მარინა ცვეტაევა - უაზრო, ფუჭი დღე მაქვს ცხოვრების...
უაზრო, ფუჭი დღე მაქვს ცხოვრების, ღატაკს პურისთვის ვემათხოვრები, თანხას გავუწვდი მდიდარ უკადრისს.
მზის სხივს გავუყრი ნემსის ნახვრეტში, მძარცველს გასაღებს ვაძლევ საკეტის, ფერმკრთალ ლოყებზე ვისვამ უმარილს.
პურს არ გამიყოფს გლახა უბირი, ფულს არ აიღებს შემძლე პურძვირი, ნემსის ყუნწში კი ვერ ძვრება სხივი,
უგასაღებოდ კარს ხსნის მძარცველი, ხოლო სულელი, თვალანაცრემლი - უმიზნო, უქმი დღის გამო ჩივის.
3 მაისი, 2025 წ.
Марина Цветаева - Мой день беспутен и нелеп…
Мой день беспутен и нелеп: У нищего прошу на хлеб, Богатому даю на бедность,
В иголку продеваю — луч, Грабителю вручаю — ключ, Белилами румяню бледность.
Мне нищий хлеба не даёт, Богатый денег не берёт, Луч не вдевается в иголку,
Грабитель входит без ключа, А дура плачет в три ручья — Над днём без славы и без толку.
1918 г.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესო ლექსი ,თარგმანი კარგი. საინტერესო ლექსი ,თარგმანი კარგი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|