ნუ ტირით, მარიამ, მართა, - ბევრს ნუ შემოახვევთ ტილოს. ის, რაც თქვენს ძმას დაემართა, არ არის, ჯერ, სასიკვდილო.
ოღონდ გწამდეთ სასწაულის და ნუ არწყავთ ამ შემთხვევას კაცობრივი საწყაულით - არ ღირს ბევრი ტილოს ხვევა!
ოთხი დღე მოუწევს, დებო, ლაზარეს საფლავად დება. და ძმა, ქრისტეს მეგობრებო, ცოცხალი დაგიბრუნდებათ. ...
- როგორ ჰყვარებია, ნახეთ, ცრემლი ღაპა-ღუპით მოსდის... - პეტრე, სხვებსაც დაუძახე და გადააგორეთ ლოდი!
მეც რომ აღმადგენდე, ღმერთო, ოთხ ასწლეულს ვიდებოდი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან მომეწონა! დასასრული არაჩვეულებრივია. წარმატებები! ძალიან მომეწონა! დასასრული არაჩვეულებრივია. წარმატებები!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|