელოსნოში შუქი არ ენთო, ამიტომ იქაურობას სწრაფად გაცილდა და ნაცნობი კაფისკენ გაემართა. ანას დილაობით იმ კაფეში უყვარდა ყოფნა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურდა. ხან წერილებს წერდა, ხან ჩანახატებს ქმნიდა. ხალხის თვალიერებითა და ფინჯანი ჩაით კლავდა მარტოობას. კარის შეღებისას ზევით დაკიდებულმა ზანზალაკმა მეპატრონეს ახალი სტუმრის მოსვლა ამცნო. თავისუფალი მაგიდები აღარ იყო. შესვლისთანავე თადეოზი პირდაპირ გამყიდველ ქალს მიადგა, ვისაც თავისთვის ლარნაკში ქრიზანთემები ჩაეწყო და მოცალეობისას წყლით რწყავდა ხოლმე.




- ქრიზანთემები მომყიდეთ...
- ეს არ იყიდება ბატონო! - მიუგო ქალმა, რაზეც თადეოზმა ჯიბიდან მონეტებით სავსე ხელი ამოიღო და ხის მაგიდაზე დაუყარა. - ეს საკმარისი იქნება?
- ეს ვერცხლია? - ცნობისმოყვარედ გადაავლო თვალი და მომდგარი ნერწყვი ზედ ყელზე გაეჩხირა. - ღმერთო დიდებულო...
- ქალბატონო მომყიდეთ ქრიზანთემები!
- წაიღე... - ლარნაკიანად ისე მიაწოდა, რომ მონეტებისთვის თვალი არ მოუშორებია. თადეოზმა მხოლოდ ერთი ცალი ამოაცალა, ანას ზურგიდან მიუახლოვდა და ყვავილი ფრთხილად დაუდო მაგიდაზე. წერაში გართულმა წიგნაკი გვერდით გადადო და უმალვე ზევით აიხედა.
- შენ ხარ?!
- შეიძლება? - ცარიელ სკამზე ანიშნა.
- დაჯექი. - თავი დაუკრა და თან ყვავილის საამური სურნელით ტკბებოდა. - ქრიზანთემით გიცანი. ბაღიდან ხომ არ მომპარე?
- სასახლეში დაგრჩა. - გაუღიმა თადეოზმა. - რატომ არ გამაღვიძე?
- ისე ტკბილად გეძინა, რომ ვეღარ გავბედე.
- რა არ ვიფიქრე, მთელ ქალაქში დაგეძებდი...
- ყვავილებზე იფიქრე, თადეოზ. მხოლოდ ყვავილებზე. - უპასუხა ანამ.
- ანა. - სუნთქვა გაუხშირდა. - შეიძლება რაღაც გკითხო?
- ყვავილებზე?
- არა! მინდა შენზე გკითხო. - მუჭი ძლიერად შეკრა და ისევ თვალებში შეხედა. - ლიტონში საიდან ჩამოხვედი?
- საქართველოდან. ეს ქვეყანა ლიტონისგან გაცილებით შორს არის. ალბათ მასზე არაფერი გსმენია, ხომ?
- ჩვენ საფრანგეთზე ვილაპარაკეთ. - ანას სიტყვებით, თადეოზი დარწმუნდა რომ ნამდვილად ანა იყო. - სახელი დამავიწყდა, ბევრ კაფეებზე და წიგნის მაღაზიებზე მიყვებოდი მაშინ...
- პარიზზე ვამბობდი, სადაც ულამაზესი ქუჩაა...
- Rue des abbesses ?
- ნამდვილად. - ანას გაეღიმა და ყვავილი მაგიდაზე ფრთხილად დადო. - Rue des abbesses ერთად უნდა მოვინახულოთ. რას იტყვი?
- ანა... - მისი ხელები, თავის ხელებში მოიქცია და სახესთან ახლოს მიიტანა. - ახლა იმაზე მეტად არაფერი მსურს რომ მაგ ქალაქში ერთად ვესტუმროთ, თუმცა...
- რა გაყოვნებს?
- რომ შემეძლოს გეტყოდი, მაგრამ მოდი ჯერჯერობით ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის. - უპასუხა თადეოზმა.
- მაშინებ!
- რას გულიხმობ?
- მამაკაცი, რომლის მიმართაც გრძნობები გამიჩნდა არც თავის ვინაობას მიმხელს, არც სახელს და არც არაფერს.
- მომისმინე, ანა - კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. - უბრალოდ დრო მომეცი და პირობას გაძლევ იქ ერთად წავალთ.
- რა გქვია?
- ნუ მაიძულებ გითხრა...
- რა გქვია?
- ანა გამიგე...
- რა გქვია?
- ...
- უბრალოდ მიპასუხე რა გქვია?
- ანა...
- ეშმაკმაც დალახვროს... რა გქვია?
- არ შემიძლია. - მის სიტყვებზე ანამ ხელი სწრაფად გაუშვა. უბის წიგნაკი ჩანთაში შეინახა და იქაურობა დატოვა. მაგიდასთან მარტო დარჩენილმა თადეოზმა ყვავილს ხელი დაავლო და გაბრაზებულმა ურნისკენ გაიქნია. ყველაფერი იმაზე მეტად გართულდა ვიდრე წარმოედგინა. კაფიდან გასვლისას კი გამყიდველმა ქალმა მაინც მოასწრო და სიტყვები გზად დააწია.
- კიდევ მქონია ქრიზანთემები....



                                                           
                                                                                                                          (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები