ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2025


პომადა


ნინო დარბაისელი

პომადა

ასე რატომ დავიჭყანე უცებ,
ვაშლი შემხვდა უცებ მე ჭიანი?!
საყვარელსაც - საყვარლობას ვუწევ,
სულ არა ვარ  მასზე  ეჭვიანი.

მისი მოვლაც ყოფას მიხალისებს,
თორემ კაცი სხვაგან სად არაა.
გასარეცხად ვახარისხებ მისებს…
საყელოზე - ეს პომადა - რაა!

ვურეკავ და არ პასუხობს ზარებს,
მესიჯს ვწერ და წამკითხავი არ ჩანს.
რომ ხედავდეს, პასუხს დაიზარებს?
იქნებ სადმე,  სამსახურში დარჩა!

ახალგაზრდა არ ჩანს, ბებერია?
ვინღა ისვამს  პერლამუტრის ტონებს,
თანაგრძნობის  განცდაც შემერია:
-მიიჩვევს და მასზეც იბატონებს!

ვინ უშველის გრძნობას - გადაცერილს!
ეგ მაკლია, დავეკიდო ბარგად,
მაცივარზე მივამაგრებ წერილს:
მეჩქარება, მე წავედი, კარგად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები