***
კადელონუა ლიტონის აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება, რომელიც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არაფრით გამორჩეული ადგილი იყო, თუმცა ომმა და სამოქალაქო დაპირისპირებებმა უდიდესი გავლენა იქონია, როგორც მის პოლიტიკურ ისე საზოგადო ცნობიერებაზე. ერთ დროს ვაჭრობით ყაირათიანად განთქმული ქალაქი, მოულოდნელად საშინელ სიდუხჭირეში აღმოჩნდა და ომისგან დაუძლურებული ხალხი შიმშილითა და სიცივით იხოცებოდა შუა ქუჩაში. ირგვლივ წარმოუდგენელი სიმყრალისა და შიშის სუნი სუფევდა და იმის მაგიერ, რომ მაშინდელ მაღალჩინოსანთ, რაიმე სასარგებლო მოეფიქრათ თავიანთი მოსახლეობისთვის, ბოლო ლუკმები გამოაცალეს და ბედის ანაბარად დატოვეს ისინი. ცარიელი ვიტრინები და საწვავის გარეშე ლიანდაგებზე გაშეშებული ვაგონები, არანაირ იმედს აღარ იძლეოდა. მხოლოდ პურითა და წამლებით გაჰქონდათ თავი. ღამით გასვლა საშიში იყო. გახშირებული ყაჩაღობისას მოქალაქეები ერთი კილო კარტოფილისა და გუგულიანი საათის ქურდობისთვის, რომელიც გროშები ღირდა დაუფიქრებლად კლავდნენ ერთმანეთს. ამ დროს კი პენსიაზე ნაადრევად გასული ვიცე-პოლკოვნიკი ღვთისგან მივიწყებულ კაცად დაიარებოდა აქა-იქ. ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ომის შემდგომ ყველამ მიივიწყა თავისი დამსახურებებისა და გავლენების მიუხედავად და ერთადერთი, რაშიც უმართლებდა ის იყო რომ თავის კუთვნილ პენსიას ყოველთვის ღებულობდა, თუმცა მეტადრე ორი თვის დაგვიანებითაც. მთავარია დამსახურებული ჯამაგირი აეღო, რაც ხალხის მკვლელობისთვის გამოუყვეს და ამით პური მაინც მიეტანა თავის ობოლი შვილებისთვის. ომში ვიცე-პოლკოვნიკი დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა, რითაც ზევიდან ნაკარნახევი ბრძანებებით მეზობელ ქვეყნას ტერიტორიებს ართმევდა და თან ისეთებს ვისგანაც საგანგაშო არაფერი ყოფილა, მით უფრო საბრძოლო მზადყოფნა. რა წისქვილის ქვა აღარ დატრიალებულა მის თავზე, თუმცა მაშინ ვერავინ მოიაზრებდა რომ თავისივე წამოწყებულ ბრძოლაში ასე გვარიანად დამარცხდებოდნენ და თითით საჩვენებელი და სამაგალითო კადელონუა უცოდველი ხალხის სასაფლაოდ იქცეოდა. ახია კიდეც მისნაირ კაცზე, რადგან ადამიანად დარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლ-მოწყურებული მეთაურების ლაქიად ყოფნა, ვისაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცად სჭირდებოდათ ის და მისნაირები. უცოდველი, მშვიდობიანი ხალხის სისხლი განა ვინმეს შერჩენია?! მაგრამ უბედურება სწორედ ის არის, რომ მეორე მხარეს მყოფი ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა პასუხს აგებდა იმაზე, რაც საერთოდ არ სურდათ. ომის მიზეზებს ვიღაც ორი ადამიანი ადგენს, რა დროსაც ნებისმიერ მხარეს ეწირება ვინმე უდანაშაულო ქალი ან ბავშვი. ვიცე-პოლკოვნიკი კი მაინც ამაყად მიაბიჯებდა ქალაქის ვიწრო ქუჩებში პენსიის მისაღებად, რითაც შვილებიც უნდა დაეპურებინა და მისსავე ომს შეწირული ცოლის სამარხი გაეპატიოსნებინა. შესაძლოა პოლკოვნიკი გულის სიღრმეში ნანობდა კიდეც ამ ყველაფერს, უბრალოდ არ ყოფნიდა საკმარისი გამბედაობა და სტატუსი, რომ სახელმწიფოს პირისპირ წასულიყო და ეთქვა, რომ წამოწყებული საბრძოლო განკარგულება ერთი დიდი აბსურდია, რაც გარდაუვალ ზიანს მაიყენებდა ქვეყანას. წლების წინ სამამულო ომშს შეწირული მშობლები, რომლის გვარსაც ატარებდა ალბათ არანაირ მაგალითს არ იძლეოდა ვიცე-პოლკოვნიკისთვის თუ რისი გადატანა მოუხდა და რისი გავლა უწევდათ ახლა მის შვილებს.
