ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2025


  ჩამოტვირთვა

რას შვრებიო მეკითხება- როგორ ხარ?

** ** ** **
რას შვრებიო მეკითხება- როგორ ხარ?
მიჭირს მეთქი, ვეწამები - ვპასუხობ.
მხიარული ამბობს მეტად მომწონხარ,
გინდა ისევ ეგ ნიღაბი გაჩუქო?

მაგ ნიღაბ-ქვეშ ლამისაა გავრეკე,
მოვიშორე - აღარა მსურს მორგება,
-მითხარ ერთი, მაგ ნიღაბის გარეშე
- ვით აპირებ  შენ  მანდ რამის  მოგებას?

-თუ ღმერთი გწამს - დავიღალე ლოდინით,
-ხომ იცი რომ არ მიმართლებს ამაში
-ერხელ მაინც გიჩუქნია კოზირი
  მთელი ჩემი არსებობის თამაშში?

-ერთი ამას დამიხედეთ... აღშფოთდა,
-მიმინდომა მსხვილი კარტი, ჯოკერი
-გგონია სხა  ყველას ტკბობა, გართობა
  არ აკლია და ცხოვრობენ მოლხენით?

-დაგტყდომია თავზე ომის ქარცეცხლი?
-გიგემია რწმენას როგორ მარხავენ?
-გიცხოვრია მარტოობის კარცერში,
  როს საყვარელ ადამიანს კარგავენ?

-იქნებ კიდევ გავაგრძელო ჩამოთვლა?
-გმადლობთ, მივხვდი-აღარა ვარ პატარა...
-მაშ შეძელი ღრუბლებიდან ჩამოსვლა
  და ტკივილის ღირსეულად ატანა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები