მე გიყურებდი,როგორც ღმერთს და როგორც სამოთხეს, თან ვფიქრობდი, რომ შენს გარეშე არ ვარ არავინ. მერე ფიქრები სათითაო სიტყვად დავხოცე და წამიერად წერტილივით დავპატარავდი.
შენ კი გეგონა... რა გეგონა მაინც არ ვიცი... ძილი დავკარგე, თუმცა ხშირად ტყვე ვარ სიზმრების და მაშინ, როცა აღარაფერს აღარ განვიცდი, შენ გიყურებ და უსაშველოდ დიდი ვიზრდები.
გარეთ ქარია .შავი ქარი. მუქი ღრუბლები. ღამე ვარსკვლავებს ხან მალავს და ხან ციდან უშვებს. შენ კი გგონია, რომ მძინავს და რომ ძილს ვუნდები. მე კი საათებს მივუყვები, როგორც ძველ ქუჩებს.
შენ სამოთხე ხარ, არსებობის აზრი მთავარი. შენ დედამიწა... შენ სამყარო... და მე არავინ...