ნინო დარბაისელი
გობური მონორაიმი
გწამდეს მხოლოდ აღდგომა, (ზამთრის ქრისტეშობობა?) არც იობი აღარ ვარ, დამთავრდა იობობა, გულო, საკმარისია ყველასთვის - ღიობობა! აღარ გეყო, სიბრიყვე, ალალად მიმნდობობა?! ვცადე, არ გამოვიდა მაქმანობა, ქობობა, დავიღალე, მომწყინდა ცხოვრების ჭაობობა! კმარა- ჟონგლიორობა, მორჩა - მსახიობობა, ყველაფერში ქიშპობა, შენნაირთა მჯობობა. სნობის - იყოს სნობობა, აღარც მსურს ნაცნობობა! მოვიშორე თავიდან სისხლისმწოვი ობობა. ობს - გაუქრეს ობობა!
პურის გობმა - გასწიოს ისევ პურის გობობა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. პურის გობმა - გასწიოს ისევ პურის გობობა! აქსიომა. პურის გობმა - გასწიოს ისევ პურის გობობა! აქსიომა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|