რას ნიშნავს, ძილი უსიზმრო და მხოლოდ დილის ლანდი. რას ხედავ, როცა ძილიდან თვალს მორიდებით ახელ. როცა არც იქით რჩები და არც აქეთა ხარ ფხიზლად , თეთრი ხილვების კართან ვინ გაკრთება, და ვინ დგას.
ქალია. ალბათ, შუახნის. მუხლებზე უწევს ღმერთი და ერთის ცრემლის თილისმა, მეორის სისხლს, რომ ერთვის, მაშინ კვდებიან მზისსწორნი, ნისლი ჩამოდის ბარად და მოტირალი ღრუბლები ქერუბიმთა ფრთებს გვანან..
ყოვლის მხედველი თვალია და ცრემლის ბასრი წვეთი.. დამშრალი იორდანია. ჩვენით მოკლული ღმერთი. ნუ ტირი, დედა მარიამ. ნუ ტირი, დედა ღვთისა!! ადამიანის გონი თუ დაფარა ბოღმის ნისლმა.
ჯერ ხომ დიდებით მივიღეთ, პალმა ვუფინეთ გზა-გზა. /იმ დიდი დღის მოსაგონრად, ახლა ნაკურთხი ბზა გვაქვს./ მერე გავყიდეთ. გავწირეთ. მოვკალით დედისერთა. "არ იციანო რას იქმან" - ჩვენთვის ილოცა ღმერთმა,
მომაკვდავმა და ჯვარცმულმა, ცას მილურსმული გულით. შეგვინდე, დედა მარიამ, ადამიანებს შური.. იცოდი, რომ წაგართმევდით. იცოდი, მოგიკლავდით. მაშინვე, როცა გეახლა გუნდრუკით მოგვი. /ყალმით
ოქროსი/, მურით და მათ მისი სიკვდილიც განჭვრიტეს.. მათ ხომ, მაშინვე სწამდათ, სულ ცოტა ვერცხლი დასჭირდეს კაცს და გაყიდის ღმერთსაც. შეეშინდეს და უარყოფს, შეეშინდეს და შეჭამს მიწას.. მერე კი მდუმარებს,
თავს სინანულში იკლავს. ადამიანი მხეცია. ადამიანი - რისხვა. ნუ ტირი, დედა მარიამ. ღმერთის სიკვდილი ვინ სთქვა. გაიღიმებს და აღსდგება, შენი მზისფერი, ძე ღვთის. ნუ ტირი, დედა მარიამ, შენი ცრემლები ერთვის
ქრისტეს სისხლსა და ცრემლებიც იღებებიან წითლად. ნუ ტირი, დედა მარიამ, ღმერთის სიკვდილი ვინ თქვა. ჯვარცმაში ჩვენი ზნე მოჩანს- ბოროტება და ღვარძლი. ნუ ტირი, დედა ღვთისაო. ვზივარ, მზისფერ თმებს გვარცხნი..
ვწერ და ლექსებით ვეხები, ქრისტეს ნალურსმევს თითქოს, ვწერ. სტრიქონებით ჯვარცმისთვის, ჩემ წილ შენდობას ვითხოვ. ვწერ და წერისას გეხები, ცრემლით დალბობილ თმებზე. ლექსებს შემოვრჩი ცოცხალი. და ახლა, ლექსშიც ვერ ვძლებ..
ადამიანი მხეცია. ადამიანი - რისხვა. ნუ ტირი, დედა მარიამ. ღმერთის სიკვდილი ვინ სთქვა. გაიღიმებს და აღსდგება, შენი მზისფერი, ძე ღვთის. ნუ ტირი, დედა მარიამ, შენი ცრემლები ერთვის
"ადამიანი ყოფილა მხეცი რომელიც ,ხან მძულს, ხან მეცოდება" გალაკტიონ ტაბიძე
ადამიანი მხეცია. ადამიანი - რისხვა. ნუ ტირი, დედა მარიამ. ღმერთის სიკვდილი ვინ სთქვა. გაიღიმებს და აღსდგება, შენი მზისფერი, ძე ღვთის. ნუ ტირი, დედა მარიამ, შენი ცრემლები ერთვის
"ადამიანი ყოფილა მხეცი რომელიც ,ხან მძულს, ხან მეცოდება" გალაკტიონ ტაბიძე