***
მეორე დღით ნათანაელს მილდადი ეწვია, ვისმა ვიზიტმაც მოხუცი ცოტა გაკვირვებული დატოვა, რადგან მილდადი არსად ჩანდა, ახლა კი ყველასთვის მოულოდნელად გულთბილად გადაეხვია და მთავარ დარბაზშიც კოხტად მოკალათდა. იქაურობას თვალი სწრაფად მოავლო და ყურადღება ისევ ნათანაელზე მიიტანა. აშკარად თვითკმაყოფილი ჩანდა. დასაწყისისთვის მოხუცი ჩუმად იდგა. ცდილობდა თავად გაეგო თუ რას ემსახურებოდა მისი მოულოდნელი სტუმრობა, რაზეც მილდადი საეჭვოდ დუმდა. მომღიმარი სახით ნათაელს ათვალიერებდა, ხოლო სავარძლის სახელურზე თითებს ისე ნერვიულად ათამაშებდა, რომ მოხუცს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ისე კაცმა რომ თქვას გაუგებარია თუ რა განზრახვა ამოძრავებდა ან რა ესაქმებოდა ბიბლიოთეკაში, მაგრამ ერთი რამ უდავოა. რახან დრო გამონახა და შინ ეწვია ესეიგი აჯანყების საქმე კარგად მიდიოდა. მილდადი ჯიუტი და ამოუცნობი კაცი იყო. ყოველთვის იმას აკეთებდა რასაც განიზრახავდა, მაგრამ ზენონის გავლენის ქვეშ საეჭვოა რამდენად ზუსტად მიუყვებოდა თავის გულის ხმას. რამდენად მიიღებდა იმას, რასაც „ლიტონის საბჭოს“ საბოლოო ჩამოშლა და განხეთქილება მოჰყვა. რა საკვირველია თადეოზის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მისმა გათავისუფლებამ კი საბჭო იძულებული გახადა ცალ-ცალკე გზებით ევლოთ. მილდადს მაინც ჯიუტად ეჯერა, რომ მაგისტრს, მეუფესა და ნათანაელს საერთო საქმე ამოძრავებდათ, რის გამოც არც საიდუმლო რიტუალი გაახმაურეს და მრავალ საუკუნოვანი წყევლის ახსნის შემდეგ წასვლის უფლებაც მისცეს. მიუხედავად ამისა ის მაინც ცდილობდა, რომ ნათანაელისთვის სიმართლე ეთქვა, თუმცა დარწმუნებული არ იყო რომ მოხუცი მას მხარს დაუჭერდა. ნათანაელი ყოველთვის კატეგორიულ უარზე იყო უთანხმოებებზე, რასაც გარდაუვალი სისხლის-ღვრა და მსხვერპლი მოჰყვებოდა, ამიტომ ჩუმად იჯდა და ფიქრობდა საერთოდ ღირდა თუ არა აქ მოსვლა. ერთი რამ უტყუარია. ბიბლიოთეკარი საკმაო ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში, რითაც უფრო მეტის აყოლიება შეეძლო და ამით აჯანყებულების რაოდენობასაც გაზრდიდნენ და თადეოზსაც საბოლოოდ ჩამოაგდებდნენ სამეფო ტახტიდან. ფინჯანი ჩაის მერე ცოტა ლიტონზე იბაასეს შემდეგ კი მილდადი ფეხზე წამოდგა და ორანჟერიისკენ გადაინაცვლა.
ნათანაელიც უსიამოვნოდ წამოდგა, რა დროსაც ბიბლიოთეკაში თადეოზი შემოვიდა და ატმოსფეროც უფრო დამძიმდა. ამის შემხედვარე გულის ცემამ ერთბაშად იმატა. დაბნეულმა ჯერ ორანჟერიისკენ გაიხედა, სადაც დამაინე და მილდადი ეგულებოდა, შემდეგ კი თადეოზს ხელი მკლავში ჩაავლო და ბიბლიოთეკის დარაბებს სწრაფად გაარიდა. როგორც აღმოჩნდა თადეოზმა უბრალოდ ანას მოაკითხა, თუმცა მოხუცი დაჟინებით არწმუნებდა სასწრაფოდ წასულიყო აქედან. ვერც იმას უხსნიდა რატომ და ვერც იმას თუ რა აღელვებდა, მაგრამ თადეოზი არას გზით არ ეპუებოდა. თუ საჭიროა ანას გარეთ დაელოდებოდა, მაგრამ ნათანაელი ყურსად არ აგდუბდა. მათი მშვიდი საუბარი ნელ-ნელა ცხარე კამათში გადაიზარდა. უცხო სტუმრის მოსვლა მილდადს არ გამორჩენია. ნათანაელის ხმა ყველგან აღწევდა. მოულოდნელად დამიანემ, მილდადს სიტყვა შეაწყვეტინა და ყვავილების გავლით, დარბაზისკენ დაიძრა. გზად ნაბიჯებს სულ უფრო და უფრო უმატა. მილდადიც ფეხდაფეხ გაჰყვა. როგორც კი ეს სცენა შენიშნა, მოხუცმა მხრებში ძლიერად მოჰკიდა და ბოლო ძალებით თხოვდა რომ წასულიყო, მაგრამ თადეოზმა ხელი უხეშად აუკრა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მისი გაურკვეველი საუბრიდან ერთი სიტყვაც ვერ გაიგო. ასეთი ნათანელი არასდროს ენახა. დარბაზის კიბეებზე ნაბიჯების ხმა მოისმა. თადეოზის უკან კი ხის კარები ნელა გაიღო და იქიდან ანაც გამოვიდა, რომელიც უემოციო სახით მიუახლოვდა და გაყინული თვალებით თადეოზს მიაჩერდა.
- თადეოზი ხარ! - ნერვიულობისგან ათრთოლებული ბაგეებიდან ძლივსღა აღმოთქვა მისი სახელი. - შენ თადეოზი ხარ! ნათანაელი მძიმედ ჩამოჯდა. ამის გაგონებაზე დარბაზში შემოსული მილდადი და დამიანე ერთ ადგილას გაშეშდნენ. იმ წამებში საშინელი პაუზის დარღვევა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო. ანას მათი თითოეული სიტყვა ზედმიწევნით ესმოდა. ეს როგორც მეხის გავარდნა ისე ჟღერდა, სადაც კაცი, რომელიც მის ცხოვრებაში გამოჩნდა სინამდვილეში თურმე მეფე თადეოზი ყოფილა. ადამიანი, რომელმაც უამრავი ტკივილი მოუტანა ლიტონს და ამის გამოისობით დღემდე ვერ აღწევდნენ თავისუფლებას. ალბათ ერჩივნა რომ საერთოდ არ გაეგო მისი სახელი. საერთოდ არ ჩამოსულიყო ლიტონში და არც ის კაცი გაეცნო, რომელზეც თავდავიწყებით იყო შეყვარებული. ანას ხმაზე თადეოზი ნელ-ნელა და ფრთხილად მობრუნდა. ცდილობდა მისთვის საჭირო სიტყვები მოეძებნა, მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. ანას თვალები ცრემლებით აევსო. უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ამ ყველაფრის მერე ის თადეოზი აღმოჩნდა. მაინცდამაინც ის, ვისზეც ამდენი რამ სმენოდა. სინამდვილეში უნდოდა კიდეც რომ თადეოზს მისთვის ეთქვა ეს სიცრუეაო, მაგრამ ვაი რომ ამას ვერ ეტყოდა. იდგნენ და ერთმანეთს თვალს ვერ აშორებდნენ. არც ნათანაელი გამოიყურებოდა სახარბიელოდ. დაცვარული შუბლი ხელით შეიმშრალა და მზერა ისევ ქვევით მიაპყრო. კარგად ხვდებოდა ეს სიმართლე დასასრულის ტოლფასი გახდებოდა. იჯდა თავისთვის და ვერც ერთ მათგანს თვალს ვერ უსწორებდა. თადეოზის დუმილი გაუსაძლისად აჭიანურებდა მდგომარეობას. ვერც უარყო და ვერც დაეთანხმა. მხოლოდ ერთადერთის თქმა შეძლო:
- მაპატიე! ამ სიტყვებზე მილდადს თითქოს ერთბაშად გაუნათდა გონება. უმალვე მიხვდა რომ გარდა ნათანაელისა, ანაც ახლო ურთიერთობაში იყო თადეოზთან. აწი უკვე დანამდვილებით იცოდა თუ ვინ იყო და როგორ გამოიყურებოდა „ცოცხალი-მიცვალებული“, რის გამოც ჯერჯერობით წასვლას არ ჩქარობდა. იდგა და მომხდარი ამბით ეგზომ კმაყოფილიც და შეშინებულიც ჩანდა. მოულოდნელი ემოციები სახეზე ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ახლა ისღა უნდა გასარკვევად თუ რა აკავშირებდათ ერთმანეთთან, მაგრამ თადეოზის სიტყვების მერე ანა ცივად გატრიალდა და სწრაფად დატოვა ბიბლიოთეკა. დამიანეც ფეხდაფეხ გაჰყვა. ეულად მჯდომ ნათანაელს, მილდადი როგორც მოღალატეს ისე უყურებდა და თან აუტანელი სურვილი კლავდა რომ მოხუცი იქვე გამოესალმებინა სიცოცხლისთვის, მაგრამ თადეოზის შიშით ნაბიჯსაც ვერ დგამდა, ამიტომ უაზროდ აათვალ-ჩაათვალიერა და შემდეგ უხმოდ გასცილდა მათ.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესო შეხვედრები მოხდა, რას იზამს ანა, დამიანეს რას ეტყვის, ან თადეოზს? საინტერესო შეხვედრები მოხდა, რას იზამს ანა, დამიანეს რას ეტყვის, ან თადეოზს?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|