ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2025


მარაბდა

არავითარი დავა შინაგანს,
რაც კი ვიცოდი ხომ გამომადგა,
რასაც ვერ შევცვლი ვიღებ, გასაშვებს-
გავატან დარდებს შეუცვლელისას.

რაც კი მიყვარდა ძლიერად მიყვარს,
რაც კი ცვლილება მოსვლია ჩემს სულს,
სხეულის ენამ წამსვე ასახა,
სიყვარულია ტანსაც რომ ხატავს.

რაც კი მიჭირდა კლიტულში მსვამდა,
და გამოჰყრიდა გულის ფასადებს,
ამოვიძირკვე, ჩავთესე ბარდა,
არავითარი ჯვარცმა და კარმა.

ყველა გავუშვი ვინც არ მისმენდა,
ვისთანაც თამაშსს მივყავი ხელი,
ჩემი თავიდან ვინაც გამძარცვა,
გამოვეთხოვე, გავუშვი ხელი.

მეჭიდებოდნენ ეკლის გვირგვინით,
ხორცებს მაგლეჯდა ტყუილი გარჯა,
არ მახარებდა ჩაცმა-ტკრციალი,
სულის საზრდოა ახლა მარაბდა-

დარია ყველა მტანჯველი ფიქრი,
ტყუილიაო თავს გამოდება,
რაც არასოდეს ვყოფილვარ, მხედავთ
ვერც ხვალ ვიქნები, გაგიხარია!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები