ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
29 აპრილი, 2025


Марина Цветаева - В гибельном фолианте…

მარინა ცვეტაევა - საბედისწერო კაბადონთ...

საბედისწერო კაბადონთ
არ აქვთ  ქალისთვის ცდუნება,
თვით სამყაროა ქალბატონთ
Ars Amandi და ცბუნება.

ტრფიალის წამალს დაჩრდილავს
გულის შარბათი დიაცის,
ქალი აკვნიდან ნამდვილად
მძიმე ცოდვაა ვიღაცის.

ახ, რა შორია გზა ზეცის!
წყვდიადში ბაგე ახლოა...
ღმერთო, ნუ განმსჯი! - თუ შევცდი,
არ  განგიცდია ქალობა!

29 აპრილი, 2025 წ.


*Ars Amandi –(ლათ.) „სიყვარულის ხელოვნება“, რომაელი პოეტის ოვიდიუს ნაზონის პოემის სახელწოდება.


Марина Цветаева -  В гибельном фолианте…

В гибельном фолианте
Нету соблазна для
Женщины. — Ars Amandi
Женщине — вся земля.

Сердце — любовных зелий
Зелье — вернее всех.
Женщина с колыбели
Чей-нибудь смертный грех.

Ах, далеко до неба!
Губы — близки во мгле…
— Бог, не суди! — Ты не был
Женщиной на земле!

1915 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები