ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2025


????❤️

"ხელი მომე, გიმქითხაო, შენი ბედი ვიცი"-
გზა მომიჭრა ქალბატონმა "უტყუარი" ფიცით,
წამით შევდექ, მერე სწრაფად ავუარე გვერდი,
ხმა კი კვლავაც თან მომდევდა: "ბედი, შენი ბედი"...
ფიქრმა უცებ დაირბინა გარდასული წლები,
თვალწინ გაჩნდა სოფელი და დანისლული მთები,
მთების ძირში მდგარი ქოხი და იმ ქოხის მდგმური,
გახსოვს, ყველას რომ გვიწევდა ქოხისაკენ გული?
ჰო, მეც ბევჯერ შემიღია იმ ეზოს ჭიშკარი,
იცი?- იქ რომ დავდიოდი შენი არის ბრალი,
შენი, რადგან სიყვარული მჭირდა მაშინ დიდი
და მჯეროდა ჭიქის ფსკერზე შემჩნეული ხიდის.
მერე, მერე ის ბავშვობა დრომ მოისხა მხრებზე,
ახლა მხოლოდ მოგონება შეფენილა მთებზე,
ახლა მხოლოდ სიყვარულის ნატერფალი მოჩანს
ისიც მხოლოდ ჩემს ხსოვნაში და ჰა, ამით მორჩა...
დღეს უბრალოდ მოვიკითხე შორეული ღელვა,
დღეს უბრალოდ გაიელვა მაშინდელმა ფერმა,
დღეს უბრალოდ, უნებურად ფიქრი საზღვარს გასცდა
ამიტომაც ავირიე, ამიტომაც... მართლა...
.....
"ხელი მომე, გიმქითხაო, შენი ბედი ვიცი"-
გზა მომიჭრა ქალბატონმა "უტყუარი" ფიცით,
წამით შევდექ, მერე სწრაფად ავუარე გვერდი,
ხმა კი კვლავაც თან მომდევდა: "ბედი, შენი ბედი!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები