ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2025


დარდთან დიალოგი

მკითხა დარდმა,
თუ მიძლებო?
ვუპასუხე- მგონი, ძნელად...
-უდარდელად ყოფნას შეძლებ?
- კი, თუ გრძნობებს გავწევ გვერდზე...
- ნუთუ, ასე დაგამძიმე,
ჩემნაირად გიგებს ვინმე?
ვუპასუხე - სიმარტოვე...
- იქნებ, ერთად გიპატრონოთ?
- მე ვუთხარი - კი ბატონო!..
- მომწონს, შენი მუზა რომ ვარ,
ჩემით რომ წერ, უზადო ხარ...
- დარდმა მითხრა,
შეგეთვისე!
- ჰო, მეც ფიქრებს შენით ვივსებ!
- იცი, დარდიც ნიჭია და,
წააწყდები იშვიათად!
პ.ს.
გახდა დარდი მეგობარი,
ყოველდღე ხსნის ერთ ლოგარითმს,
დარდში უკეთ მოჩანს სული,
აქ მყოფიც და ცადწასულიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები