ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკარგული თაობა
ჟანრი: პროზა
25 აპრილი, 2025


დიალოგი დაქალის ქმართან (დრაკონის სიზმარი 21-ე საუკუნის მიჯნაზე) 4

_
გვანცა ირაკლიზე ფიქრობდა და თავს ცუდად გრძნობდა და ეგონა, ამის გამო ვარო ცუდად და ამ დროს, შეიძლება მიზეზი სულ სხვა იყო. ალბათ საჭიროა გრძნობამ ადამიანში გაიაროს გრადაციები, ანუ ფორმაციები და დეფორმაციები...
ირინას დაურეკა და ჰკითხა:
- გუშინ რამე ისეთი ხომ არ იყო მე და ირაკლის გამო?
- რა? – დაინტერესდა ირინა, - რამე იყო?
- არაფერი, უბრალოდ ჩვენ იმდენ ხანს რომ წავედით, რაღაცნაირად მოწყენილები იყავით... როცა მარტო ხარ ადამიანთან, უფრო გულახდილად ლაპარაკობ ან ისეთ თემაზე, რაზეც სხვებთან არ ილაპარაკებ, მოკლედ, ჩემთვის თავისებურად საინტერესო იყო ირაკლისთან მარტო დარჩენა და ლაპარაკი, მაგრამ ირაკლი მთვრალი იყო და იქნებ არ იყო სწორი, მასთან ერთად რომ ვყოფილიყავი...
- რამე მოხდა?!
- არა, აი შენ რომ ამბობდი, სულ ცდილობსო ფიზიკურ შეხებას, მოფერებას და მასეთ რამეებს...
- რაღაცაშია საქმე, - გაგრძელა ირინამ, - და გგონია, ეკამ არ იცის? ძალიან კარგად იცის ყველაფერი, უბრალოდ ეკა ჯიგარია!  მე არ ვიცი, რისი ბრალია და ასე რატომ არის... ჩემთანაც, თიკოსთანაც, ყველასთან ასეა.

_
ირაკლიმ დარეკა:
- გვანცა, როგორა ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც კარგად.
- პახმელიაზე ხარ? გამოიძინე?
- რეპეტიციიდან ახლა მოვედი.
- რამდენს ასწრებ!
- გამახსენდა, რომ მეგობარი მყავს და დაგირეკე.
- მადლობთ.
გვანცამ ყურადღება მიაქცია, ირაკლიმ რომ თქვა “მყავს” და არა “ხარ”, ე.ი იმას ყავს და რეპეტიციიდან მოვიდა თუ არა, მაშინვე დაურეკა, ე.ი. გაახსენდა კი არა, ახსოვდა და გუშინდელი საღამოც ახსოვდა და არა ისე, გვანცას რომ მაშინვე დაავიწყდა, როგორც წინა ღამის სიზმარი, რომელმაც გაიელვა და გაქრა.
ისევ გაახსენდა ის საღამო და გაიფიქრა – ”ირაკლიმ კიდევ არ იცის, როგორ მეხმარება და რომ სწორედაც კარგი სამეგობრო ბიჭია.“

_
რამდენიმე დღის მერე ირაკლიმ ისევ დარეკა:
- ახლა სხვა სახლში ვარ, ნუცუბიძეზე, ეკასთან არ ვარ. რამდენიმე ხნით აქ ვაპირებ გადმოსვლას. ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებ. შეიძლება დაგირეკო ხოლმე?..
გვანცა შეყოყმანდა. ირაკლი ისეთ ხმაზე ელაპარაკებოდა და ერთი ხუმრობაც არ წამოცდენია, მათი მეგობრობაც კი არ უხსენებია, უნებურად მეგობრული ზრუნვა გაეღვიძა მის მიმართ.
- როცა გინდოდეს, დარეკე.
- უხერხული არ იქნება?
- რატომ?
- იმდენად სხვანაირი ხარ...
აქამდე სულ ხუმრობდა და გვანცას ეგონა, თამაშობდა.
“მართლა ხომ არ ჩაიციკლა ჩემზე უარესად, ჩემმა მოთხრობამ ააგდო... ალბათ პახმელიასთან ერთად გაუვლის. შეიძლება, ჩემსავით ჰგონია, ცუდად რომ არის, ეს გრძნობეების გამოა...”
- კიდევ რაღაც მინდა გითხრა, - გათამამდა ირაკლი, - სადმე კაფეში რომ დაგპატიჟო, დღისით, ღამით არა (ვითომ შაყირობდა), ყავაზე დაგპატიჟებ... შენი მოთხრობის ბოლო თავზე მინდა გითხრა რაღაც.
- თუ როგორც მეგობრები, შევხვდეთ.
- როგორც მეგობრები.
- ეკას არ ვუთხრათ?
- ეკას? - გაეცინა, - ეკას არა.
- აბა ზურგს უკან მოქმედება გამოვა...
- ეგ შენი პრინციპული პოზიციაა?
- არ ვიცი... - გვანცა დაიბნა, ასეთ ლაპარაკს არ ელოდა.
- თუ შევხვდებით, ზურგს უკან შეხვედრა გამოვა, თუ გინდა, ხვალ დამირეკე და მითხარი.
- ნუცუბიძეზე რატომ ხარ?
- ვისვენებ, აქ უფრო აღვიდგენ ძალებს.
- ხშირად მიდიხარ ხოლმე?
- იმის მერე არ ვყოფილვარ, მე და ეკა რამდენიმე თვე ერთად რომ არ ვცხოვრობდით.
- მახსოვს.
- ესეც იცი?
- კი,  იმ პერიოდში მე და ეკა ერთად ვვარჯიშობდით.
გვანცამ ყურმილი დაკიდა და თავში სისხლი აუვარდა – “ეს რა მითხრა, ვინ ვგონივარ! დავურეკავ და ვეტყვი – გეშლება რაღაცეები! რაღაც სხვანაირად გაიგე!  ჩემთვის მეგობრობა ალიბი არ არის! ეგ თამაშიც შენ წამოიწყე და ახლა სერიოზულში ნუ გადაიყვან!...” თუმცა, ახლა ერთმანეთზე გადაბრალება არ გვიშველის...
საბრძოლო განწყობილება მიიღო და შეტევისთვის მოემზადა, მარგამ ირაკლის ისეთი მშვიდობიგვანცა და კეთილი ხმა ჰქონდა, დალაგებული ფრაზები აებნა.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- რა ვიცი...
- რატომ?
კონცენტრირება სცადა, თუმცა, ირაკლი ამის განწყობილებას არ უქმნიდა.
- მგონი რაღაცა სხვანაირად გაიგე... – შეყოყმანდა, - მინდოდა მეთქვა...
- მითხარი.
- ჩვენ ხომ ვთამაშობდით და მოდი, ამას სერიოზულ ფორმას ნუ მივცემთ!..
- ეს თუ შენთვის თამაში იყო... კარგი.
- მე მართლა მინდოდა შენთან მეგობრობა.
- მეც მინდოდა გამერკვია, შეხვედრაც მაგიტომ მინდოდა.
- რომ შეგხვედროდი, მაინც იგივეს გეტყოდი.
- მაპატიებ?
გვანცას არ უყვარდა, ბოდიშებს რომ უხდიდნენ.
- შენი დაბადების დღის მერე ახლა გამოვფხიზლდი... - გააგრძელა ირაკლიმ.
- მეც, დღეს შენმა ლაპარაკმა გამომაფხიზლა.
- ხომ მაპატიებ?
- მაშინ მეც მაპატიე.
- შენ რაზე?
- რაზედაც შენ.
- შენ არაფერი დაგიშავებია, მე მოვინდომე ზედმეტებში გადაყვანა.

_
- ირაკლი ნუცუბიძეზე ყოფილა, - თქვა ირინამ, - ხომ არ იჩხუბეს?
- არა, მგონი ისვენებს, დაიღალა ამდენი მუშაობისგან და სმისგან.
- იქ აღარ დალევს, არა? შენსკენ რა ამბებია?
გვანცა მოყვა ირაკლისთან ტელეფონზე ლაპარაკის ამბავს.
ირინა გაბრაზდა – ნამდვილად სექსუალური პრობლემები აქვს! ეგ ეკას უღალატებს! საწყალი ეკა!

_
დაღამდა, შუქი არ იყო. გვანცა ეკაზე ფიქრობდა და იფიქრა – გადავურეკავ, მაინც მარტოაო.
ცოტა ლაპარაკის მერე გვანცამ ჰკითხა:
- პრობლემები ხომ არ გაქვთ?
- არა, შენ?
- არც მე, - გვანცას გაეცინა.
- თუ გინდა, მოდი.
- ახლა? გვიან არ არის?
შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს ეკა მივიდოდა.

_
ორზე მოვალო და ხუთზე მივიდა. თავისი ვიწრო ჯინსი ეცვა და ლურჯი სვიტერი, მაგრად გამოიყურებოდა. თმები საკმაოდ გაზრდოდა და მაინც ყალყზე ედგა. მხიარულად იყო, წამოსვლამდე არაყი დავლიეო.
გვანცამ ცოტა საჭმელი მოიტანა, ლუდიც ჰქონდა.
ეკა თავისი ბავშვობის ამბებს უყვებოდა:
- სკოლაში ხუთი წლის შევედი. ისეთი პატარა ვიყავი, არ ვჩანდი, სუფთა წერტილი! მასწავლებლრბი არ მიყვარდა და არ ვსწავლობდი. თუმცა, რომელი მასწავლებელიც მიყვარდა, არც იმის საგანს ვსწავლობდი. მუსიკის მასწავლებელი კი სულ საყვედურებს მიწერდა და სახლში მატანდა. მომბეზრდა ერთხელ და მისი მსგავსი ხელით მე თვითონ ჩავწერე – სულ ვაქე ჩემი თავი და ბოლოს ასე დავამთავრე, ეს ბავშვი გენიოსი გამოვა-მეთქი! დედაჩემი მეცხრე ცაზე იყო, როცა წაიკითხა. დღემდე არ იცის, რომ მე ჩავწერე.
...სკოლის ბანკეტზე პირველად დავთვერი და სასეირნოდ წავედი ერთ კლასელ ბიჭთან ერთად. ბნელოდა, სად ვისეირნეთ, ზუსტად არ ვიცი, მგონი ვიზასავეთ, მგონი არ გვიჟიმავია... - გაიცინა, - მერე ეზოს სკამზე მუხლებზე ვეჯექი. მობანკეტეებთან როცა დავბრუნდი, კაბა თუ კაბაზე მანჟეტი მქონდა ჩამოხეული და წარმოგიდგენია იმათი სახეები! ვიღაცამ ნემსი და ძაფი მომაწოდა, დამრიგებელმა კი მითრა, შენ აქამდე სერიოზული გოგო იყავიო!..
- დათრობა კარგია, დაძაბულობა გეხსნება. არადა, სულ დაძაბული ვიყავი...
- მეც, თითქოს ტუალეთში ზიხარ!
მერე ირაკლი გაიხსენეს.
- ნუცუბიძეზე რატომ არის, ჩვენს გამო ხომ არ იყო რამე?
- შენს თავს გულისხმობ?
- არა, საეროდ, სიტუაციას.
- ნეტა სხვა არაფერი არ იყოს! – ამ დროს თვალებში აშკარა სევდა თუ რაღაც ღრმა სულიერი ტკივილი ჰქონდა, რასაც სიტყვით ვერ გადმოსცემ.
გვანცამ სხვა თემაზე გადაიტანა ლაპარაკი.
ეკამ კი რაღაც მოყვა ანეგდოტივით:
“ერთ კაცს ჰყავდა ცოლი, თავიდან კი უყვარდა, მაგრამ მერე გადაუყვარდა. წლები გადიოდა და ის კი ვერ ეუბნებოდა ამას ცოლს. არადა, სულ იმაზე ოცნებობდა, რომ გაყროდა. ერთ მშვენიერ დღეს ცოლმა განუცხადა, გაყრა მინდაო. კაცი გახარებული გამოვარდა გარეთ, დაეჯახა მანქანა! დააწვინეს საავადმყოფოში, ძლივს გადარჩა... ნახულობდნენ მეგობრები, ნათესავები და ყველას ეგონა, გაყრის ამბვმა ისე იმოქმედა კაცზე, რომ მანქანას შეუვარდა... როგორც იქნა, გამოწერეს და გაიგო, რომ მისი ცოლი საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდა ვიღაცასთან ერთად... შემთხვევით ისევ დაეჯახა მანქანა და მოკვდა.”
გვანცა ძალიან ცდილობდა, ამ ამბის მოსმენისას ანალოგიები არ გაეკეთებინა, თუმცა, ეჩვენებოდა, რომ ეკა ქმრის ადგილას თავის თავს გულისხმობდა.


_
გვანცა გამოშტერდა ეკა და ირაკლიზე ფიქრისგან და კუს ტბაზე წავიდა თიკოსთან და სალისთან ერთად.
წასვლის წინ წითელი ღვინო დალია და შეიძლება ამიტომაც იყო კარგ ხასიათზე. ხტუნვა-ხტუნვით მიდიოდა და ახლა ისიც კი სასიამოვნოდ ეჩვენებოდა, ამდენი დღე რაც სტანჯავდა.
შორ ბილიკებს დაადგნენ, გზაც კი აებნათ. ერთ ადგილას კლდეები გადაიარეს. ფეხიც რამდენჯერმე დაუცდა. ტალახი და მოლიპული გზები იყო. ჰაერი – ძალიან სასიამოვნო, გამჭვირვალე. სიწყნარე იყო და ძალიან არ ციოდა.
        “მოლიპულ გზააზე ყვაილი ვნახეე...
        და ამ ყვაიილში მე შენ მოგნახეე..
        დავდივარ მაარტო, ბნელ-ბნელ ქუჩებშიი,
        რომ დამეკოოცნე ლამაზ ტუჩებშიიი..."
მამამისის ახალგაზრდობის სიმღერას მღეროდა თიკო და გოგოებს ართობდა.
- ერთადერთი სიყვარულის თუ გჯერა? – ჰკითხა გვანცამ სალის, - ანუ მეორე ნახევრის პოვნის?
- მაგისი რომ არ მჯეროდეს, ჩემთვის ცხოვრება აზრს დაკარგავდა, - თეატრალური ჟესტებით დაიწყო მოყოლა, როგორ ელოდება სიყვარულს: უნდა, რომ გაიქცეს, შეეგებოს, გული არ უჩერდება... ელოდება ფანჯარასთან მდგარი, დრო კი გადის... შუადღეა... ის კი არ ჩანს! ბინდდება... და ფიქრობს – “ის შეიძლება გამოჩნდეს, მოვიდეს ახლა, მაგრამ იქნებ ვეღარც კი ვიცნო!”
- რა რომანტიულია! – გვანცა შეეცადა, ღიმილის გარეშე ეთქვა. 

ძალიან გვიან არ იყო და ირინა ინახულა. არ იყო კარგ ხასიათზე, ჯგუფელებზე იყო ნაწყენი – ცოტა დაულევიათ და ტელევიზიაში წასულან. არ ვიცი, ასე რატომ დავთვერი, კარგად არ ვიყავი და ტელევიზიაში რვიანებზე დავდიოდი... ჯგუფელები კი ჩემზე არ ზრუნავდნენ, ეჭვის თვალითაც კი მიყურებდნენო...
გვანცა შეწუხდა:
- შენი ჯგუფელები ნერვების მოსაშლელად არ ღირან! ცხოვრებაში სხვა ბევრი კარგი რამეც არის!

_

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები