ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2025


ერთი ამოსუნთქვაც ყოფნის..

ადამიანს შეიძლება ისე უყვარდეს, რომ სიკვდილი უნდოდეს.
და შენ თუ გესმის ეს?
გესმის რომ ერთი შეხედვა და..
გაჩერდა გული.

აი ასე, ერთ ამოსუნთქვაში და აღარ ჩასუნთქვაში.
უყურებ და ყველაფერს ერთიანად გრძნობ
და მერე უცებ გადატვირთვა,
მთელი სხეულის, მთელი სულის, მთელი ცხოვრების.

შენ თუ გესმის რომ ერთხელაც თვალებს დახუჭავ,
მერე გაახელ და ყველაფერი შეიცვალა.
თუ გესმის რომ ახლა გიყურებ,
გიყურებ და გგძნობ
და აქ არ ხარ.

ადამიანს შეიძლება ისე უყვარდეს, რომ სიცოცხლეც და სიკვდილიც ერთად უნდოდეს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები