 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2025 |
ნინო დარბაისელი
კიდევ ერთი პაციფისტური მონორაიმი ( მე - თვრამეტი რითმა დავითვალე. მეძინება და სწორია?)
“ეს - მე არა მნდომია, ეს - ობამას ომია!” - ამბობს ტრამპი, ზელენსკის - ჩანს ფიზიონომია. თუ ობამას ომია, სხვას ჰგონია, ლომია, ხოლო სინამდვილეში - ჩავარდნილი ცომია. ვის რა გაუზომია, ნამდვილი ,,დურდომია”, და სუყველაც გნომია, სადაც ვინ რა ტომია, ერთიანად შიშვლდება ყველას ანატომია. რა ფუჭი ნახტომია! ევროპას - სამშვიდობო სადავე გასხლტომია, “მამა მია!”- აკვნესდა ვატიკანი, რომია, ვინც ვის გვერდით მდგომია, ვინ წამსვლელ-დამრჩომია, მართავს თურმე ფარული კომიტეტი, კომია, ხოლო ომი ყოფილა - ნამდვილი ობომია!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიანი მომეწონა. ძალიანი მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|