ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2025


გეთსამანია





გეთსამანია...
შუაღამეა! — ზეთისხილივით.
ვინც დედის გვერდით, წინ  იდგება — იოანეა…
მკვდარი ზღვის ბივრილს
ეხეთქება ქარი სივილით.
ყივის
და ისმენს მამლის ყივილს იორდანია.
მაგდალელთანაც რომ იდგება — იოანეა…
ეხება მიწას…
შორს ქვებს აპობს ხმაური ფლოქვის,
გლოვას რომ იწყებს
კედრონს გაღმა იორდანეა.
ჯერ უხმაუროდ,
ყელზე მომდგარ მოთქმით და ოხვრით…
ზეთისხილზედაც კიდევ უფრო შავი ღამეა.
არც ადრეა და არც გვიანია!
ვინც დედის გვერდით, წინ
იდგება — იოანეა…
სინედრიონმა გამოფატრა გეთსამანია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები