ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2025


კვირის თანაბარი დღეა

აზრებს მიგოგმანებს ღვინო,
გელი საზღაურად ბედის,
ჩავრთე ისევ ძველი კინო,
ვუცქერ,ოცნებები სევდის,
იწვის მარტოობით დღე და
ალბათ გავუყვები შარას,
აღარ ამოვიდა მზე და
ვატყობ ჩაესვენა მარად,
ალბათ უსიამოდ გიმზერ,
დღესაც სახვალიოდ გიცავ,
მალე მოგიყვები იმდენს,
ვიცი,მარტოობას ვფიცავ,
კვირის თანაბარი დღეა,
ალბათ გათარსული ესეც,
ვხედავ,ამოვიდა,მზეა,
ვუმზერ გაშავებულ მყესებს,
კვირის თანაბარი დღეა,
ესეც კვირასავით მშვიდი,
ეს ხო სიყვარულის ხეა,
ესეც მუხასავით შვიდი,
ალბათ კვირასავით მთრვალი,
აღმა დაღმა დადის სიტყვა,
ცხენებს რომ უხდებათ ნალი,
ესეც სახვალიოდ მითქვამს,
კვირის თანაბარი დღეა,
დღესაც ვისვენებდი როცა,
მახოვს ჩაესვენა მზე და,
დამრჩა მხოლოდ ერთი კოცნა,
ახლა სიყვარულად, მთვრალად,
ალბათ გავუყვები ხიდებს,
თმებში ჭაღარა მაქ მკრთალად,
კუჭში ლიტრი ღვინო მიდევს,
კვირის თანაბარი დღეა,
ახლა სხვა ფერით და  ამბით,
ალბათ ჩაესვენა,მზეა,
მე კი ვიბადები ამ დღით.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები