ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: თარგმანი
23 აპრილი, 2025


გული გულზე - ანა ახმატოვა

ანა ახმატოვა

გული გულზე

გული გულზე  როდი არის გადაბმული,
თუკი გინდა - წადი!
ბევრი ელის თავის გზაზე სიხარული,
ვინც ნებაზე  დადის.

არც ვტირივარ, არც საყვედურს ვამბობ არცერთს,
როდის მქონდა ბედი.
ნუღარ მკოცნი,  მე ძალიან დავიქანცე, -
სიკვდილს მიუხვედი!

ჩაუვლიათ  დღეებს, მწარე ტანჯვით  უხვებს,
თეთრ ზამთარსაც ჩვეულს.
რით სჯობიხარ, რით სჯობიხარ, მიპასუხე,
სხვას, ჩემსავე  რჩეულს?

1911
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова  - Сердце к сердцу


Сердце к сердцу не приковано,
Если хочешь - уходи.
Много счастья уготовано
Тем, кто волен на пути.

Я не плачу, я не жалуюсь,
Мне счастливой не бывать.
Не целуй меня, усталую,-
Смерть придется целовать.

Дни томлений острых прожиты
Вместе с белою зимой.
Отчего же, отчего же ты
Лучше, чем избранник мой?

1911

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები