ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2025


ღიმილი- დუშენი

ნინო დარბაისელი

ღიმილი-დუშენი*


ქალაქი - ბარები და საფუნთუშენი.
ღიაა ღამეში - ბროდელ-სამრუშენი,
ქალები  მღიმარნი, არ მოპირქუშენი,
ბიჭები შორიდან - ,, ა, შენი, უ, შენი!”…
ხილვაში  - კაბები, სულ მოფუშფუშენი, 
თითქოს კოჭებამდე, არა - სარუშენი.
ქალნი სამეფონი,  არა სამუშენი,
კენტად ილევიან,  მზერადაუშენი,
ო, რა კადრებია, რა პრომოუშენი!

არა ვართ ბავშვები ჩვენ მოკუნტრუშენი,
არც რის  მოშიშენი, არც რის მომშუშენი,
გვაქვს წასასვლელებიც  -სამტლაშა- მტლუშენი,
გამოსაშუშენი, ტკბილ-საძილქუშენი,
რა მნიშვნელობა აქვს, ჩემია თუ შენი?!

რატომღა გიყურებ?!

ენის ნაკადული თვალ-გულმა დალია, 
თუმცა სიყვარული ჯერ არის უშენი.
თვალთან  ნაოჭები-  ასაკის ბრალია,
თუ ეგ ღიმილია - ღიმილი-დუშენი!

- -
დუშენი - წრფელი ღიმილი. ტუჩების გარდა,  სახის ბევრი კუნთი მონაწილეობს. დანაოჭება - თვალებით იწყება. იჭუტება  და ამის გამო,  ღიმილი შეიძლება  დუშენიც  გეგონოს და მოტყუვდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები