ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
6 მაისი, 2025


რა ხართ

    ყოველთვის, ჩემ ტვინისიღრმეში - რასაც გულისიღრმეში ლოდად ვგრძნობ - არის რაღაც მაგიური... თუ რა დავარქვა ამ სიცისფერეს... ღმერთმა უწყის რა არის, და როცა შევხედავ რომელიღაცა მბჟუტავ ვარსკვლავს - იმ თავის სამყაროში ძალიან მკაფიოდ ბრწყინვალეს - მოვა ეს სიცისფერე გულზე... კი არადა ტვინისიღრმიდან გულისიღრმეში და ლოდად მაწვება. მე კიდევ ბავშვობისდროიდან ვეკითხები, რა ხარ, ასეთი?!
    ზუსტად ასეთი სიცისფერე ხარ შენც.
    დაცარიელებული შენობების პირას მიტოვებული სანაპირო ხარ;
ელექტროანძები ხარ მზის ჩასვლისას და ამოსვლისას;
ბორცვებს მიღმა მწვანე მოლი ხარ (ვერასდროს ვხედავ მაგას, ბორცვები მეფარება)
ყოველ მთის ძირში გამოგონილი ელფების ზღაპრული სოფელი ხარ, (იქ ერთი ელფია, უყურებს ჩემ ქალაქს საღამოობით)
მზესუმზირის ყვავილები ხარ რადიოს შხრიალის ფონზე (მე ვაშხრიალებ მაგ რადიოს უცხოპლანეტელების ტალღის დასაჭერად)
ძალიან ცისფერი ცა ხარ და ამ ცისფერ ცაში ჩაქსოვილი ძალიან თეთრი მზე ხარ (ბეტონის შენობებს გავლით გხედავ)
ყველაფერი შენ ხარ, და შენ გარეშეც შენ ხარ - რაც ამ სიცისფერეს მაძლევს ბავშვობის დროიდან, როცა საერთოდ არ იყავი, მაგრამ მაინც გხედავდი.
მაინც რა ხართ ასეთი, რატო მტანჯავთ მშვენიერებით?!

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები