ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2025


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XXXXVIII )

                                                                                                                                          ***



        აღმა-დაღმა ხეტიალით გადაღლილი პოლკოვნიკი, როგორც იქნა ლიტონის საჯარო ბიბლიოთეკსაც მოადგა საბოლოოდ. საღამო ხანი იყო. ქალაქშიც კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, ვისაც შიგნით მოხვედრა სურდა. რა საკვირველია პოლკოვნიკსაც რიგში დგომა მოუწია, სადაც ნაკადი არა და არ ცხრებოდა. ერთი ფიქრი ისიც კი იფიქრა ნაადრევად მომიწა მოსვლაო, ამიტომ პალტო თავზე წამოიხურა და სასტუმროსკენ უიმედოდ გასწია. იმედოვნებდა რომ მეორე დღეს მაინც შეძლებდა შიგნით შესვლას. საოჯახო ტიპის სასტუმრო მახლობლად იყო. თავისთვის მეტისმეტად ვიწრო ოთახი აერჩია. მხოლოდ საწოლი, მცირე ზომის კარადა და საკიდი ჰქონდა, რადგან უმეტეს დროს  ქალაქში ატარებდა. საწოლთან სანათი ედგა, სადაც დღის ბოლოს იმ ადამიანების მისამართებს შლიდა, ვისთანაც დამიანე არ დახვდა. ასეთი კი საკმაოდ ბევრი იყო. სათვალეს ცხვირზე მჭიდროდ მიისრესდა და უიმედოდ ფურცლავდა წარუმატებელ დღეებს. ბოლოს უჯრიდან ნაცნობი გაზეთის ეგზემპლარს დაწვდებოდა და თავისთვის დაუსრულებლად გადაიკითხავდა. გეგონება მასში რაიმე ახალს იპოვისო. სტატიაში დამიანეზე ეწერა, სადაც მისი ფოტოები და საკონტაქტო ნომრები იყო მითითებული. უღიმღამო დღის შემდეგ კი ერთ ჭიქა ვისკს წრუპავდა და ძილის წინ ცოლისა და ოლენკას ფოტოს ეფერებოდა. ნანობდა რომ მისმა არასწორმა არჩევანმა ყველაფერი წაართვა, რაც კი აქამდე ებადა. მათ შორის ცოლი და საოცარი შვილები, რომლებიც სათანადოდ არ დაფასდნენ. ამაზე ფიქრში უსიამოვნოდ ამოიხრიალა და იქვე მდგარი სანათი ფრთხილად გათიშა. ძილი მაინც არ ეკარებოდა.



                                                                                                                                            ***


    ფილაქნებზე ნაბიჯების ხმა მატულობდა. შინისაკენ მიმავალ ანას, თადეოზი ზურგიდან წამოეწია, რომელიც დაჟინებით ცდილობდა ანას დარწმუნებას, მაგრამ ანა ჯიუტად არ ეპუებოდა მას. თადეოზის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო რომ ერთხელ გაიქცა, მეორედ კი გაქცევა ვეღარ შეძლო. მისი საიდუმლოებებით მოცული წარსული გულს უკლავდა, თუმცა ვერც ტოვებდა. თავს იტყუებდნენ, მაგრამ ცხადი იყო ერთმანეთი უყვარდებოდათ. ისეთი სიყვარულით უყვარდებოდათ, რომელიც კაცობრიობას აქამდე ჯერ არ სმენია. მთელი ეს დრო ამ ქალს უცდიდა და მისი წერილებიც მას ეძღვნებოდა, უბრალოდ აქამდე ვერას გზით ვერ შეხვედროდნენ ერთმანეთს. თადეოზს დარა ტყუილად არ დაუკარგავს. ის ამაოდ არ დაუღალატებიათ, რადგან არც ანას აუღია მატარებლის ბილეთი ტყუილად. ისინი ერთმანეთს აუცილებლად უნდა შეხვედროდნენ, უნდა შეჰყროდნენ... და რომ არა ეს ყველა განსაცდელი ალბათ სხვადასხვა გზით წავიდოდნენ და ამ ქალაქშიც არაფერი არ მოხდებოდა. ის სხვა ქალაქში გააგრძელებდა ძებნას, თადეოზი კი მარადჟამ სასახლის დარაბებიდან განაგრძობდა დარაზე ფიქრს და მთელი ცხოვრება იმაზე დარდი გასტანაჯავდა თუ რა მოხდებოდა ყველაფერი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო?! სულ სხვანაირად. ხანდახან რა ცოტა სჭირდება ადამიანს და რა ბევრის გაღება უწევს. ზოგჯერ იმიტომ რომ არასწორი ადამიანი შეხვდა. ზოგჯერ თავად გააკეთა მცდარი არჩევანი. ზოგჯერ კი ადამიანობა მოუნდა და სწორედ მანდ შეცდა. ღმერთმა უწყის თუ რა არის სიყვარული და რატომ ტანჯავდნენ ერთმანეთს, მაგრამ თუ არ დაიტანჯებოდნენ მისი ნაყოფიც არ იქნებოდა. ამასობაში წვიმა სულ უფრო მატულობდა. თადეოზმა სწრაფად გაიხადა პალტო და ანას მშვიდად მოაცვა. ანაც თითქოს წამში გათბა. უნებლიედ ხმა  სადღაც გაუკრთა. ისე ახლოს იდგა მასთან, რომ თმიდან ჩამოსული წვეთები პირდაპირ პალტოს ეცემოდა. მისი მშვიდი ხასიათი მოსვენებას უკარგავდა, მაგრამ მოწონდა კიდეც. გამორჩეულად ლურჯ თვალებში პატარა სინათლეები ვარსკვლავებით ციმციმებდნენ. მოულოდნელად კიდევ უფრო მიუახლოვდა. თითქოს რაღაცის თქმა სურდა მაგრამ შინაგანმა სიამაყემ თავის ქნა და მაინც ბიბლიოთეკისკენ გააგრძელა გზა.




- ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ... - ეს იყო ერთადაერთი, რისი თქმაც მისთვის შეძლო.
  ანა შეჩერდა. ძირს იმზირებოდა და მის სველ თმას ხელით ისწორებდა. შემდეგ კი ნელი მოძრაობით თადეოზისკენ მობრუნდა, რომელიც გაშეშებული შუა გზაზე იდგა და მისგან ერთ სიტყვას მაინც ელოდა.
- მიყვარხარ ანა! ნება მომეცი რომ უკეთესი გავხდე. ნება მომეცი შენს გვერდით დავრჩე და ვიზრუნო, რადგან ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც აქამდე მიმიღია. მესმის რომ ჩემზე არაფერი იცი და ეს გაწუხებს, მაგრამ ჩემ ისტორიაში არაფერია კარგი. რატომ არ შეიძლება ადამიანებმა საუბარი შეწყვიტონ? ან რატომ არ შეიძლება უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ ვიყავი ან ვინ ვარ. მთავარია ვინ გავხდი მას შემდეგ, რაც ანა გავიცანი. ეს ყველაზე კარგი მოვლენაა, რაც ოდესმე მომხდარა. ღმერთმა ერთადერთხელ მოიღო ჩემზე წყალობა და ისიც შენი თავი გამომიგზავნა და იცი რატომ? ყველაფერ იმის მერე რისი გადატანაც მომიხდა მხოლოდ, იმიტომ რომ შენ გამეცანი. ერთად ვმდგარიყავით მუზეუმის წარმოსახვით რიგში. გეწერა წერილები, რომელსაც ფოსტალიონი ყოველ დღე ჯიუტად დაგიბრუნებდა უკან, გვეჩხუბა და გვეკამათა უაზროდ, ხოლო შემდეგ ისევ უწინდებურად შევრიგებულიყავით. საღამოობით ყვავილები მომეგროვებინა, კაფეში მარტოდ მყოფს კი ქრიზანთემები მომერთმია შენთვის. ცხენით უსასრულოდ შემოგვეარა ლიტონის მხარეები, ხოლო სასახლის უმაღლეს წერტილში ვალსი გვეცეკვა. მე კვლავ ჯიუტად შევეცდებოდი შენ კოცნას, შენ კი ლამაზი საღამოების ოსტატურად გაფუჭებაში დახელოვნდებოდი. ისევ ჩაგკიდებდი ხელს და ერთად შემოვირბენდით ქალაქის ყველაზე ვიწრო ქუჩებს და მთელ სამყაროს ყვირილით ავასებდით რომ გვიყვარს ერთმანეთი და არ შეგვიძლია სხვანაირად. წასვლის უფლებას არასდროს მოგცემ ანა! სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე მე ყოველთვის შენთან ვიქნები. შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ჩემ ცხოვრებში, ვინც პირველად შემომხედა შეყვარებული თვალებით. ერთადერთი ხარ, რომელმაც შეძლო და ეს ყინული გაალღვო. ჩვენი ამბავი უკვე დიდიხანია დაიწყო, მაგრამ ამის აღიარებას არ აპირებ. სამყარო ყოვეთვის მზად იყო იმისთვის რომ ერთ დღესაც ერთმანეთს გადავყროდით და ასეც მოხდა. უსაზღვროდ და განუზომლად მიყვარხარ. მიყვარხარ და შენს დათმობას არ ვაპირებ. არ არსებობს ისეთი ისტორია, სადაც მე და შენ ერთად აღარ ვიქნებით.


- არ ვიცი! მიჭირს რაიმეს თქმა...
- არაფრის თქმა არ არის საჭირო, ანა - უპასუხა თადეოზმა. - ჭირსაც წაუღია ეს უადგილო კითხვები და პასუხები, როცა მიყვარხარ და მჭირდები. ამის იქეთ განა რაღა უნდა ვთქვა? რა უნდა დაამატოს ადამიანმა?
ანას სუნთქვა კიდევ უფრო გაუხშირდა. მშვიდი ნაბიჯებით თადეოზს მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
- როცა შენს გვერდით არ ვიქნები, უბრალოდ ყვავილებზე იფიქრე. ეს ერთადერთია, რაც მუდმივად შენ თავს მახსენებს! - ამ სიტყვებზე თადეოზმა ცდუნებას ვეღარ სძლია და მთელი არსებით აკოცა. მისი ტკბილი და სველი ტუჩები სიცივისგან მთლად ათრთოლებულიყო. სხეული ძლიერად მოიქცია მკლავებში, რათა ანას ნაცნობი სურნელი კიდევ ერთხელ შეეგრძნო. ალბათ არაფერი იმაზე ლამაზი და აღმატებული, რასაც შეყვარებული ქალი ჰქვია.


             

                                                                                                                                        (გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები