| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 3 მაისი, 2025 |
(საფუძვლად უდევს რეალური ამბავი)
14.05.
''დღეს როგორ ხარ, ლევან?''
''მადლობა, მაიკო, შენ როგორ ხარ? მე უკეთ )''
''გული?''
''ჯერ ძგერს ) შენი ბებო უკეთ არის?'' ''დიდხანს უნდა იძგეროს ) ბებო სუსტადაა. თითქმის არაფერს ჭამდა და დღეს ვიფიქრე, მოდი ღომს გავუკეთებ და ყველთან ერთად იქნებ ცოტა მაინც შეჭამოს-მეთქი. ლევან, ერთი თეფში შეჭამა! ))) აწი როგორ მოვაკლებ ) რა ხდება შენს ფილმზე?''
''ჯერ არაფერი ისმის'' ''ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება ???? კარგი, წავედი სიუზი ბებოს უნდა მივხედო დროებით )''
''დროებით, მაიკო )''
16.05.
''ლევან, აქ ხარ?''
''კი, აქ ვარ''
''დღეს სიუზანს ხმა არ ამოუღია. მხოლოდ კვნესის. ერთ კვირაზე მეტია შვილები არ მოსულან. კი რეკავენ, მაგრამ არ შემოუვლიათ. არადა, აქვე ცხოვრობენ. ძალიან მეცოდება. გუშინწინ მითხრა, ჩემი შვილი მგონიხარ ისე მივლიო და პირველად მომითათუნა ხელი ლოყაზე''
''ჰო, სითბო მიიღო და თვითონაც უნდა, რომ გასცეს'' ''რაღაცნაირი ურთიერთობები აქვთ. ცივი. მებრალებიან. კარგი, წავედი''
''წადი )''
18.05. ''ლევან, როგორ ხარ? წუხელ მაგრად შეგვაჯანჯღარა მიწისძვრა იყო, გაიგებდი. იცი, პირველი, რაც გავაკეთე, შუქი ავანთე, მერე სიუზანს გადავეფარე და ნუ გეშენია-მეთქი. რაღაცნაირად გამომხედა. აწყლიანებული თვალებით. მე მგონი, გაგიჭირე საქმე ჩემი მოხუცის ამბებით ))''
''არა, არა, მაიკო, რას ამბობ, გისმენ და ვხედავ ))''
''მადლობა, ლევან ????''
''უჰ, კარგი, რა ))''
''????''
21.05. ,,ლევან! ????''
''რა მოხდა, მაიკო? ბებო გარდაიცვალა?''
''უარესიიი ????''
''რა?! თქვი?!''
''რა და, სიუზანის შვილებმა ექიმი მოიყვანეს, რომელმაც თქვა, რომ მორფის ინექციას დაუნიშნავს და ბებოს ნელნელა დააძინებენ ???? გესმის? ????????????''
''როგორ - დააძინებენ?''
''მოკლავენ, ლევან, მოკლავენ ???? ევთანაზია ხომ გაგიგია ????''
''როგორ?! დედას?!''
''ხო, დედას და თან მეუბნებიან, შენ შეუყვანე ვენაშიო. გავგიჟდი ???? უჯიშოებიიი! არაფერი მითქვამს. ოთახში შევედი და ჩემი ნივთების შეგროვება დავიწყე. შემომყვნენ. ცოტა ხანი იდგნენ და მერე, კარგი, თვითონ ექიმი გააკეთებსო. ეს საცოდავი ვერ ლაპარაკობს და ამიტომ კანონით მისი თანხმობის გარეშე შეუძლიათ გადაწყვეტა. ვთხოვე, ერთი კვირა მომეცით-მეთქი. რა აზრი აქვსო, მომეცით-მეთქი. დამთანხმდნენ. უნდა მოვაბრუნო, სიუზი! უნდა მოვაბრუნო! დაგძაბე. მაპატიე, წავედი. მადლობა, ლევან ????????''
24.05.
''მაიკო, როგორ ხარ და ბებო, როგორ არის?''
''გამარჯობა, ლევან ???? სამი დღეა, დილა-საღამოს, მთელს სხეულზე და თავზე მსუბუქ მასაჟს ვუკეთებ, ველაპარაკები და ნატურალურ წვენებს ვუწურავ, ცოტათი ნიორს და თაფლს ვურევ და ვასმევ. მოიხედა, იცი? ჰო, კიდევ ვლოცულობ ) ამ დილით სუსტი ხმით, მაგრამ სტაფილოს წვენი რომ შესვა მადლობა გადამიხადა ???? ისე მიხარია, ვერ გადმოგცემ''
''შენ კი არა, მეც მიხარია ???? მაგარი ხარ, მაიკო ???? ვატყობ, შენ სიუზის ფეხზეც დააყენებ )''
''ფეხზე ვერ, მაგრამ მოვაბრუნე, კი ჰქვია ????''
''შვილები იყვნენ?''
''არა და ჯერ არც მინდა მოვიდნენ. ცოტა კიდევ უფრო უკეთ მინდა გახდეს. მერე წავალ. არ ვაპატიებ იმ ექიმის მოყვანას!''
''მერე სიუზი უშენოდ?''
''კი, ეგ მეფიქრება, მაგრამ ისევ რომ მოიყვანონ ექიმი, მაგასაც ვფიქრობ''
''ჰო, შენ შენი საქმე უკვე გააკეთე და აწი ღმერთია მოწყალე. მაგარი ხარ, მაიკო ????''
''არაფერიც არ ვარ, ლევან, დედაჩემი წარმოვიდგინე და ეგ იყო. კარგი, წავედი ????
''????''
27.05.
''ლევან ???? სიუზი საგრძნობლად უკეთ არის. დღეს დილით მთხოვა, შენი ქვეყნის სიმღერა მიმღერეო. პირველად მივუჯექი როიალს. ცხონებული ინოლას სიმღერებით დავიწყე და თბილისოთი დავასრულე. გაოცებული მისმენდა. ჯერერთი არ იცოდა, რომ ვუკრავდი და ვმღეროდი და მერე სიმღერებზე გადაირია. სასაცილოდ ''ატაშუნებდა'' სიფრიფანა ქარვისფერ ხელებს ???? მერე მოდიო, ჩემი ხელი ჯერ გულთან მიიდო და მერე გრილი, მშრალი ტუჩებით შეეხო თავი ვერ შევიკავე და ავტირდი. თვითონაც აიცრემლა. ძალიან საყვარელია ????''
''მოკლედ, ერთი კარგი მოთხრობა დაიწერება შენზე და სიუზიზე ))''
''ჰო, რა ვიცი )) ლევან, სიუზის ქალიშვილი მირეკავს, მერე მოგწერ''
''კარგი''
29.05.
''ლევან???? მერე ვეღარ მოგწერე. რებეკამ, სიუზის შვილმა, მკითხა - ხომ არ იცი, დედა რატომ გვიბარებსო. როდის მოახერხა არ ვიცი, თურმე დაურეკავს ორივე შვილისთვის და კვირას ერთად მოდით აუცილებლადო. არაფერი ვიცოდი. ხვალ მოვლენ. ნეტავი, რისთვის დაუძახა. გაცილებით უკეთ არის ჩემი სიუზი. ჩემზე კარგი მადა აქვს ???? კვირის ამბავს მოგწერ ) ხომ გაგხადე ჩვენი ისტორიების თანამონაწილე? ) კარგად ????''
''შენი და სიუზის გულშემატკივარი ვარ! ???? ნეტა, რას უმზადებს შვილებს?''
31.05.
''ლევან, აქ ხარ? როგორ ხარ?''
''კი, მაიკო. ვარ, რა. შენ?''
''უი, რა ვიცი. მეც მასე. კვირის ამბავი უნდა მოგიყვე. კვირადილით სიუზის მასაჟები გავუკეთე, წვენები დავუწურე და რომ მიირთვა, მეუბნება - დამიჯექი, საქმე მაქვსო. ჩამოვჯექი. დღეს ჩემი შვილები მოვლენ და იმათი თანდასწრებით მე შენ რაღაცას გთხოვ და უარი არ მითხრაო. რა უნდა მთხოვოთ-მეთქი. არა, მაგას მერე გეტყვი, რომ მოვლენო. ნაშუადღევს მოვიდნენ რებეკა და სტივი. მანამდე სიუზიმ სავარძელში ჩამსვიო მთხოვა. გამოვპრანჭე და დახვდა შვილებს მშვენიერ ფორმაში. რებეკამ და სტივმა რომ მოხუცი დაინახეს პირი დააღეს. მერე რებეკა მომიტრიალდა და მეკითხება: - ეს ნამდვილი სასწაულია! ეს როგორ მოახერხეთ?!-ო. უცებ სიუზი ჩაერთო და შვილს ეუბნება - მაგაზე მე გიპასუხებთ, თქვენ აი, იქ დასხედით-ო და ორივეს სკამზე მიუთითა. მერე მომიტრიალდა და მეუბნება: - მეია, ძალიან გთხოვ, მოგვასმენინე შენი ქვეყნის სიმღერები-ო ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია-ო არ მოველოდი ასეთ თხოვნას, მაგრამ მოხუცს უარი არ ვუთხარი და უყოყმანოდ მივუჯექი როიალს. თითქმის იგივე რეპერტუარი მქონდა, რაც იმ დღეს სიუზისთან. რამდენჯერმე გავხედე რებეკას და სტივს და გაოცებულები მიყურებდნენ. ბოლოს გავბედე და რა თქმა უნდა, როიალის გარეშე, ,,შენ, ბიჭო, ანაგურელო,, ვიმღერე. ცოტა ხანი სიჩუმე იყო. მერე კი ოვაციები და და-ძმის აწყლიანებული თვალები. მომცვიდნენ, გულში მიხუტებდნენ, არ იშურებდნენ თბილ სიტყვებს, მადლობებს მიხდიდნენ. მერე სტივი დედასთან მივიდა, დაიხარა და გულში ჩაიკრა. რებეკამაც იგივე გააკეთა. სავარძელში მჯდომი მოხუცი დედის წინ, ორი პატარა ბავშვი ჩაცუცქულიყო და ცრემლს ღვრიდა. მერე სტივმა - მაპატიე, დედა-ო. რებეკამაც - ჰო, დედა, გვაპატიეო. სიუზიმ ისევ იმ სკამებისკენ გაიშვირა ხელი, სადაც რამდენიმე წუთის წინ და-ძმა იჯდა და მიახვედრა - თქვენს ადგილებს დაუბრუნდითო. რებეკა და სტივი სკამებზე ისხდნენ და თვალებზე ცრემლს იწმენდნენ. მე დაბნეული ვუყურებდი ჩემს თვალწინ შეცვლილ ადამიანებს. უცებ სიუზი ამბობს: - სტივ, შენი პირველადი განათლება მუსიკათმცოდნეობაა, ხომ ასეა? - კი, დედა - აბა, კარგად დაფიქრდი და მითხარი - ზუსტად სამი სიტყვით როგორ დაახასიათებდი მეას მიერ შესრულებულ სიმღერებს. სტივი ჩაფიქრდა. - ზუსტად სამი სიტყვით, დედა? - მხოლოდ! სტივმა ღრმად ჩაისუნთქა, სადღაც, სივრცეში გაინავარდა და მერე დედას მიუბრუნდა. - დიდი სიყვარულის სევდა. - რებეკა! ახლა ქალიშვილს მიმართა სიუზიმ. - ასე მახსოვს, სამუსიკო კოლეჯში, ჩელოზე გარკვეული წარმატებები გჰქონდა - დიახ, დედა - ასევე სამ სიტყვას ველი შენგან - ნოსტალგიური სიმღერა სიყვარულზე. ლევან, ჩემს მოხუცს გაეღიმა და შვილებს ეუბნება: - ხედავთ? სიტყვა ,,სიყვარულს,, გვერდი ვერ აუარეთ. რებეკა, შენ რომ შემოხვედი და მე უკეთეს მდგომარეობაში დამინახე, მეიას უთხარი - ეს სასწაულია და როგორ მოახერხეთო, ხომ ასე იყო? - კი, დედა - სწორედ ეს არის პასუხი შენს შეკითხვაზე, რებეკა - ეს ერთი საერთო სიტყვა იმ სამ-სამი სიტყვიდან. სწორედ, ეს სიტყვა არის სამყაროს მთავარი სიტყვა. მოხუცი გაჩუმდა. მერე შვილებს ანიშნა მასთან მისულიყვნენ, გულში ჩაიკრა და უთხრა: - მაპატიეთ, რომ ეს თავის დროზე ვერ გასწავლეთ-ო - ჩვენ გვაპატიე, დედა, ჩვენ!-ო სამივე ტიროდა, ლევან. მე ტირილი კი არა, ყმუილი მინდოდა. ვყმუოდი კიდევაც. იქ, შიგნით. ეს ყმუილი ყველაფერი იყო - სიხარულიც, დარდიც, სევდაც, ტკივილიც, მონატრებაც, მაგრამ ყველაზე მეტად სიყვარული იყო, ჩემს თვალწინ პაწია, ყველაზე უბრალო ყვავილივით, საიდანღაც რომ ამოცოცდა. გვიანამდე არ წასულან რებეკა და სტივი. სუფრა გავშალე და ცოტა მოვწრუპეთ. კიდევ ვიმღერე. ბედნიერი სიუზი ბოლომდე ჩვენთან იყო. მერე ერთად შევაცილეთ საძინებელში და სახეზე ღიმილით მალევე ჩაეძინა. როდესაც რებეკას და სტივს ვაცილებდი, სტივს ხმა არ ამოუღია. შეჩერდა, მუხლი მოიყარა და ხელზე მეამბორა. რებეკამ მითხრა: - მეია, შენ, დღევანდელი დღისთვის წამოსულხარ ასე შორს-ო შენ, ჩვენთვის ჩამოსულხარ-ო არაფერი მითქვამს. ან რას ვეტყოდი, ლევან? იმას, რომ დედაჩემი უჩემოდ დაიკრძალა? არა, ამას ვერ ვეტყოდი. არ შეიძლებოდა ამის თქმა იმ დღეს. კარგი, წავედი. მადლობა ????''
''მადლობა, შენ, ამ საოცარი ამბისთვის, მაიკო ????''
01.06.
''ლევან, ამ დილით სიუზი გაფრინდა...''
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|