მათ ხომ ბავშვობა აღარ ჰქონდათ. ცენტრალური სადგურის ერთ-ერთ ცივ ოთახში სამადლოდ ცხოვრობდნენ და ნანატრი პურის მოლოდინში მამის დანატოვარი გახეხილი ქურთუკით ითბობდნენ სხეულების. ერთხელ პენსიის მხოლოდ ნახევარი არგუნეს და ისიც შეურაცხყოფილმა და დამცირებულმა ჩუმად არჩია ყოფნა, რადგან თუ ხმას აიმაღლებდა შესაძლოა ეს გროშებიც კი არ მიეღო. უსამართლობამ და უთქმელობამ დიდი კაცი ნელ-ნელა სულიერად გატეხა და ის ფული რაც მიიღო საერთოდ არ ჰყოფნიდა წამლებსა და საჭმელზე. არა და პოლკოვნიკს ფეხზე მიღებული დაზიანებების გამო დღითიდღე უჭირდა ამხელა მანძილის გავლა. მიღებული ჩინების გაყიდვის შემდგომ ცდილობდა სასმლით მაინც გაექარვებინა ყველა დარდი მახლობელ დუქანში, რომელიც ერთადერთი ადგილი გახლდათ, სადაც გარეთ დაგუბებული სიმყრალის სუნი საერთოდ არ აღწევდა და დროს სახელმწიფოზე მაგინებელ ყოფილ სამხედროებთან ერთად ატარებდა. ყოფილა პერიოდები, როცა ორი დღითაც კი დაუტოვებია მარტოდმარტო პატარა დამიანე და ოლენკა. შინ დაბრუნებულს კი ზედაც არ შეუხედავს მათთვის. სახელი ოლენკა მისი ცოლის საპატივსაცემოდ დაარქვეს, რადგან პოლკოვნიკს გასაოცრად ჰყვარებია თავის მეუღლე, თუმცა მისი გარდაცვალების შემდგომ პატარა ოლენკა, მხოლოდ ბრაზსა და ზიზღს იწვევდა მასში და ხშირად ზედაც კი არ უყურებდა გოგონას. დამიანე კი დაიკოს მზრუნველობას არ აკლებდა. ბევრჯერ მშიერსაც კი დაუძინია, ოღონდ კი ოლენკას შიმშილის გამო არ ეტირა. ასეთ გაურკვევლობასა და უმოქმედობაში არა ერთი თვე გავიდა. ვიცე-პოლკოვნიკს ამასობაში სრულიად გადაავიწყდა შვილებიცა და მეუღლის უპატრონოდ დარჩენილი საფლავი და მთლიანად გადაეშვა ავხორცობასა და დროს ტარებაში. გაყიდა და დაანიავა ყველაფერი, რაც კი აქამდე ებადა და ყოფილ სამხედროებთან ერთად ბანქოს თამაშსა და სასმელში იქარწყლებდა საკუთარ კომპლექსებს. მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, რომ ოდესღაც მის სიტყვას ფასი და წონა ჰქონდა, თუმცა ახლა გვარიანად ნასვამი და ჯიბე ცარიელი ძლივსღა აგნებდა შინისკენ მიმავალ გზას. პატარა ოლენკა შეშინებული ემალებოდა, რადგან მამამისს არა ერთხელ უცდია მისი ცემა და მაშინაც რომ არა, დამიანეს სისხარტე, ერთგან დაახრჩობდა კიდეც მას. უგონო ზიზღით ებღაუჭებოდა პატარა გოგონას და ცოლის სიკვდილში მას ადანაშაულებდა. იმასაც კი ვერ იტანდა, რომ ოლენკა ფიზიკურად ძალიან ჰგავდა საკუთარ დედას. არც დამიანე იყო უკეთეს მდგომარეობაში. უგვანო ადამიანის ხელში არასდროს ეპუებოდა მამისგან წამოსულ რისხვას. ერთ ღამეს საკუთარ დას ხელიც კი მოჰკიდა და სახლიდან გაპარვა სცადეს, თუმცა სადგურის მორიგემ პოლკოვნიკს დროულად ამცნო ბავშვების ამბავი და ისიც ახლად შეფხიზლებული მალევე წამოეწია დამიანეს. გაცეცხლებული პატარა შვილებს სასტიკად გაუსწორდა. იმდენად შეუბრალებელი გახდა, რომ დამიანეს, რამდენიმე დღე მოძრაობაც კი უჭირდა. ამასობაში ნამდვილ შეურაცხადად იქცა. იფიქრებდით ტარტაროზიდან ამოსულ ეშმაკიაო იმდენად ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ. სიძულვილის ენა მის აქსიომად იქცა და ვერც კი ამჩნევდა თუ როგორ კარგავდა ყოველდღიურად საკუთარ თავს. სასმელიც გაუწყალდა და აღარც ერთ ქალს აღარ შეეძლო მისი ვნებების დაკმაყოფილება. ოდნავ სიამოვნებასაც კი ვერ ანიჭებდა ის, რასაც აქამდე აღმაფრენაში მოჰყავდა. საბოლოოდ ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ბანქოში წაგებული და გადაუხდელი ვალების გამო, ვიცე-პოლკოვნიკს თავის სანაქებო მეგობრები გვიან ღამით სადგურში დახვდნენ და შეუბრალებლად გაუსწორდნენ. ისევ პატარა დამიანეს ვაჟკაცობამ გადაარჩინა მამამისი და სიკვდილამდე ნაცემ პოლკოვნიკს, ბავშვების გამოჩენისთანავე გაანებეს თავი. რის ვაი-ვაგლახით ოთახამდე მიიყვანეს, თუმცა გაუთენდებოდა თუ არა მამას ხვალიდენლი დღე ღმერთმა იცის. ყველა სიბოროტე ბუმერანგივით დაუბრუნდა, მაგრამ რა აზრის ჰქონდა მოვლენებს თუ მას სათანადოთ ვერ იაზრებდა ის?! ცხადია სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ქალაქი, რადგან აღარც დაედგომებოდა იქ და სულ რამდენიმე დღეში სხვაგან გადავიდნენ. გამუდმებული ცემისა და შიმშილის ფონზე პატარა ოლენკა საწოლად ჩავარდა. მაღალი ტემპერატურების შემდეგ კი მისმა ორგანიზმა ვეღარ გაუძლო და ერთი კვირის თავზე დამიანეს ხელში დალია სული. პოლკოვნიკმა ბავშვი, ცოლის გვერდით დამარხა და დამიანესთან ერთად ისევ უკან დაბრუნდა.
სამწუხაროდ მამამისს მისი არასდროს ესმოდა. ჯერ კიდევ მთლად პატარა იყო, როცა კოსმოსითა და ასტორნავტიით დაინტერესდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ნაჩუქარ ტელესკოპში პირველად დაინახა კომეტა, გაყინული აირი, რომელსაც მზის გრავიტაცია ამოძრავებდა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ გაცილებით მეტი სურდა ვიდრე უბრალო დაკვირვებაა. პირველი რაც მოიმოქმედა, საკუთარ თავს ავია ბილეთი გამოუწერა კოსმოსური ცენტრის მიმართულებით და სასწრაფოდ შეუდგა ბარგის ჩალაგებას. ბავშვური ცნობისმოყვარეობით სურდა გაერკვია თუ რა ხდებოდა დროისა და სივრცის მისტიურ გზაგასაყარზე, რისთვისაც უსათუოდ დასჭირდებოდა კოსმოსური ხომალდი და ასტრონავტთა გუნდი. მშობლები ამას ბავშვურ ახირებად თვლიდნენ, ხოლო ოლენკას არასდროს მოსწონდა მისი იდეები. ერთხელ მისი დის ოთახიდან უბის წიგნაკი მოიპარა და შიგნით სახლიდან გაქცევის სამოქმედო გეგმა ჩამოწერა. საქმეს ისე მიუდგა, როგორც დიდები იქცეოდნენ ხოლმე. გულდასმითა და სრული სერიოზულობით. მაღვიძარა გამთენიის დროზე დააყენა, თუმცა იმდენად ნერვიულობდა საკუთარ საქციელებზე რომ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. დათქმული დრო მალე მოვიდა. ოთახის კარი ფრთხილად გააღო და როცა მიხვდა რომ ყველას ეძინა, ჩუმად დაიძრა გასასვლელისკენ. აქ კი პირველ დაბრკოლებას შეეჩეხა. კარების საკეტი ბევრად მაღლა აღმოჩნდა და მის გასაღებად სიმაღლე არ ყოფნიდა, ამიტომ სკამი მიაჩოჩა და საკეტის გახსნას ამაოდ შეეცადა. მის გაღებასაც კი უფრო მეტი ძალა სჭირდებოდა ვიდრე მას ჰქონდა. მაშინ პირველად გაიაზრა, რომ ადრე იყო დიდების თამაშით თამაში, რადგან მათთან შედარებით მთლად ბავშვი ყოფილა. იმდენად რომ კარის გაღებაც კი არ შეეძლო დამოუკიდებლად. კიდევ კარგი მისი თანაკლასელები ვერ ხედავდნენ ამას, თორემ უეჭველად დაცინებდნენ და მთელ სკოლაში მასხრად აიგდებდნენ. კლასელებში ნამდვილად არ უმართლებდა. მათ არასდროს ესმოდათ არც მისი და არც მისი ოცნებების, რაც დიდად მაინც არ ანაღვლებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მათთან შედარებით გაცილებით გამორჩეული იყო. რვეულის უკანა ფურცელზე უყვარდა გაურკვეველი ფორმისა და შინაარსის ნახატების ხატვა. ასევე მინაწერების გაკეთება და შემდეგ ამავე რვეულის საგულდაგულოდ გადამალვა, რათა ვიღაცას გიჟი არ ჰგონებდა, რადგან სხვა მისწრაფებები გააჩნდა, სხვა ინტერესები, თუმცა რთულია მოზარდს აუხსნა რომ მისი თანაკლასელი უცხო წარმონაქმნი არ არის. უბრალოდ მეტ-ადრე შეუყვარდა ხელოვნება ვიდრე მათ. ასე იყო თუ ისე სკამი უკან დააბრუნა და საკუთარი თავისგან გაწბილებული, უსიამოვნოდ აუყვა კიბეებს. ბაბუა ხშირად ასწავლიდა, რომ წარუმატებლობაც უნდა ეგემა და წარმატებაც. ორივეს ვაჟკაცურად უნდა შეხვედროდა. ცხოვრება ხომ გამარჯვებები და დამარცხებებია! სწორედ ამაშია არსებობის მჩქეფარე იდეაც. ოთახში შესვლისას ჩანთა იქვე მიაგდო და საწოლზე წამოწვა, მაგრამ ანაზდად პაუზა გარედან შემოსულმა ხმამ დაარღვია, სადაც მისი თანატოლები ფეხბურთს თამაშოდნენ. ფანჯარასთან სწრაფად მიირბინა და ცნობისმოყვარედ დაუწყო ძებნა მის მეგობრებს. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ისინი უნდა გამხდარიყვნენ ასტრონავტთა გუნდის წევრები, რაზეც ამდენს ხანს ოცნებობდა. რადაც არ უნდა დაჯდომოდა ისინი აუცილებლად უნდა დაეყოლიებინა და ასეც მოიქცა. უწინდელი საბრძოლო მზადყოფნა კვლავ დაუბრუნდა და გიჟური იდეით მოცულმა კოსმოსთან გაცილებით დიდი სიახლოვე იგრძნო. თითქოს სადაცაა ხელით უნდა შეხებოდა. სხვა თუ არაფერი, იმას მაინც გაიგებდა თუ სად არის ღმერთი? თავს როგორ გრძნობს? რა საკვირველია მომაბეზრებელი კითხვებით არ შეაწუხებდა, თუმცა, როგორც ღრმად მოხუცებულს დარწმუნებული იყო, რომ ბავშვების ხილვა ძალზედ გაახარებდა. დედას გაკეთებულ, სანაქებო ნამცხვარს წაუღებდა და პატიებას სთხოვდა, მშობლებისა და დის გაბრაზებისთვის. იმედია ძალიანაც არ გაუწყრებოდა, რადგან პატარა იყო და ჯერ შეიძლება ბევრი რამ არც ესმოდა. ალბათ სულ ფითქინა თმა და წვერი აქვს. ყოველ შემთხვევაში წარმოსახვისას გონებაში ასეთად ხედავდა ხოლმე. ბევრი არც უფიქრია. გულანთებული თანატოლებისკენ გაეშურა იმის იმედათ, რომ მათ შორის ასტრონავტთა გუნდის წევრებს მონახავდა, მაგრამ ბავშვებმა მტკიცე უარით გამოისტუმრეს.
სამწუხაროდ ოცნებებით სავსე დამიანეს ფერადი სამყარო მალევე დაინგრა. ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა ბაბუა, დედა. შემდეგ კი მისი პატარა და ოლენკაც. როცა წამოიზარდა პოლკოვნიკთან ყოფნა უკვე გაუსაძლისი იყო, ამიტომ მისგან დაუკითხავად ბარგი ჩაალაგა და ლიტონისკენ გამოეშურა. ნახევარი წლის შემდეგ კი ლიტონში ამჯერად პოლკოვნიკიც ჩამოვიდა, რომელიც იღლიაში გაზეთ ამოჩრილი კარდაკარ დაეძებდა დამიანეს და თან ხალხს გაზეთით რაღაც ინფორმაციას აცნობდა მასზე. იქაურებისთვის ცოტა გაუგებარი იყო თუ რა საერთო ჰქონდა ამ ამბავს ახალგაზრდა ბიჭთან, თუმცა პოლკოვნიკს დახმარებაზე უარს არავინ ეუბნებოდა. აღმა-დაღმა ხეტიალით გადაღლილი პოლკოვნიკი, როგორც იქნა ლიტონის საჯარო ბიბლიოთეკსაც მოადგა საბოლოოდ.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესოა ამბავი იქნება პოლკოვნიკი საჯარო ბიბლიოთეკაში... საინტერესოა ამბავი იქნება პოლკოვნიკი საჯარო ბიბლიოთეკაში...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|