ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2025


პატრიოტული მონორაიმი

ნინო დარბაისელი

პატრიოტული მონორაიმი

ქვეყანაა დაბურული,
მომრევია მე ღვარული -
თვალზე - ცრემლი, არა -  რული,
დამეღალა გული კრული,
შორით მოვთქვამ გულდაზრული.
ყოფა მერგო  მე ზამთრული,
ყინვისაგან მინამქრული, 
სიშორეში -დაძაგრული,
პატიმრული, თან - ბებრული,
ხმები მესმის  შორმგზავრული:

ვინ - გვაცეკვებს, რა - დაკრული?
მეგობრობა?! - ფარსი, მტრული -
- ვითომც ტკბილი, თან ზღაპრული,
ვითომც - ჩვენი  მოყვარული,
ქცევა - ვითომც მეისრული,
სიტყვა - ვითომც გადაკრული.
ვინ, ვინაა - გაბასრული?
მართალია - გაბაწრული!
ქრისტეს რწმენა? - ჯვარს გაკრული,
სატანა კი  - გაბადრული,
რა გვიშველის, რა არული!

საქციელი - რამ ლაჩრული,
უგეგმო და ცანცარული,
ვითომც  ძაან მეომრული…
რისი ვიყო მოხარული?! -
საქართველო - დასახსრული! -
ყოფა, ქცევა - მთლად ვაჭრული,
მთლად ქუჩური და ბაზრული,
კედლებია  მთლად დაძრული,
რა მყუდრო და რა ტაძრული?!
არც გუმბათი - დახურული,
ფრესკებია - დაკაწრული…
(სიყვარული - ვანდალური?!)
თესლი - თაგვთა გადახრული?!
აღმა ხნული, დაბარული,
დაღმა ფარცხეს… - ხმა  ფარული,
ვაყურადებ დაზაფრული,
(ვიცი, თქმაა  მოარული)…

საქართველო კი არა, და საგიჟეთი არის სრული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები