| ავტორი: ჯი-კო ჟანრი: პოეზია 27 აპრილი, 2025 |
* * * მოვიდა მარტი, მოვედით ჩვენ, მოვიდა ღამე, ერთად დავსხედით ბაღში გრძელ სკამზე და ველოდით წვიმას - წვიმა იჩქაროდა ზამთრის ბილიკებზე, რომ დასწრებოდა გაზაფხულის სიზმრის დაწყებას. მოვიდა წვიმა, ერთგულ ძაღლივით აულოკა ღამეს სიბნელე, ჩვენ - გრძნობები, მარტს - პირველი დღე.. მოვიდა წვიმა, სიზმრის სცენაზე აწკრიალდნენ ზანზალაკები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|